თბილისი:
მანჩესტერი:
23-09-2014, 23:42
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2628,
კომენტარები: 19
მატჩის დეტალური განხილვა
"ლესტერთან" მატჩის დეტალური განხილვა
მატჩის დეტალური განხილვა
1 ტაიმი
მე-17 წუთი. ულოა (1:2)

"მანჩესტერ იუნაიტედმა" შესანიშნავად დაიწყო თამაში, რამეთუ ორი სწრაფი გოლი გაიტანა, მაგრამ კონცენტრაციის უმცირესმა დაკარგვამ საკუთარ კარში შეცდომა გამოიწვია.
საპასუხო გოლი მოედნის შუაში გათამაშებული ბურთის შემდეგ იქნა გატანილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თითოეული ფეხბურთელი სქემის შესაბამისად დადგა. ყურადღება მიაქციეთ: საკუთარი ნახევრიდან გაკეთებული პასის დროს "ლესტერს" შეტევაში მხოლოდ ორი ფეხბურთელი ჰყავს. ჯონი ევანსი რაფაელს მიუთითებს, რომ ულოა აიყვანოს.
მატჩის დეტალური განხილვა

საბოლოოდ კი ბურთი გადადის ფლანგზე, სადაც პირველად როხომ ითამაშა, მაგრამ ბურთი ვარდის მოხვდა მკერდზე და პირდაპირ წინ გავარდა. ბლეკეტი ჭკვიანურად აზღვევს მარკოსს, რაფაელი მოთამაშეთა გვერდით იმყოფება, რომელიც მას ჯონიმ ჩააბარა. ხოლო რით არის დაკავებული ევანსი სიმართლე გითხრათ გაურკვეველია.
აღვნიშნოთ ბლინდისა და ერერას პოზიციები - მათ მეორე ტემპის ფეხბურთელებზე აიღეს პასუხისმგებლობა.
მატჩის დეტალური განხილვა

როხო ვერ ასწრებს ვარდის გადაცემის დაბლოკვას, ევანსი ჩაიკარგა, რადგან ნახევარპოზიციაზე იმყოფება, რაფაელი ბრძოლას აგებს (ასე იქნება, როცა თავდამსხმელის უკან დადგები), დე ხეა კი არ ინძრევა.
აღსანიშნავია ის, რომ ბლინდმა ამ სიტუაციაში თავისი მოთამაშე დაფარა, ერერამ კი გაუშვა, რადგან ძალიან ნელა ბრუნდებოდა უკან. რომ არა ულოას შესანიშნავი დარტყმა, რომელიც მომენტის გადაწყვეტად იქცა, "ლესტერს" შესანიშნავი შესაძლებლობა ჰქონდა შეტევა დაუცველი ფეხბურთელის წყალობით გაეგრძელებინა.
მატჩის დეტალური განხილვა

ტაიმის დარჩენილი დრო
"ლესტერი" საინტერესოდ კომბინირებდა შეტევაში და ხანდახან მომენტებსაც ქმნიდა. ამ ფონზე შესანიშნავად გამოიყურებოდა ბლეკეტი, რომელმაც რამდენიმეჯერ დასწრებაზე ითამაშა და დაცვის ხაზის ყველაზე აქტიური წევრი იყო. რამდენიმე შეცდომა დაუშვა როხომ, რამაც ბურთის სახიფათო, მაგრამ არაკრიტიკული დაკარგვა გამოიწვია.
შეიძლება პირველი ტაიმი გუნდს აქტივში ჩაეწეროს. "მანჩესტერ იუნაიტედმა" მეტოქეს მხოლოდ ერთხელ დაარტყმევინა კარში, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა.
2 ტაიმი
47-ე წუთი

პირველი გოლის ეპიზოდში კონცენტრაციის დაკარგვას გავუსვით ხაზი. ტაიმის დასაწყისში მსგავსი რამ კიდევ ერთხელ მოხდა, როცა საჯარიმოს გათამაშებისას გუნდი გამოეთიშა თამაშს და "ლესტერის" ორი ფეხბურთელი მეკარის პირისპირ დატოვა. პასი არაზუსტი აღმოჩნდა.
მცველები კარისკენ ზურგით დგანან. თავდამსხმელები მარტივად ქმნიან უპირატესობას.
მატჩის დეტალური განხილვა

52-ე წუთი
მომდევნო ეპიზოდში თამაშგარე დაფიქსირდა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრალური მცველები საუკეთესოდ ნამდვილად არ თამაშობდნენ. თუ კი სმოლინგი (ქვემოთ) თავდამსხმელის ჩაკეტვას წინიდან აპირებს, ბლეკეტი (ზემოდან) უბრალოდ ბურთს უყურებს და სიტუაციის შეფასებასაც კი არ ცდილობს. საბოლოო ჯამში კი თითოეული ფეხბურთელი გადადის ზონაში, სადაც ბურთი ეცემა.
მატჩის დეტალური განხილვა

