თბილისი:
მანჩესტერი:
24-09-2014, 11:24
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1465,
კომენტარები: 7
შესაძლოა ჩიჩარიტო დარჩეს
ხავიერ ერნანდესი მადრიდში რჩება.
შესაძლოა ჩიჩარიტო დარჩეს
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ მიგვანიშნა იმის თაობაზე, რომ მისმა გუნდმა შესაძლოა სატრანსფერო ფანჯრის დროს "მანჩესტერ იუნაიტედის" მექსიკელი ფორვარდის ხავიერ ერნანდესის ტრანსფერი გამოისყიდოს.

ლუი ვან გაალის მოსვლის შემდეგ "იუნაიტედში" ხავიერს ადგილი ვერ მოუძებნეს, რის შედეგადაც იგი მადრიდის "რეალში" იჯარის წესით გადავიდა.

გასული კვირის შეხვედრაში, რომელშიც "გალაქტიკოსები" "დეპორტივოს" დაუპირისპირდნენ, ხავიერ ერნანდესმა შეხვედრის ბოლო წუთებზე შეცვლაზე შემოსვლის შემდეგ დუბლის გაფორმება მოახერხა, რის შემდეგაც ხმები დაირხა, რომ იგი მადრიდელთა ძირითადი შემადგენლობის წევრი გახდება.

ხავიერ ერნანდესი იჯარის წესით "რეალში სეზონის ბოლომდე რჩება, თუმა ანჩელოტი მის საბოლოო შესყიდვას არ გამორიცხავს.

"მისი გამოჩენის შემდეგ მან თითოეულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ არა სასტარტო შემადგენლობაში. შესაძლოა რამე შეიცვალოს. "დეპორტივოს" წინააღმდეგ ორჯერ გაიტანა და დიდი თავდაჯერებულობა მოიპოვა."

"რეალში" თავს ძალიან კარგად და კომფორტულად გრძნობს, ამიტომაც ვნახოთ, რა მოხდება ზაფხულში."
- განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.

წყარო: fapl.ru
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
24 სექტემბერი 2014 10:55
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გული არ მწყდება. ჩიჩა ჩვენთანაც რომ იყო მაშინაც უელბეკი მერჩივნა მე. ახლა ულებკეიც აღარ გვყავს, მაგრამ უილსონის იმედი მაქვს.

წავიდეს, დარჩეს და თუ იმდენს მოახერხებს, რომ ბენზემას ამოაგდებს ძირითადიდან ღმერთმა შეგარგოს კაცო love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DaToO_o
24 სექტემბერი 2014 10:58
  • სიახლეები: 14
  • კომენტარები: 47
ჩვდნთან არ ეძლეოდა შანსი და რაღაც ძალიან დაჩაგრული იყო იმედია რეალში საკმარისად მიეცემა დრო და დაამტკიცებს თავისას love

RojoDiablo,
ამას უელბეკი გერჩივნა ? wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
- ალექს ფერგიუსონი:-კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე " !!! ♥
№3
ავტორი: RojoDiablo
24 სექტემბერი 2014 11:01
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
DaToO_o,
კი, პირადად ჩემი გემოვნებაა. უელბეკის შესაძლებლობებე, რომელიც არადა არ გამოვლინდა გაცილებით მირჩევნია ჩიჩარიტოს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: gilmour
24 სექტემბერი 2014 12:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
თუ მოერგო გუნდს, სათამაშო დროც ქონდა და გოლებიც იტანა უნდა დარჩეს აბა რა უნდა ქნას, მიუხედავად იმისა რომ მაგრად მიყვარს ჩიჩა. მარტო ბენზემა ყავს კონკურენტი და თუნდაც ყველა თამაშში ცვლილებაზე შევიდეს ჩვენზე მეტ დროს მაინც მიცემენ.
0
№5
ავტორი: RedTeen
24 სექტემბერი 2014 13:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
აქ უფრო დიდი კონკურენციაა მის ადგილზე და სჯობს იყოს, იქნებ მეტი დრო ჰქონდეს სათამაშოდ.. უილსონს თუ გადმოიყვანენ მერე საერთოდ აღარ ეღირსება მოედანზე გასვლა და ისევ რეალშ ყოფნა ურჩევნია...
0
№6
ავტორი: GeorgeBest
24 სექტემბერი 2014 15:09
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არამგონია დაბრუნდეს იუნაიტედში
0
№7
ავტორი: Red Hooligan
24 სექტემბერი 2014 15:32
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
DaToO_o,
ურჩევნია და ჯობია კიდეც. უელბეკს ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ მაგარი თავდამსხმელი დადგეს. ჩიჩარიტოს მხოლოდ ალღო + 25 წლისაა უკვე დენი 23.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top