თბილისი:
მანჩესტერი:
24-09-2014, 12:28
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 1878,
კომენტარები: 8
ექსპერტთა აზრი "იუნაიტედის" დაცვაზე
სტუარტ მადეუსონის, რობ დაუსონისა და ჯეიმს რობსონის აზრი. "მანჩესტერის" დღევანდელ მცველებზე.
ექსპერტთა აზრი
მას შემდეგ რაც, "იუნაიტედმა" დათმო მატჩი "ლესტერთან" ანგარიშით 5-3, გამოცემა M.E.N_მა გამოკითხვა ჩაატარა: "საკმარისია თუ არა "იუნაიტედის" დაცვა ოთხეულში მოსახვედრად?"
80-მა პროცენტმა უარყოფითი პასუხი გასცა. საინტერესოა, თუ რას ფიქრობენ ამ საკითზე ექსპერტები.
სტიუარტ მათეუსონმა, რობ დაუსონმა და ჯეიმს რობსონმა ისაუბრეს "წითლების" დაცვაზე.

სტიუარტ მათეუსონი:

"ლივერპულმა" გაუშვა 50 გოლი და გავიდა მეორე ადგილზე გასულ სეზონში, ეს იმიტომ რომ, მათ ბრწყინვალე თავდასხმა ჰყავდათ რაზეც 101 გატანილი ბურთი მეტყველებს.
"იუნაიტედი" კი, შეძლებს იგივეს განმეორებას, დარწმუნებული ვარ. მათ ბრწყინვალე თავდასხმის ხაზი ჰყავთ, დაცვა? მე მხოლოდ ნერვიულ და გაურკვეველ თამაშს ვხედავ.
ფერგის ბოლო სეზონში, კლუბმა 43 გოლი გაუშვა და 86-ის გატანა შეძლო. ისინი ჩემპიონები გახდნენ, მოიესის დროს კლუბს იგივე მაჩვენებელი ჰქონდა გაშვებულ ბურთებში და გაიტანეს 64, თუმცა მხოლოდ მე-7 პოზიციას დასჯერდნენ.

რობ დაუსონი:

თუ ყველა მცველი იქნება მწყობრში, მაშინ ისინი შეძლებენ ოთხეულში შესვლას, მაგრამ არა ამ სცენარით. ვან გაალი დარწმუნებული იყო, რომ ფილ ჯონსი, კრის სმოლინგი და ჯონი ევანსი საუკეთესო ფორმაში იმყოფებოდნენ, მაგრამ სამივე მათგანი ტრავმირებულია და სექტემბრის ბოლომდე ვერ შეძლებენ თამაშს.
ეს არ არის მხოლოდ თავდაცვა. მათ უნდა შეძლონ და დაფარონ წინა პოზიციებიც. ეს შეიძლება მაშინ მოხდეს, როდესაც მაიკლ კერიკი დაბრუნდება და შეუწყვილდება დეილი ბლინდს, მაგრამ ამ შემთხვევაში ვან გაალს მოუწევს სათადარიგოზე ერთი შემტევის დასმა. ჰოლანდიელმა უნდა შეძლოს და იპოვოს დაცვის სრულყოფილი კომბინაცია, მაშინ ყველაფერი იმუშავებს.
მან უკვე დაკარგა ჯონსი, ბლეკეტი და ევანსი "ვესტ ჰემთან" მატჩის წინ, ეს ყველაფერი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
შეცდომა ის იყო, რომ მათ სრულფასოვნად ვერ შეცვალეს რიო ფერდინანდი და ნემანია ვიდიჩი.

ჯეიმს რობსონი:

იმის გათვალისწინებით, რომ კლუბი ევრამ, ვიდიჩმა და რიომ დატოვეს, საიმედო დაცვას არ უნდა ველოდოთ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში. ერთი სატრანსფერო ფანჯრის დროს, კლუბმა 3 მცველი დაკარგა. ვან გაალი უნდა შეეცადოს და ითამაშოს სამი ცენტრალური მცველით, სანამ ტრამვირებული ფეხბურთელები მოედანს დაუბრუნდებიან. არც ერთი და არც მეორე არ ჩანს დამაჯერებელი, რა თქმა უნდა მათ თავიანთი როლი აკისრიათ, იმედი მაქვს ფილ ჯონსი გადაიზრდება ლიდერად. ხოლო კრის სმოლინგს, ნათლად ჩანს რომ, განვითარება სჭირდება.
ჯონი ევანსი მოიხსნა, ხოლო ტაილერ ბლეკეტი ძალიან ახალგაზრდაა იმისთვის, რომ რეგულარულად ითამაშოს პრემიერ ლიგაში.
მე დავაყენებდი როხოს ცენტრში, ხოლო შოუს მარცხნივ.
თუ ჯონსი და სმოლინგი ვერ მიაღწევენ სასურველ პროგრესს, მაშინ ვან გაალი იძულებულ იქნება მსოფლიო დონის მცველი დაიმატოს, როგორიცაა მეთს ჰუმელსი.

წყარო: Carrick.ru
სიახლეები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
24 სექტემბერი 2014 12:53
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
თავადასხმის ხარჯზე თავდაცვის განეიტრალება კარგი ვარიანტია, მაგრამ როცა თავდასხმას 5 გოლისარმოფხვრა უწევს, რაც უნდა სუსტი გუნდი იყოს ძალიან ჭირს.

