მიკაელ სილვესტრმა ახსნა იმის მიზეზი თუ რატომ ჩამოვიდა იგი ”მანჩესტერში” - მას სურს პრემიერ ლიგაში დაბრუნება.
ფრანგმა მცველმა ”მანჩესტერში” 9 სეზონი გაატარა , 1999 წლიდან 2008 წლამდე , რის შემდეგაც ის ”არსენალში” გადაბარგდა. ის დღესდღეობით თავისუფალი აგენტია , მას ზაფხულს ამოეწურა კონტრაქტი გერმანულ ”ვერდერთან”. სერ ალექსმა ის მოიწვია კერინგტონზე სავარჯიშოდ , ფორმის ასაღდგენად და გამოცდილების გასაზიარებლად.
”მე აქ ჩამოვედი სავარჯიშოდ . - განუცხადა სილვესტრმა MUTV - სა და ManUtd.com -ს. ” მე აქ რამოდენიმე კვირის წინ ჩამოვედი , სანამ კაპიტალის თასი დაიწყებოდა. ვესაუბრე ბოსს და ვუთხარი , რომ კერინგტონში ახალწლამდე ჩამოვალთქო , მაგრამ მან მიპასუხა , რომ დარჩი მანამ , სანამ სხვაგან გადაბარგდებიო”
”როდესაც მე ამ ჭაბუბეკთან ერთად ვვარჯიშობ , მიჩნდება ის გრძნობა რომ მე კვლავ შემიძლია პრემიერ ლიგის დონეზე თამაში და მზად ვარ ახალი გამოწვევისთვის. მე ამჯერად ფორმაში ვარ და ეს არის ჩემი ჯოკერი ინგლისში დასაბრუნებლად”
”მე ყოველთვის მქონდა კონტაქტი კლუბთან . მართალია 4 წლის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა კლუბში , მაგრამ მე ყველაფრის საქმის ყურში ვარ”
ვეტერანმა ფეხბურთელმა , რომელმაც ”წითლების” რიგებში 369 მათჩი ჩაატარა და 10 გოლი მიითვალა ალექსანდრ ბიუტნერზეც ისაუბრა. მან განაცხადა , რომ პატრის ევრასთან ძალიან ძნელი კონკურენცია ელის.
”მე მხოლოდ ჩანაწერები მაქვს ნანახი იმისა თუ როგორ ითამაშა და როგორ გაიტანა გოლი ბიუტნერმა ”იუგანთან” . დარწმუნებული ვარ ის მომავალში ერთ - ერთი საუკეთესო მარცხენა მცველი იქნება ” - დაასრულა სილვესტრმა.
წყარო :
Manutd.Com