თბილისი:
მანჩესტერი:
23-09-2014, 14:12
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1701,
კომენტარები: 4
რიო: "პერსის ყველაზე მეტად გაუჭირდა"
რიო ფერდინანდის თქმით, ყველაზე რთულად პერსიმ გადაიტანა.
რიო:
რიო ფერდინანდის განცხადებით, სერ ალექს ფერგიუსონის წასვლამ ყველაზე დიდი გავლენა "იუნაიტედის" ჰოლანდიელ ფორვარდზე იქონია.

"რობინ ვან პერსის მოსვლამ ჩვენ აფრებს ქარი დაჰბერა. მან დამატებითი ბიძგი მოგვცა და სწორედ მისი წყალობით მოვიგეთ მეოცე ტიტული."

"როცა სერ ალექსმა თავისი წასვლის შესახებ განაცხადა, თითქოს სუნთქვა შემეკრა და საკუთარ თავს ვკითხე: "ნამდვილად თქვა ეს?" ოთახში ყურისწამღები ხმაური გამეფდა."

"სერ ალექსი ძალიან დიდხანს გვესაუბრა. ეს სრულიად განსაკუთრებული საუბარი იყო და პატივი იყო მასზე დასწრება. ყველაზე მეტად კი ამ ამბავმა რობინ ვან პერსის "დაარტყა". ის იმ ხანებში მოვიდა კლუბში, წარმატების გემო გაიგო და უფრო მეტი სურდა. წმინდავიზუალურად ჩანდა, რომ მან სხვა დანარჩენ ფეხბურთელებთან შედარებით ყველაზე რთულად გადაიტანა ფერგიუსონის წასვლა."


სერ ალექსის წასვლის გარდა რიო ფერდინანდი დენი ულებეკის წასვლასაც შეეხო. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს დენი უელბეკი 16 მლნ. ფუნტად ლონდონის "არსენალს" შეუერთდა.

"ძალიან გამიკვირდა დენის წასვლა. ის მანჩესტერში აღიზარდა და "იუნაიტედის" სისტემაში ბავშვობიდანვე იმყოფებოდა. ვფიქრობ, მისი შესაძლებლობების მაქსიმუმი არ გვინახავს. ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს. იმედია, "არსენალი" მას თავის გამოჩენის საშუალებას მისცემს და ის ამ კლუბში გაიბრწყინებს."


წყარო: redevils.ru
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
23 სექტემბერი 2014 14:14
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
თავის წიგნში ბოდიშსაც კი უხდის ფერგიუსონი პერსის, რადგან როცა რობინი გუნდში მოდიოდა, ასე უთქვამს: "მე აქ დიდხანს დავრჩები" - ო.

როცა მოდიხარ ფერგიუსონთან, გჯერა, რომ ის იმას მოგცემს, რაც თუნდაც ვენგერმა ვერ მოგცა. პერსის კი ეს შესაძლებლობა ხელიდან გამოეცალა. ესეც დიდი მიზეზია იმისა, რომ წინა სეზონში არ ბრწყინავდა, მაგრამ წელს არანკლებ პერსპექტიული მწვრთნელი ჰყავს. არამგონია ვან გაალის არ სჯეროდეს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
23 სექტემბერი 2014 15:32
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პერსის მეტი ტიტული უნდოდა და მოიგო კიდეც პრემიერ ლიგა. ეხლა ვან გაალი ჰყავს, არამგონია მასზე მეტად ვინმესთან უნდოდეს თამაში. მაგრად მოუკლო პერსიმ და იმედია მალე აღიდგენს ფორმას

ამ უელბეკზე საუბრები ნეტა როდის უნდა მორჩეს. ვინმე უნდა წასულიყო და გუნდი გაიწმინდა, მორჩა რა
0
№3
ავტორი: chudikone
23 სექტემბერი 2014 20:15
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
განსაკუთრებულად უყვარდა მართლაც პერსის ფერგი..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: Best 7
23 სექტემბერი 2014 22:56
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
მოვაგებინეთ ტიტული და ახლა დაიწყოს ჰეე და ათამაშდეს!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top