თბილისი:
მანჩესტერი:
24-09-2014, 19:22
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1934,
კომენტარები: 5
პირსონი ლუიზე შთაბეჭდილების მოხდენას გეგმავს
ბენ პირსონს გუნდში თავის დამკვიდრების იმედი აქვს.
პირსონი ლუიზე შთაბეჭდილების მოხდენას გეგმავს
"მანჩესტერ იუნაიტედის" სარეზერვო გუნდის ახალგაზრდა ნახევარმცველი, ბენ პირსონი იმედოვნებს, რომ მთავარ მწვრთელზე, ლუი ვან გაალზე შთაბეჭდილებას მოახდენს და პირველ გუნდში ისევე დამკვიდრდება, როგორც ტაილერ ბლეკეტი და რის ჯეიმსი.

"მწვრთნელმა უკვე აჩვენა, რომ პირველ გუნდში ახალგაზრდების მიწვევას არ უშინდება. ტაილერ ბლეკეტმა სეზონის ყველა მატჩში ითამაშა, პირველ გუნდში ითამაშა რის ჯეიმსმაც. ლუი ვან გაალი "აიაქსსა" და "ბარსელონაში" ახალგაზრდებთან წარმატებით მუშაობდა და მინდა მჯეროდეს, რომ ამ მხირვ არც ჩვენთან იქნება გამონაკლისი. ამჟამად პირველ გუნდთან ერთად ვვარჯიშობთ, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ მწვრთნელზე შთაბეჭდილების მოხდენის საშუალება გვაქვს."

"დიდებულია, როცა მუშაობ ფეხბურთელების ერთად, რომელთაც ბავშვობიდანვე ადევნებდი თვალს. ჩემ შემთხვევაში ასეთი დარენ ფლეთჩერია. ის ძალიან ეხმარება ახალგაზრდებს, მუდამ საუბრობს მათთან და რჩევებს აძლევს. მინდა პირველ გუნდში მოვხვდე, მაგრამ მანამდე შესაძლოა იჯარით წასვლა მომიხდეს. დარწმუნებული არ ვარ, რომ ამისთვის მზად ვარ. თავდაპირველად სარეზერვო გუნდში თამაშით ოპტიმალურ ფორმაში უნდა შევიდე."


"მანჩესტერ იუნაიტედის" 21 წლამდელთა გუნდი მომდევნო შეხვედრას ორშაბათს, 29 სექტემბერს თანატოლი "ტოტენჰემის" წინააღმდეგ გამართავს.

გთავაზობთ ზემოაღნიშნული მეტოქის წინააღმდეგ პირსონის შარშანდელი სეზონის თამაშის ამსახველ ვიდეოს.



წყარო: express
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
24 სექტემბერი 2014 19:30
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
რა ვიცი რა ვიცი...ნახევარდაცვაში კი გვყავს ფეხბურთელები და შეიძლება ითქვას ბევრიც, ამიტომ შენ რამდენად მოგეცემა დრო არ ვიცი. თუმცა თუ იჯარა არ გინდა და 21 წლამდელებით კმაყოფილდები, მაშინც პრობლემაც არ ყოფილა ჯერ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Best 7
24 სექტემბერი 2014 20:37
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
შეეცადე და რა ვიცით შეიძლება შეძლო რამე!
0
№3
ავტორი: love united
24 სექტემბერი 2014 21:21
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ცოტა ჯანზე მოვიდეს და გადაირ***მს ძირითადი გუნდის ნახევარმცველებს
0
№4
ავტორი: GeorgeBest
24 სექტემბერი 2014 23:26
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ეს ძაან მაგარი ბიჭია და შანსს იმედია გამოიყენებს
0
№5
ავტორი: Lev
25 სექტემბერი 2014 11:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
ეს რა მხეცი იზრდება))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top