სმოლინგი საჰაერო ბრძოლას აგებს, ბლეკეტი კი თამაშს გამოთიშულია. ჩაწოდება თავისუფალ ზონაში და ერთი-ერთზე გასვლა. მხოლოდ მსაჯის სასტვენი შველის ეპიზოდს.
მატჩის დეტალური განხილვა

პენალტზე დაწვრილება არ ღირს. ნებისმიერი ჭკუათმყოფელი ადამიანისთვის ნათელია, რომ მსაჯმა ის მოიგონა. აშკარა შეცდომა. მოდით ვნახოთ რა ხდება მას შემდეგ, რაც ანგარიში 2:3 გახდა.
64-ე წუთი, კამბიასო (3:3)
ორი წუთის შემდეგ კამბიასო ანგარიშს ათანაბრებს. თუ განვიხილავთ რამ მოიტანა გოლი, ერთგვაროვან პასუხს ვერ მიიღებთ. შეზღუდული სივრცის მქონე ფლანგზე შეტევის განვითარება ბლინდისა და ბლეკეტის შეუთანხმებელმა მოქმედებამ გამოიწვია. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ორივე მათგანი ერთმანეთს თავდამსხმელის დაჭერას ავალებს. სამართლიანად ჩნდება სამართლიანი კითხვა: რატომ გადაწყვიტა ბლეკეტმა, რომ ეს მისი მოთამაშე არ იყო და რას გეგმავდა ის?
მატჩის დეტალური განხილვა

ამას მოჰყვა ელეგანტური გადაწოდება ფეხბურთელზე, რომელიც სწორედ ბლინდმა და ბლეკეტმა არ დაფარეს. თავდამსხმელს ეძლევა დრო ბურთი მიიღოს, მაგრამ ცენტრში პასის მიცემას ვერ ახერხებს. საჯარიმოში ქაოსი იქმნება.
რაც შეეხება თავისუფალ ზონას და მასში მდებარე ფეხბურთელს, მოდით გავერკვეთ, ვისი საქმეა ეს.
ჩამშლელი ზონა. ნათელია, რომ მასში ან ბლინდი უნდა იდგეს, ან ერერა. მატჩისადმი ყურადღებით დაკვრივებამ მიგვიყვანა დასკვნამდე: თავდაცვითი სიტუაციის დროს ბლინდის დავალება მდგომარეობს იმაში, რომ ბურთთან რაც შეიძლება ახლოს იყოს და თითოეულ ფრონტზე ბრძოლა გააჩაღოს: მარცხნივ, მარჯვნივ, ცენტრში. დაზღვევის მხრივ კი ერერამ უნდა ითამაშოს. თუმცა ანდერი ფლანგზე აღმოჩნდა, ასე ეპიზოდის დინამიკამ აჩვენა და მისი დადანაშაულება არ ღირს. სხვა საქმეა ის, რომ "სქრინშოტზეც" კი ჩანს, რომ მომენტს გამოეთიშა და სიარულით მიდის. უახლოეს ფეხბურთელსაც კი არ ცავს.
ანდერს 10 წამი ჰქონდა ჩამშლელ ზონაში დასაბრუნებლად და შეტევის მომდევნო ფაზის განვითარების ჩასაშლელად.
მატჩის დეტალური განხილვა

წარუმატებელი თავური თამაშისა და რუნის მიერ ჩაჭრის შემდეგ ბურთი მეტოქეს ჩაუვარდა. ყურადღება მიაქციეთ: თითოეული ფეხბურთელი ბურთის მფლობელ მოთამაშეს აკვირდება, რა დროსაც "ლესტერ სიტის" დანარჩენი ფეხბურთელები თავისუფალ ზონებს იჭერენ და ნებისმიერი პასი ხიფათს წარმოადგენს.
გოლი ტექნიკის საქმე იყო. დე ხეამ ვერ გადაგვარჩინა.
მატჩის დეტალური განხილვა

