თბილისი:
მანჩესტერი:
25-09-2014, 19:31
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2946,
კომენტარები: 21
"იუნაიტედის" 10 სამარცხვინო მარცხი
"იუნაიტედის" წაგებათა სიმძიმე.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში სასტარტო 5 შეხვედრაში 5 ქულის აღებით უცუდესი შედეგი აჩვენა არსებობის ისტორიაში. გარდა ამისა, პრემიერ-ლიგის არსებობის ისტორიაში "წითელი ეშმაკები" სასტარტო ეტაპზე არასდროს ყოფილან სატურნირო ცხრილში ასე დაბლა.

მოსალოდნელი იყო, რომ მანკუნიანელები სიტუაციას გამოასწორებდნენ, რადგანაც დიდძალი თანხა დაიხარჯა ახალი ფეხბურთლების შეძენაზე და "ქუინზ პარკი" დამაჯერებლად დაამარცხეს, მაგრამ "ლესტერის" წინააღმდეგ გამართულმა შეხვედრამ "მანჩესტერ იუნაიტედის" ორწლიანი კოშმარის გაგრძელება შეგვახსენა.

დაცვის საშინელი თამაშის, მსაჯის შეცდომებისა და "მელიების" კარგი თამაშის შერწყმამ "იუნაიტედის" სამარცხვინო მარცხი გამოიწვია. თანაც ამ მატჩის მსვლელობისას ისინი ორჯერ იგებდნენ 2 ბურთის სხვაობით - 2:0 და 3:1. ოცი წლის განმავლობაში "მანჩესტერ იუნაიტედმა" პირველად წააგო შეხვედრა, რომელშიც ორ ბურთიანი სხვაობით იგებდა - დევიდ მოიესმა კი შვებით ამოისუნთქა, რადგან მისი ანტირეკორდების დამხობა ჯერ კიდევ შეიძლება.

"წითელი ეშმაკების" ქომაგებს ეგონათ, რომ გასულ სეზონში დევიდ მოიესის ხელმძღვანელობის ქვეშ მათ ყველაფერი იხილეს და ლუი ვან გაალის მოსვლა დიდი ამბიციებითა და პოზიტივით მიიღეს. ლუი ვან გაალმა კლუბში მოსვლისას განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად ისტორიას შექმნიდა, მაგრამ ალბათ დაავიწყდა იმის დაზუსტება, თუ რას გულისხმობდა სინამდვილეში.

- 5 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში "მანჩესტერ იუნაიტედი" ასე დაბლა 22 წლის განმავლობაში არ ყოფილა.
- 30 წლის განმავლობაში "იუნაიტედი" არც ერთხელ არ დამარცხებულა მატჩში, რომელშიც ორი ბურთის სხვაობით იგებდა (უკანასკნელი ასეთი შემთხვევა 1984 წელს "ნოტინგემ ფორესტთან" განცდილი საგარეო მარცხია - 2:3).
- წინა კვირამდე "იუნაიტედმა" ზედიზედ 10 შეხვედრაში მოახერხა "ლესტერის" დამარცხება.
- 36 წლის განმავლობაში "იუნაიტედი" 5-3 ანგარიშით არ დამარცხებულა (1978 წლის დეკემბერში ასეთივე ანგარიშით "წითლები" "ვესტ ბრომვიჩმა" დაამარცხა).
- "მანჩესტერ იუნაიტედმა" ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ გამართულ 6 შეხვედრაში 12 გოლი გაუშვა (შედარებისთვის, დევიდ მოიესის ხელმძღვანელობის ქვეშ 11 შეხვედრაში "იუნაიტედმა" 12 გოლი გაუშვა.)

ეს მხოლოდ რამდენიმე ფაქტია იმისა, რაც ლუი ვან გაალმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად ისტორიაში დაწერა, მაგრამ გულშემატკივარს უფრო მეტი ნეგატიური მომენტი გაახსენდება. ამგვარად, "ლესტერთან" განცდილ მარცხს "იუნაიტედის" დიად ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო მარცხად აღიქვამენ. ამასთან დაკავშირებით, გთავაზობთ ინგლისის ჩემპიონატში "იუნაიტედის" სამარცხვინო წაგებათა დაიჯესტს.


"იუნაიტედის" 10 სამარცხვინო მარცხი

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - 4:1 (1996 წელი, 1 იანვარი)


საშობაო დღესასწაულის წინა დღეს "იუნაიტედმა" დაცვის ხაზის რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმის გამო დაკარგა, რის გამოც კლუბი სატრანსფერო ბაზარზე გავიდა და ერიკ კანტონას რეკომენდაციით "ბორდოს" ფრანგი მცველი, უილიამ პრიუნე შეიძინა. "ტოტენჰემთან" შეხვედრა ერთ-ერთი მატჩია იმ ორთაგან, რომელშიც პრიუნემ ითამაშა და იმდენად ცუდად გამოიყურებოდა, რომ კლუბის ახალ ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ ტრანსფერად ითვლება.

