თბილისი:
მანჩესტერი:
23-09-2014, 17:25
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2202,
კომენტარები: 9
ჯეიმს უილსონის ისტორია
გავიგოთ უილსონის შესახებ
ჯეიმს უილსონის ისტორია
"ადამიანის გონება დღეს სამ ძირითად საკითხს მოუცავს. ეს არის გლამური, დისკურსი და ეგრეთ წოდებული ახალი ამბები"


არ ვარ დარწმუნებული, რომ ედ ვუდვორდს პელევინი წაკითხული აქვს, მაგრამ ნიჭიერი ხალხის გონება როგორც წესი ერთნაირია. სიტყვიდან - საქმემდე: დეპრესიული მოიესის გაგდებით ჩვენმა აღმასრულებელმა დირექტორმა სიტუაციის გამოსწორება დაიწყო. რა არის მთავარი მიზანი 2014/15 წლების სეზონში? ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება? ინგლისის თასის მოპოვება? არა. მთავარი - დისკურსის ცვლაა. როგორ უნდა აიძულო საზოგადეება, "ფულემთან" გაკეთებული ჩაწოდებების რაოდენობის დათვლის ნაცვლად, იმ ვარსკვლავური თავდამსხმელების რაოდენობა დაითვალოს, რომელთა ადგილზეც ორი ვაკანსიაა? დავამატოთ გლამური და მივუთითოთ, რომ ახალ ამბებს ადევნონ თვალი.

ჯერ-ჯერობით ყველაფერი კარგად მიდის - გუნდი პირველი რანგის რამდენიმე დიდი ფეხბურთელით შეივსო, "ქპრ" კი გამანადგურებელი ანგარიშით დაეცა. მაიკ ფელანისა და ერიკ ჰარისონის მსგავსი პერსონაჟები ვერაფრით მიმხვდარან უელბეკისა და ქლევერლის გაშვების მიზეზს, მაგრამ ჩვენ ჩვენი გზით მივდივართ და ვარკვევთ, მისცემს თუ არა დი მარია 7 ნომრიან მაისურს კრიშტიანი რონალდუს და რომელი სატრანსფერო ფანჯრის დროს იყიდიან სტროოტმანს. ლუი ვან გაალი დამაჯერებელი ხმით ამბობს, რომ ახალგაზრდებთან სამუშაოდ მოვიდა - ყურადღება მივაქციოთ ბლეკეტს - ვუყურებთ ბლეკეტს და გვჯერა ვან გაალის. რობინ ვან პერსი ამტკიცებს, რომ ყველა თანაბარია და თავდამსხმელის პოზიციაზე გაჩაღებული ბრძოლა იქნება - მათ შორის არიან ფალკაო, რუნი და ჯეიმს უილსონი. ჰო მართლა, ჯეიმს უილსონი გახსოვთ? აი ის არის, ვან ნისტელროის შემდეგ სადებიუტო შეხვედრაში პირველად რომ შეასრულა დუბლი. რომელიც იანუზაისთან ერთად ზოგიერთმა სეზონის აღმოჩენად მონათლა, თუმცა იჩქარა. რომელიც შესაძლოა იმავე იანუზაისთან ერთად ჩვენი დიადი სატრანსფერო პოლიტიკის მსხვერპლი გახდეს.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 10 წლის შემდეგ ვიდეოს ჩავრთავთ, რომელსაც "უილსონის 100 საუკეთესო გოლი "იუნაიტედის რიგებში" ერქმევა." ჯერ-ჯერობით კი გთავაზობთ განვერიდოთ პრობლემებს, თუ რომელ თავდამსხმელს აყენებს "იუნაიტედი" თავის ფენტეზი-გუნდში და გავიხსენოთ, თუ როგორ ვითარდებოდა ჩვენი მომავალი ვარსკვლავის კარიერა.

ახალგაზრდა ფორვარდმა, რომელიც "იუნაიტედის" სკაუტებმა 7 წლის ასაკში შეამჩნიეს U18-გუნდში 14 წლის ასაკში ითამაშა. პოლ მაკჰინესის ქვეშევრდომები სლოვაკეთის ამხანაგურ ტურნირზე იღებდნენ მონაწილეობას და 2010 წლის 31 ოქტომბერს ტურნირის მასპინძლებთან დაპირისპირებისას უილსონმა ტომ ლოურენსი შეცვალა, მაშინვე გოლი გაიტანა. ოფიციალურ დონეზე დებიუტი კი მოგვიანებით შედგა - 2011 წლის თებერვალში.