მესამე გოლის ეპიზოდში ნამდვილი პანიკა შეიქმნა - "იუნაიტედის" ფეხბურთელებს წარმოდგენა არ ჰქონდათ საით გაქცეულიყვნენ და რას ჩასჭიდებოდნენ. გაშვებულ გოლში მთელი გუნდია დამნაშავე.
75-ე წუთი
3:3 ანგარიშზე "ლესტერის" კარში შტურმი ვერ ვიხილეთ.
75-ე წუთზე დი მარია ბრძოლას აგებს და თავდამსხმელს უფლებას აძლევს თავისუფალ ზონაში პასი გააკეთოს. როხო მოწინააღმდეგეს დაზღვევაზე ხვდება. რაფაელს თავდამსხმელი აჰყავს (მაგრამ ისევ მის ზურგს უკან დგას), ბლეკეტი და სმოლინგი მოცემულ სიტუაციაში უსარგებლონი არიან. უმჯობესი იქნებოდა ტაილერს მაღლა ეთამაშა და საჯარიმოს წინ არსებული თავისუფალი ზონა დაეფარა. თავდამსხმელის დარტყმა კარს ასცდა.
მატჩის დეტალური განხილვა

79-ე წუთი. ვარდი (4:3)
როხომ და მატამ გადაწყვიტეს მოკლე პასები გაეკეთებინათ. საბოლოო ჯამში, მეორე მათგანი წაბარბაცდა და "ლესტერის" თავდამსხმელები კონტრშეტევაზე გაუშვა.
ბლეკეტის კიდევ ერთი პოზიციური შეცდომა. მიატოვა ცენტრში მდგომი ფეხბურთელი და ფლანგზე წავიდა ბურთის ასართმევად. უფრო სწორი იქნებოდა ვარდისთან დარჩენა, რადგან ბლინდი ასწრებდა. თუ არა ბურთის ართმევას, მოწინააღმდეგის ფლანგზე გადაწევას მაინც. ასეთ სიტუაციაში მასპინძელმა ფეხბურთელებმა ადვილად მოახერხეს მეკარის პირისპირ გასვლა.
მატჩის დეტალური განხილვა

83-ე წუთი. ბლეკეტის გაძევება
ეჭვი არ არსებობს - 100%-ანი პენალტი. საკითხავია სხვა რამ: ღირდა კი მცველის გაძევება? შეგახსენებთ, რომ ინგლისში ფეხბურთელი პირდაპირ მიღებული წითელი ბარათის გამო სამ მატჩიან დისკვალიფიკაციას იღებს. ბოლო იმედის ჯარიმას ეს დარღვევა არ ჰგავდა. კუთხე მახვილი იყო, ახლოს მცველები იყვნენ. მეჩვენება, რომ 4:3 ანგარიშზე და იმის ფონზე, რომ მსაჯმა დე ლაეტი დაინდო და მეორე ყვითელი ბარათი არ მისცა (თუმცა მიზეზი ზესაკმარისი იყო), პირდაპირი წითელი ბარათი გადაჭარბებული სასჯელი იყო.
მატჩის დეტალური განხილვა

საერთო დაკვირვება
ვან პერსი
მიუხედავად გატანილი გოლისა, მიმაჩნია, რომ რობინმა საშინელი მატჩი ჩაატარა. მომენტების რეალიზაცია ვან პერსის დაუქვეითდა - 3-დან ან 4-დან მხოლოდ 1. დაბალი აქტივობა და ნელა მიღებული გადაწყვეტილებები - აი, რით გამოიჩინა თავი ჰოლანდიელმა. ვუშვებ იმასაც, რომ ასეთი თამაშით მომდევნო მატჩზე სათადარიგოში სწორედ რობინი დაჯდება.
როხო
კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც თამაში არ წაუვიდა - მარკოს როხოა. გარდა იმისა, რომ პირველი გოლის შემთხვევაში ცუდად წარმოაჩინა თავი დაცვითი მხრივ, მან კიდევ არაერთი სახიფათო მომენტი მოუტანა საკუთარ გუნდს არაზუსტი გრძელი პასების დახმარებით.
მატჩის დეტალური განხილვა