"დეზები" "იუნაიტედის" დაცვის რიგებში არსებული არეულობით სარგებლობდნენ - თითო გოლი შერინგემმა და კემპბელმა გაიტანეს, კრის არმსტრონგმა კი დუბლი შეასრულა. "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთადერთი გოლი იმ თამაშში ენდი კოულს ეკუთვნის. მიუხედავად გამანადგურებელი მარცხისა, ალექს ფერგიუსონის გუნდმა ჩემპიონატი მაინც მოიგო და მეათე ტიტული გაიფორმა.

"იუნაიტედის" 10 სამარცხვინო მარცხი

"მანჩესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - 4:1 (2004 წელი, 14 მარტი)


გასულ სეზონის მარცხი, რომელიც "იუნაიტედმა" მანჩესტერულ დერბიში ამავე ანგარიშით განიცადა, კლუბში არსებული მდგომარეობის გამო სენსაციად არ აღიქმებოდა, მაგრამ 10 წლის წინ ეს ნამდვილი მოულოდნელობა იყო ყველასთვის. მაშინ "სიტი" არ გახლდათ გრანდი, პირიქით - იმ გუნდთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის, ამიტომაც პრინციპულ დაპირისპირებაში განცდილი მარცხი ცუდად მიიღეს.

"ქალაქელების" ქომაგთა გულებს ჯერ კიდევ დიდ სითბოს ჰფენს 2004 წელს მოპოვებული გამარჯვება, რადგან მაშინ ქომაგთა საყვარელმა ფეხბურთელებმა "იუნაიტედს" მტკივნეული მარცხი მიაყენეს. თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე "წითელი ეშმაკები" ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშნენ. დერბიში განცდილი მარცხი კი ბრძოლას საბოლოოდ ასრულებდა პრემიერ-ლიგის ტიტულისთვის, რომელიც დიდებულ "არსენალს" ერგო.

ფაულერმა, მაკენმა, სინკლეირმა და რაით-ფილიპსმა ის დღე კოშმარად აქცია "იუნაიტედისთვის" რომელთა რიგებშიც გოლი სქოულზმა გაიტანა.

"იუნაიტედის" 10 სამარცხვინო მარცხი

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" - 1:4 (2009 წელი, 14 მარტი)


როგორც ვხედავთ, 14 მარტი "მანჩესტერ იუნაიტედის" წარუმატებელი დღეა. 2009 წლის ამავე დღეს "ოლდ ტრაფორდზე" რაფაელ ბენიტესის "ლივერპულმა" "იუნაიტედი" ნაკუწებად აქცია. ეს ყველაფერი საჩემპიონო ბრძოლის დასასრულს ხდებოდა, რამაც კიდევ უფრო რთულად გადასატანი გახადა წაგება. მართალია სერ ალექსის გუნდმა ჩემპიონატი საბოლოოდ კი მოიგო, მაგრამ "ლივერპულმა" იმ წელს "იუნაიტედს" ორივე შეხვედრაში სძლია.

იმ დღეს ანგარიში 11 მეტრიანი დარტყმით რონალდუმ გახსნა, მაგრამ შესვენებაზე "ლივერპული" უკვე დაწინაურებული გავიდა. ტორესმა სტატუს-კვო აღადგინა, ჯერარდმა კი პენალტით "ლივერპული" წინ გაიყვანა. მატჩის მიწურულს აურელიომ და დოსენამ "იუნაიტედს" საბოლოო დარტყმები მიაყენეს და ნეიტრალურ ქომაგს საბაბი მისცეს ეფიქრათ, რომ "მერსეისაიდელები" იმ სეზონში უფრო მეტად იმსახურებდნენ ოქროს მედლებს.

"იუნაიტედის" 10 სამარცხვინო მარცხი

"მიდლსბრო" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - 4:1 (2009 წელი, 29 ოქტომბერი)


"რივერსაიდზე" გამართულმა მატჩმა "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გუნდის კაპიტნის, როი კინის წასვლა გამოიწვია. თავად იგი ამ თამაშში მონაწილეობას არ იღებდა, მაგრამ მატჩის შემდგომ კლუბის ტელევიზიასთან ინტერვიუში თავის პარტნიორებს ისეთი გარჩევა მოუწყო, რომ ალბათ ყველა შოკში ჩავარდა. უფრო მეტიც, კაპიტნის სიტყვები ვერ მოითმინა სერლ ალექსმაც კი, რომელიც იძულებული გახდა კინი გუნდიდან გაეძევებინა.

