თბილისი:
მანჩესტერი:
24-09-2014, 11:33
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1618,
კომენტარები: 4
ევანსი ერთ თვეს გამოტოვებს
ჯონსს ევანსიც შეუერთდა.
ევანსი ერთ თვეს გამოტოვებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური მცველი, ჯონი ევანსი ჯვარედინი მყესების ტრავმის გამო ერთ თვეს იუქმებს.

შეგახსენებთ, რომ ტრავმა ჯონი ევანსმა კვირას, "ლესტერის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მიიღო. მწვრთნელი იძულებული გახდა შეხვედრის ნახევარი საათის მიწურულს ჯონი შეეცვალა.

The Telegraph-ის ცნობით გუშინ ევანსს საფუძვლიანი გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც პირველადი დასკვნით აჩვენა, რომ ევანსი ოქტომბრის ბოლომდე მწყობრში ვერ ჩადგება.

მიმდინარე კვირაში ევანსს ექიმები კიდევ უფრო დაწვრილებით გამოიკვლევენ, რის შემდეგაც გამოჯანმრთელების პერიოდი შესაძლოა მცირედით შემცირდეს. თუმცა უკვე ნათელია, რომ ევანსის დაკარგვა ლუი ვან გაალის გუნდისთვის უდიდესი დანაკლისი იქნება.

"მანჩესტერ იუნაიტედის" უკანასკნელ სამ შეხვედრაში ევანსი ძირითადი შემადგენლობის წევრი გახლდათ. თუ რამდენად ცუდია ევანსის გარეშე დარჩენილი "იუნაიტედის" დაცვა მშვენივრად აჩვენა "ლესტერთან" შეხვედრამ.

სიტუაციას უფრო მეტად ამძიმებს ის ფაქტი, რომ ლაზარეთში იმყოფება ფილ ჯონსიც - ის კიდევ სამ კვირას გამოტოვებს. გარდა ამისა, ახალგაზრდა ტეილორ ბლეკეტი მომდევნო სამ შეხვედრაში "იუნაიტედს" დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარება.

გამომდინარე იქიდან, რომ ვან გაალმა 4-4-2 სქემასთან დაბრუნება სცადა, "ვესთ ჰემთან" შეხვედრაში მას დაცვის ხელახლა ფორმირება მოუწევს. ასეთ ვარიანტად კი მარკოს როხოს ცენტრში შეწევა და ლუკ შოუს ფლანგზე დაყენება ისახება.

fapl.ru
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
24 სექტემბერი 2014 11:16
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გადასარევი ამბავი no წელს ძალიან გვტანჯავს ტრავმები. წითელი არსენალი ვართ. წარმოდგენაც კი არ მინდა რა იქნება ვესტ ჰემთან თამაშში. საკმაოდ ძლიერი გუნდია და ძალიან ბევრ პრობლემებს შეგვიქმნიან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: datonuc
24 სექტემბერი 2014 11:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 88
დააყენოს ფლეტჩი დაცვაში derpneutral
0
№3
ავტორი: RedTeen
24 სექტემბერი 2014 13:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ეგღა აკლდა ჩვენს ბედნიერებას... ამ ჯონსმაც რა ვეღარ მოიშუშა ტრავმა რა..
0
№4
ავტორი: GeorgeBest
24 სექტემბერი 2014 15:09
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ევანსი რო მოგენატრება დაცვაში....
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top