თბილისი:
მანჩესტერი:
24-09-2014, 09:24
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1355,
კომენტარები: 1
ნევილი: "იუნაიტედმა" ისევ უნდა დახარჯოს"
ფილ ნევილის აზრით დახარჯული თანხა არ არის საკმარისი.
ნევილი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი, ფილ ნევილი თვლის, რომ "იუნაიტედმა" კიდევ 100 მლნ. ფუნტი უნდა დახარჯოს, რათა პრემიერ-ლიგის მოგებაზე პრეტენზია ჰქონდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "იუნაიტედმა" 150 მლნ. ფუნტი გაიღო და ანხელ დი მარიასა და რადამელ ფალკაოს მსგავსი ვარსკვლავები მოიწვია გუნდში, ამით პრობლემები არ დასრულებულა. დაცვის და ნახევარდაცვის ცენტრი ლუი ვან გაალის ძალიან დიდ თავსატეხს წარმოადგენს - ნევილს კი მიაჩნია, რომ სიტუაციის გამოსასწორებლად დიდძალი თანხაა საჭირო.

"ვიცი, რომ "იუნაიტედმა" 150 მლნ. ფუნტი დახარჯა."

"ვფიქრობ, მომდევნო ორი სატრანსფერო ფანჯრის დროს დაახლოებით იგივე რაოდენობის თანხა უნდა დაიხარჯოს - 100 ფუნტის ოდენობით - თუ კი სურთ, რომ პრემიერ-ლიგის მოგება სცადონ."

"გუნდში ჯერ კიდევ არის დაცარილებული პოზიციები. ჩემი აზრით, მთავარ პრობლემას დაცვის ცენტრი წარმოადგენს. თუმცა, ჩამშლელი და ცენტრალური ნახევარმცველის მოყვანაც დასჭირდებათ."

"ამ ზაფხულს ტოპ-კლასის ცენტრალური მცველი არ მოუყვანიათ, ამიტომაც "იუნაიტედს" ძებნის გაგრძელება მომდევნო ორი სატრანსფერო ფანჯრის დროს მოუწევს."

"მჯერა, რომ კრის სმოლინგი კარგად ითამაშებს და ფილ ჯონსის სრული რწმენა მაქვს.

"მათ ბევრი უცხოელი მოიყვანეს, მაგრამ ინგლისურ სისხლს თავს ვერ აარიდებ"
- აცხადებს ფილ ნევილი.

წყარო: manchestereveningnews
ინტერვიუები
1 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
24 სექტემბერი 2014 11:26
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ვიცით ნევილ ვიცით.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top