აღსანიშნავია, რომ უკმაყოფილების მიზეზი კინს ნამდვილად ჰქონდა. "იუნაიტედმა" საშინელი მატჩი ჩაატარა, რომელშიც "მიდლსბროს" ჩრდილის ქვეშ მოექცა. "ბოროს" რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა გაისკა მენდიეტამ, რომელმაც დუბლი გაიფორმა. თითო გოლი გაიტანებს ჯიმი-ფლოიდ ჰასელბაინქმა და იაკუბუმ. "წითელი ეშმაკების" რიგებში მატჩის მიწურულს პრესტიჟის გოლი რონალდუმ გაიტანა. "იუნაიტედმა" ტიტული "ჩელსის" დაუთმო, რომელსაც 8 ქულით ჩამორჩა.

"იუნაიტედის" 10 სამარცხვინო მარცხი

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" - 0:3 (2014 წელი, 16 მარტი)


შესაძლოა ეს დევიდ მოიესის ხელმძღვანელობის ქვეშ "წითელი ეშმაკების" ყველაზე ცუდი თამაშია. იმ სეზონში, რომელშიც "მანჩესტერ იუნაიტედს" მოიესი ედგა სათავეში "წითლები" რეგულარულად მარცხდებოდნენ, მაგრამ როგორც იტყვიან წაგება წაგებაზე უარესია.

"ოლდ ტრაფორდზე" გამართულ შეხვედრაში "ლივერპული" პირველიდან უკანასკნელ წუთამდე ფლობდა ტოტალურ უპირატესობას, ქმნიდა კარგ მომენტებს, მაგრამ ყველა გოლი თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გაიტანეს. სტივენ ჯერარდმა პენალტი სამჯერ შეასრულა ზუსტად. ეს სეზონის პირველი გამანადგურებელი მარცხია "ოლდ ტრაფორდზე", რომელიც "იუნაიტედმა" იწვნია, თუმცა არა ერთადერთი. მას მოგვიანებით "მანჩესტერ სიტისთან" წაგებაც მოჰყვა.

საუბარი იმის შესახებ, თუ რით დასრულდა სეზონი "იუნაიტედისთვის" არ ღირს.

"იუნაიტედის" 10 სამარცხვინო მარცხი

"ლესტერი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - 5:3 (2014 წელი, 21 სექტემბერი)


ჩვენ სამარცხვინო რეიტინგში ლუი ვან გაალმა დევიდ მოიესს გადაასწრო, რამეთუ "ლესტერთან" განცდილი მარცხი გაცილებით ცუდად გამოიყურება, ვიდრე გუნდის მიერ ნაჩვენები წინა სეზონის უშედეგობა. თუ ვინმეს დაავიწყდა, შევახსენებთ, რომ მოიესს სატრანსფერო ბაზარზე 150 მლნ. ფუნტი არ დაუხარჯავს და არც ისეთი ფეხბურთელები ჰყოლია, როგორიც ანხელ დი მარია და რადამელ ფალკაო არიან. კლუბის ბოსებმა მოიესს არასაკმარისი მხარდაჭერა აღმოუჩინეს სატრანსფერო პოლიტიკაში და ისიც იძულებული იყო მარუან ფელაინის დასჯერებოდა, რაც უკვე ყველაფერზე თავად მეტყველებს.

თუმცა, როგორც "ლესტერთან" მატჩმა დაადასტურა, გუნდში მყოფი ვარსკვლავები არაფრის გარანტია არ არის, როცა დაცვაში არეულობა მეფობს. დამარცხდე პრემეირ-ლიგის ახალწვეულთან 5:3, როცა 3:1 იგებდი, ამაზე ცუდი რა უნდა იყოს?

"იუნაიტედის" 10 სამარცხვინო მარცხი

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - 5:0 (1999 წელი, 3 ოქტომბერი)


1999/2000 წლების სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონობა "არსენალთან" 18 ქულიანი უპირატესობით მოიპოვა. ჩემპიონატის მიმდინარეობისას სერ ალექსის გუნდმა მხოლოდ სამი შეხვედრა წააგო, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი ზედმეტად მტკივნეული გახლდათ.