ბლეკეტი
ყველა რომ დავასახელოთ დაცვაში, ბლეკეტი მათ შორის საუკეთესო იყო პირველ ტაიმში. რა მოხდა მეორე ტაიმში, რთული სათქმელია. მოულოდნელად ბლეკეტი პოზიციებს კარგავს, ბრძოლაში მარცხდება და სიტუაციის შეფასებას არ ცდილობს. ამან დაცვაში ქაოსი გამოიწვია.
აქედან გამომდინარე საკმაოდ არასასიამოვნო დასკვნა: "მანჩესტერ იუნაიტედის" დაცვა ნაწილობრივ და მთლიანად 20 წლის ბიჭს ეყრდნობა. ჯონსის არ ყოფნაში, ევანსმა და სმოლინგმა ღირსეული პარტნიორობა ვერ გაუწიეს.
კომაში ჩავარდნილი ბლინდი?
ბევრი წერდა, რომ "ქპრ"-სთან შეხვედრაში ბლინდის შექება ნაადრევი იყო. "ქპრ" - არ არის მაჩვენებელი და არც "ლესტერია" მაჩვენებელი, მაგრამ ფაქტია, რომ "ლესტერთან" მატჩში ბლინდს ერთ-ერთ საუკეთესოდ მივიჩნევ.
პასივში მხოლოდ "ლესტერის" მესამე გოლის შეტანა შეიძლება (მცველებთან შეუთანხმებლობა) და შეცდომა 88-ე წუთზე, როცა ერერაზე გაკეთებულმა პასმა მოწინააღმდეგის სახიფათო შეტევა გამოიწვია (ანდერთან იმ მომენტში პრეტენზიები ნაკლებად არსებობს).
მოწინააღმდეგე
მინდა აღვნიშნო, რომ "ლესტერს" მეორე ტაიმში არ მოუმატებია, არ ჩაურთავთ რაიმე სასწაული სისწრაფეები და არც უკეთესი კომბინირება დაუწიათ. მთელი მატჩის განმავლობაში "მელიები" ერთნაირად მოქმედებდნენ. უბრალოდ, პირველ ტაიმში "იუნაიტედის" დაცვა ყველაფერს უმკლავდებოდა, მეორე ტაიმში კი, უფრო სწორად პენალტის შემდეგ კი თითქოს "იუნაიტედის" დაცვა შეცვალესო.
მინდა მასპინძლების არნახული რეალიზაციაც აღვნიშნო. 5 დარტყმა კარში = 5 გოლს. ასე არ ხდება.
მატჩის დეტალური განხილვა


P.S. თავის ისტორიაში, პრემიერ-ლიგაში ჩატარებულ 853 მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედი" პირველად დამარცხდა სიტუაციაში, რომელშიც 2 ბურთის სხვაობით იგებდა.
carrick.ru
სტატიები
19 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
23 სექტემბერი 2014 19:57
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ვფიქრობ, ყოველთვის საინტერესოა მსგავსად განიხილო შეხვედრა. პოზიციური გადაადგილებები და ფეხბურთელთა ქმედებები ყოველთვის საინტერესოა. ამიტომ იმედი მაქვს წაიკითხავთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GGMUNIKA
23 სექტემბერი 2014 20:03
  • სიახლეები: 22
  • კომენტარები: 13
სგ ავტორ love
0
№3
ავტორი: Manchester_M
23 სექტემბერი 2014 21:04
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
სგ კაი იყო !!!

არ შეგეზაროთ წაკითხვა !!!
0
№4
ავტორი: Jako Xachidze
23 სექტემბერი 2014 21:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
Ra Ganxilvaa ro ikidess falkao dimaria Herreraa Ekidat mcvelebi exa kvelaze didi problemaa aqvtt dacvashi manchesters da es unda gamoascoron sasrafodd martoo davdamsxxmitt da naxevar dacvit verafers gaxdebian Tu dacva ar kavtt normalurii
0
№5
ავტორი: RojoDiablo
23 სექტემბერი 2014 21:12
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Jako Xachidze,
შენ ამბობ, რომ მცველები ეყოდათ და ფალკაო დი მარია არა?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: N10
23 სექტემბერი 2014 21:54
  • სიახლეები: 63
  • კომენტარები: 294
აუუუ ცენზურა რა ამის 3-1 დან როგორ უნდა ამოგიქაჩოს ნებისმიერმა და კლატენბურგისაც მაგის!@!$
0
№7
ავტორი: kOsTiA
23 სექტემბერი 2014 22:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
სირცხვილი.
0
№8
ავტორი: Best 7
23 სექტემბერი 2014 22:53
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
სირცხვილია რაა უბრალოდ!
0
№9
ავტორი: GeorgeBest
23 სექტემბერი 2014 23:29
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დაცვის ხაზი 0 იყო. ერერა ძაან ზანტად იხევდა უკან და ხშირად უშვებდა შეცდომებს, წინა თამაშებშიც. მეტი მოეთხოვება მაგას

ბლეკეტმა ბევრი შეცდომა დაუშვა მარა მისი გამოუცდელობის ბრალია. გვერდით რომ მაღაკლი კლასის მცველები ჰყავდეს უფრო მეტად განვითარდებოდა. არ შეიძლება დაცვის ცენტრი ბლეკეტისნაირ ახალაგზრდას ჩააბარო, ესე შორს ვერ წავა გუნდი
0
№10
ავტორი: VaRdo
24 სექტემბერი 2014 00:39
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
აღარ მინდა ამ თამაშის გახსენბა ცუდადღა ვარ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top