"ლივერპულთა" შედარება მეტისმეტი იდიოტობაა. სწორედ დაცვის ასეთი თამაშის გამო დაკარგეს შარშან ტიტული - რომ არ კრისტალ პალასტან 3:3 მერე ჯერარდი თუნდაც მომკვდარიყო ტიტულს ვერ აართმევდნენ მაგათ. გაუშვა სამი, გოლი მაგრამ არ აღმოჩნდა არც სუარესიანი თავდასხმა საკმარისი და არც კოუტინისო ჩართვა.

მესმის რომ დაცვა გაუშვებს 1 გოლს, 2 გოლს, ან როგორც მინიმუმ ყველა თამაშში თითო გოლს და ამის აღმოფხვრა უნდა მოხერხდეს კარგი თავდასხმის ხარჯზე, მაგრამ ბევრ გოლს ვერაფერს მოუხერხებ.

კიდევ სამი ცენტრალური მცველიო ითქვა - საშინელებაა. ამას ახლოსაც აღარ გაგვაკარო ლუი. არაფრად არ ვარგა ეგ და სანამ უფრო უარესი შედეგები იქნება თუ გინდა მართლა კერიკი დააყენე დაცვის ცენტრში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Goginashvili777
24 სექტემბერი 2014 12:56
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
RojoDiablo,
მთელი სეზონია გავვყირივარ რო მაიკლი ძირითადის ფეხბურთელია და არავინ მიჯერებდა. შეკრებაზე რო ვიყავით იქაც ვთქვი და არავინ დამეთანხმა :)
ახლა დასჭირდათ კერიკი არა ? :დ მასტი იმდენად გამოცდილი და საიმედოა რო დაცვის ცენტრს აბარებენ როცა კლუბში "ევანსი, ჯონსი, სმოლინგი, ბლეკეტი, როხო და ბლინდი" პოზიციურად 6 ცენტრალური მცველია .. ეს იმაზე მეტყველებს რომ კლუბს ამ წამს ყველაზე მეტად მაიკლი სჭირდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№3
ავტორი: RojoDiablo
24 სექტემბერი 2014 13:00
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Goginashvili103,
გამოცდილი რა თქმა უნდა არის, მაგრამ სისწრაფეში ძალიან მოიკოჭლებს. ცენტრალურ მცველად მაგის დაყენება არ მიმაჩნია სწორად. ეს მაინც ჭორია ალბათ და მაგას ვან გაალის არ გააკეთებს... ცენტრია და ფლანგი არაა, სადაც გაცილებით მეტი სისწრაფეა რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც საჭიროა სირბილი.

სხვა მხრივ, მე კერიკს სიამოვნებით დავაბრუნებდი ნახევარდაცვის ცენტრში. ასე უცებ ადგომა და ახალწვეულებისთვის ჩამშლელი ზონის ჩაბარება რთულია. ბლინდს და ერერას აქამდე ერთმანეთიც არ უნახავთ თვალით უცებ ადგნენ და ასეთი პასუხისმგებლობა დაიკისრეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Goginashvili777
24 სექტემბერი 2014 13:25
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
RojoDiablo,
მაიკლი მაგ ორივეს "ჭკუას" ასწავლის .. ორივეს დაეხმარება კერიკის გამოცდილება .. იმედია გაუზიარებს თუ ძუნწი არარის derpgop
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№5
ავტორი: gilmour
24 სექტემბერი 2014 13:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ცუდი დაცვა მარტო ის ხომ არ არის რომ გოლებს უშვებენ და შეტევის ხაზში ყველაფერი კარგადაა, დაცვის ცუდი თამაში მთელ გუნდზე საშინლად მოქმედებს რაც წინა თამაშშიც კარგად დავინახეთ. როცა შემტევი ხარ და ყველაფერს აკეთებ, იტან სამ გოლს და უკანა ხაზში საშინელებები ხდება შენც ვეღარ თამაშობ. საიმედო დაცვა ყველაზე დიდი მოტივაციაა გუნდისთვის.
და კიდევ ერთი პრობლემა, ასეთი დაცვის პირობებში რაც არ უნდა მაგარი მეკარე გყავდეს უბრალოდ ფსიქოლოგიურად მოიშლება, და ესეც კარგად ვნახეთ დეხეას მაგალითზე.
ასე რომ დაცვას მიხედე ჯოტიაო ტყუილად არ უთქვამთ ბრძენებს:))
0
№6
ავტორი: Wardell
24 სექტემბერი 2014 14:09
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
Goginashvili103,
RojoDiablo,
კერიკი თუ არა ფელაინი მაინც უნდა აქციოს ცენტრალურ მცველად რამხელაა ეგ შობელძაღლი და ტყუილად ხო არ ვიყიდეთ მართლა არც ნელია უბრალოდ ცოტა ასწავლოს როგორ რანაირად და მგონია რო გაამართლებს ჯანში მაგას ვერავინ აჯობებს და თავზე თამაშში. სისწრაფეში კიდე იმხელა ნაბიჯი აქ რავიცი )) თუ კერიკი ძირითადში იქნება მაში ბლინდი მცველადაც შეიძლება ))
0
№7
ავტორი: nika1997
24 სექტემბერი 2014 14:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
კერიკ იდაეხმარებაა
0
№8
ავტორი: Berba 9
24 სექტემბერი 2014 15:10
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
არაფერი ისეთი არ უთქვამთ, რაც ლუიმ ან ჩვენ არ ვიცით :)) ფაქტია 1 კარგი ცენტრალური მცველი გვჭირდება, მაგრამ ვინ მოგვცემს ეგ არის საინტერესო...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top