1999 წლის "სტემფორდ ბრიჯულ" ღამეს "წითელი ეშმაკების" ქომაგები არ იხსენებენ, რადგან იმ ღამეს მათი გუნდი ჯერ კიდევ ნაკლებად მრისხანე "ჩელსიმ" დასცა. ლონდონში ცოდნითაც კი არაფერი იცოდნენ რომან აბრამოვიჩისა და ჟოზე მოურინიოს შესახებ, რომელნიც იმ დროისათვის ცხრილის შუაში მყოფი გუნდის სამომავლო წარმატების მიზეზები უნდა ყოფილიყვნენ.

გუსტავო პოიეტის დუბლი, კრის სატონისა და ჯოდი მორისის გოლები, ჰენინგ ბერგის ავტოგოლი - "მანჩესტერ იუნაიტედის" ნამდვილი სამარცხვინო საჩუქარი.

"იუნაიტედის" 10 სამარცხვინო მარცხი

"საუთჰემპტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - 6:3 (1996 წელი, 26 ოქტომბერი)


ამავე რეიტინგიდან შეგიძლიათ დაასკვნათ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ძირითადად მხოლოდ მაშინ მარცხდება სამარცხვინოდ, როცა საბოლოოდ ჩემპიონატს იგებს.

1996/1997 წლების სეზონშიც "წითლები" გახდნენ ჩემპიონები, მაგრამ ერთ-ერთ მატჩში სამარცხვინო ანგარიშით - 6:3 დამარცხდნენ. საუბარია საუთჰემპტონზე, სადაც ადგილობრივმა გუნდმა "იუნაიტედს" "თბილი" დახვედრა მოუწყო. შორიდან გაისროლეს ბერკოვიჩმა და ოსტენდემ, ერთი გოლი გაიტანა ლე ტისიემ, გარი ნევილმა კი საკუთარი კარი განგმირა. "იუნაიტედის" რიგებში თავი ბექჰემმა, მეიმ და სქოულზმა გამოიჩინეს, მაგრამ მათი მცდელობა მხოლოდ მეტ-ნაკლები სამარცხვინო ანგარიშის დაფიქსირებისთვის კმაროდა.

"წითელი ეშმაკების" ქომაგები მატჩის შემდგომ ყვიროდნენ და ღრიალებდნენ, რადგან ამ წაგებამდე ერთი კვირით ადრე მათი გუნდი კიდევ ერთხელ ჩაფლავდა...

"იუნაიტედის" 10 სამარცხვინო მარცხი

"ნიუკასლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - 5:0 (1996 წელი, 20 ოქტომბერი)


1995/1996 წლების სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ნიუკასლს" უკანასკნელ მომენტში აჯობა ტიტულისთვის ბრძოლაში, რის გამოც "ჯორდებმა" შური 1996 წლის ოქტომბერში იძიეს.

კევინ კიგანის გუნდმა იმ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და დარენ პიკოკის, დავიდ ჟინოლას, ლეს ფერდინანდის, ალან შირერისა და ფილიპ ალბერტის ძალისხმევის შედეგად მანკუნიანელები მიწასთან გაასწორეს. თითოეულმა მათგანმა ტაბლოზე საკუთარი გვარი დაამჩნია და პეტერ შმეიხელს, რომელსაც ისღა დარჩენოდა წელში გასწორებულიყო და "იუნაიტედის" საშინელი დაცვისთვის თვალი ედევნებინა თითო გოლი გაუტანეს.

სეზონის მსვლელობისას "ჯორდები" კიგანმა დატოვა და მის ნაცვლად გუნდი კენი დალგლიშმა ჩაიბარა, რომელმაც პრემიერ-ლიგის სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა. აღსანიშნავია ისიც, რომ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ალან შირერი, საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად კი დევიდ ბექჰემი დასახელდა.

"იუნაიტედის" 10 სამარცხვინო მარცხი

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" - 1:6 (2011 წელი, 23 ოქტომბერი)


იმ ქომაგებისათვის, რომელთაც საყვარელი კლუბის ვინაობა ახლახანს გაარკვიეს და მიხვდნენ, რომ ეს "მანჩესტერ იუნაიტედია", 90-ანი წლების მარცხი ნამდვილი აღმოჩენა იქნება, მაგრამ 2011 წლის მატჩი ნამდვილად ემახსოვრებათ. "მანჩესტერ სიტისთან" გამართული დერბი ნათელი დასტურია იმისა, რომ სერ ალექსის ხელშიც კი განიცდიდა "იუნაიტედი" მძიმე მარცხს.

