თბილისი:
მანჩესტერი:
24-09-2014, 15:38
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2073,
კომენტარები: 6
რომერო: "ეს პრესის მონაგონია"
სერხიო რომერო ჭორებს გამოეხმაურა.
რომერო:
"სამპდორიას" მეკარემ, სერხიო რომერომ მის შესახებ გავრცელებული ჭორები უარყო.

სატრანსფერო ფანჯრის დროს იწერებოდა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" არგენტინელი მეკარით ინტერესდებოდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლაზე.

თავად 27 წლის მეკარის თქმით, ეს უბრალოდ პრესის მონაგონია და მსგავსი რამ მას არ გაუკეთებია.

"ბოლო პერიოდში პრესაში ჩემ შესახებ უამრავი ტყუილი იწერება, ისეთი მაგალითად, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" უარი თქმაა. ჩემი აზრით, მხოლოდ გიჟი თუ იტყოდა უარს ასეთ შესაძლებლობაზე."


რომერომ ისიც აღნიშნა, რომ იგი მზადაა იანვარში "სტადიო ლუიჯი ფერარი" დატოვოს, რადგანაც მისი ამჟამინდელი მდგომარეობა არ აკმაყოფილებს.

"ამას ვეღარ ავიტან."

"მსგავსი რამ შემემთხვა საფრანგეთში - მივედი კლუბში სატნრასფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე და შესაძლებლობას ველოდებოდი."

"სამპდორიაში" ბედნიერი ვარ და მინდა მწვრთნელს დავუმტკიცო, რომ მე მზად ვარ და სათადარიგოთა სკამზე დაჯდომა არ მსურს."


წყარო: manchestereveningnews
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
24 სექტემბერი 2014 15:40
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
დე ხეა ისეთი მეკარეა თვალშიც არ მომდის მის გარდა არავინ, მაგრამ ბოლო პერიოდში არათუ მისი სასწაულები, არამედ ასაღები ბურთიც კი არ მინახავს... რა თქმა უნდა არ ვამბობ, რომ ამის გამო გუნდიდან უნდა გავაგდოთ, მაგრამ ძალიან რომ მოუკლო ფაქტია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DaToO_o
24 სექტემბერი 2014 15:59
  • სიახლეები: 14
  • კომენტარები: 47
RojoDiablo,
მარტო დე ხეამ მოუკლო ? მთელმა გუნდმა მოუკლო და ამის ყურება აღარ შემიძლია უკვე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
- ალექს ფერგიუსონი:-კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე " !!! ♥
№3
ავტორი: Best 7
24 სექტემბერი 2014 16:26
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
კაი მაინც არ იყავი საჭირო დე ხეა გვაყვს მარა მოუკლო რაღაც და უნდა გამოფხიზლდეს!
0
№4
ავტორი: GeorgeBest
24 სექტემბერი 2014 16:34
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
როცა დე ხეა გვყავს სხვა მეკარის მოყვანაზე არამგონია ვინმე ფიქრობდეს. ისე ლინდეგაარდსაც მიეცემა უკვე შანსი უკვე ბოლო თამაშებიდან გამომდიანრე
0
№5
ავტორი: red devil
24 სექტემბერი 2014 16:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ეს არააა საჭირო მაგრამ დროა დეხეა სკამზე დაჯდეს აზრზე მოვა ცოტა
0
№6
ავტორი: Wardell
24 სექტემბერი 2014 19:39
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ვესტ ჰემთან უეჭველი მოსაგები თამაშია თორემ ლინდერგაარდის დაყენება 1 თამაშით და დე ხეას გამოფხიზლება კარგი იქნებოდა ))) ისე ქპრ-სთან აიღო 1-2 კარგი ბურთი ეხლა გამახსენდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top