იმ დღეს "იუნაიტედი" უკანასკნელი 56 წლის განმავლობაში პირველად დამარცხდა ასეთი ანგარიშით და 1930 წლის შემდეგ პირველად გაუშვა 6 გოლი "ოლდ ტრაფორდზე". მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედი" "ქალაქელებთან" გასვლით შეხვედრაშიც კი დამარცხდნენ, ჩემპიონის ვინაობა მხოლოდ უკანასკნელ ტურში "ქპრ"-სა და "მანჩესტერ სიტის" მატჩის კომპენსირებულ დროში გაირკვა. "ქალაქელები" გამარჯვებას უკანასკნელ წუთებზე აღწევენ და სეზონს დამსახურებულად ასრულებენ ჩემპიონის ტიტულით, რომლის მთავარ მატჩად 23 ოქტომბრის შეხვედრა გვევლინება.

სწორედ იმ შეხვედრაში აჩვენა მარიო ბალოტელიმ ლეგენდარული წარწერა: "Why always me?". იტალიელმა დუბლი გაიფორმა. შორეული დარტყმით თავი გამოიჩინა ედინ ჯეკომ, თითო გოლი გაიტანეს სერხიო აგუერომ და დავიდ სილვამ. "იუნაიტედის" რიგებში პრესტიჟის გოლი დარენ ფლეთჩერის ანგარიშზეა.

წყარო: euro-football
სტატიები
21 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
25 სექტემბერი 2014 11:16
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ალბათ არ გსიამოვნებთ ასეთი წარუმატებლობის ფონზე სხვა წარუმატებლობის გახსენება, მაგრამ ყოველთვის კარგია კლუბის წარსულის შესახებ ცნობების ქონა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
25 სექტემბერი 2014 11:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ყველაზე მტკივნეულად მე პირადად სიტისთან წაგებული 1-6 მახსოვს. კოშმარი იყო რასაც ქვია რააა, არადა ფლეტჩერმა რო გაიტანა 3-ით 1 გახდა და მეთქი ეხლა უეჭველი მაგარ ქამბექს დავდებთქო, მაგრამ...
0
№3
ავტორი: MANUTD FAN.
25 სექტემბერი 2014 12:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
ჩემთვის ყველაზე მტკივნეული სიტისთან წაგება იყო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№4
ავტორი: RedTeen
25 სექტემბერი 2014 13:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
იმედია წელსაც ასე იქნება, რომ სამარცხვინო წაგება ჩემპიონობას მოგვიტანს...
0
№5
ავტორი: Wardell
25 სექტემბერი 2014 14:27
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
რათქმაუნდა ყველაზე მტკივნეული სიტის 6-1 იყო მაგრამ თუ სწორად მახსოვს მაგ მარცხის მიუხედავად მაგ წელს მხოლოდ ბურთების სხვაობით გვაჯობეს ამიტომ ფარხმალის დაყრა არ შეიძლება 5-3ის მერე ))))
0
№6
ავტორი: გაბადაძე
25 სექტემბერი 2014 14:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
ოქტომბერი და მარტი დაწყევლილია ჩვენთვის feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№7
ავტორი: Shako Jones
25 სექტემბერი 2014 14:40
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
მე ყველაზე სამარცხვინოდ ლესტერთან წაგება მიმაჩნია :))))

რივერსაიდზე" გამართულმა მატჩმა "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გუნდის კაპიტნის, როი კინის წასვლა გამოიწვია. თავად იგი ამ თამაშში მონაწილეობას არ იღებდა, მაგრამ მატჩის შემდგომ კლუბის ტელევიზიასთან ინტერვიუში თავის პარტნიორებს ისეთი გარჩევა მოუწყო, რომ ალბათ ყველა შოკში ჩავარდა. უფრო მეტიც, კაპიტნის სიტყვები ვერ მოითმინა სერლ ალექსმაც კი, რომელიც იძულებული გახდა კინი გუნდიდან გაეძევებინა. რა თქვ?
0
№8
ავტორი: GeorgeBest
25 სექტემბერი 2014 14:43
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სიტისთან ყველაზე ცუდი უნდა იყოს ალბათ მაგრამ მე ლივერპულთან ოლდ ტრაფორდზე ესე წაგება უფრო გამიტყდა.
0
№9
ავტორი: DaToO_o
25 სექტემბერი 2014 15:23
  • სიახლეები: 14
  • კომენტარები: 47
გიორგი,
მეც ეგ გამიტყდა no

სიტისთანაც ძალიან გამიტყდა ასეთი ანგარიშით წაგება ფლეტჩერის გოლის მერ ეიმედი მქონდა თუმცა ტყუილად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
- ალექს ფერგიუსონი:-კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე " !!! ♥
№10
ავტორი: Manchester_M
25 სექტემბერი 2014 16:47
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
როგორ გითხრა ახლა ამაზე კარგი სტატიაა თქო ? :D სგ გიშრომია !!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top