ჯეიმს უილსონის ისტორია


"6 წლამდე მანჩესტერის გარეუბნის საფეხბურთო სკოლებში ვსწავლობდი, შემდეგ Littleton Road-ზე გადავედი (სოლფორდის სპორტული კომპლექსი, სადაც "იუნაიტედის" 9-10 წლის ფეხბურთელები ემზადებიან) და უფრო მოგვიანებით Cliff-ში. (სავარჯიშო კომპლექსი - კარინგტონის შვილობილი) კარინგტონში კი 12 წლამდელთა გუნდში აღმოვჩნდი."

2011-12 წლების სეზონი უილსონმა 18 წლამდელთა გუნდის სრულფასოვან წევრად დაიწყო. ახალგაზრდული თასის პირველივე შეხვედრაში ორი გოლის გატანის შემდეგ U18-გუნდში პირველ თამაშში უმძიმესი ტრავმა მიიღო და წლის ბოლომდე მწყობრში ვერ ჩადგა. თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, ზამთარში დაბრუნდა და დარჩენილ შეხვედრებში 7 გოლი გაიტანა. დებიუტი ჰქონდა ასევე სარეზერვო გუნდში (ეს ყველაფერი კი 16 წლის ასაკში). "ოლდ ტრაფორდის" ტრიბუნის წინ გატანილმა ერთ-ერთმა ასეთმა გოლმა გუნდი ინგლისის ახალგაზრდული თასის ნახევარფინალში გაიყვანა.

"მახსოვს, მატჩის შემდგომ მდუღარე წლით სავსე ჭავლის ქვეშ ვიდექი. თითოეული, ვინც ჩაივლიდა, წყალს ეხებოდა და მეკითხებოდა თუ როგორ ვუძლებდი. ვფიქრობ, მიზეზი ადრენალინია, რომელმაც აღმავსო. ეს გასაოცარი გრძნობა იყო, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩემი გოლი გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა."

მე-17 დაბადების დღეს - 2012 წლის 1 დეკემბერს - უილსონი "იუნაიტედთან" პროფესიონალური კონტრაქტით დაჯილდოვდა. ამ დროს მისი სახელი ხალხის უმრავლესობას პირზე ეკერა - უმეტესწილად 5 გოლის წყალობით, რომელიც ჯეიმსმა თანატოლ "ნიუკასლელებს" გაუტანა.

2012-13 წლების სეზონში ახალგაზრდა თავდამსხმელის ანგარიშზე 18 გატანილი გოლი და უორენ ჯოისის გუნდში ჩატარებული 2 მატჩი ირიცხებოდა. თანაც, ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ ჩვენ გუნდში უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელი იყო - ჯეკ ბარმბი და სემ ბირნი, რომ არაფერი ვთქვათ იანუზაისა და მარს დელის შესახებ.

გასულ სეზონში უილსონმა სახელის მოხვეჭა სცადა - თუ James Wilson-ის ჩაწერისას გუგლი "ექიმი ჰაუსის" ფოტოებს მოგიძებნიდათ, ახლა ძიების შედეგებს უფრო მეტი წითელი ფერი დაეტყო. ჯეიმსს ყველა ტურნირზე რეგულარულად გაჰქონდა გოლი: უეფას ახალგაზრდული ლიგის 4 თამაშში 4 გოლი, U18 ჩემპიონატში 8 თამაშში 6 გოლი, ინგლისის ახალგაზრდული თასის ერთადერთ დაპირისპირებაში 1 გოლი (მაკჰინესის ქვეშევრდომები პირველ ეტაპზე გავარდნენ) და ბოლოს, უორენ ჯოისის ხელმძღვანელობის ქვეშ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 7 შეხვედრაში 5 გოლი.

ჩვენი სარეზერვო გუნდის თავკაცი შექების მიზეზით თბილად მოიხსენიებდა ჯეიმსს: "ჯეიმსი ჯერ კიდევ იზრდება და ვითარდება. წინა სეზონთან შედარებით ფიზიკური ფორმის მხრივ ძალიან მოუმატა, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი. მას უდიდესი პოტენციალი და შესანიშნავი საგოლე ალღო აქვს. შრომა უნდა გააგრძელოს. მან სეზონის დარჩენილ თითოეულ შეხვედრაში უნდა გაიტანოს - ასეთია მისი მიზანი"

ლამაზი სტატისტიკური მონაცემების გარდა სამწვრთნელო შტაბმა უილსონის ლიდერისუნარიანობაც აღნიშნა - პოლ მაკჰინესი და ნიკი ბატი მას კაპიტნის სამკლაურს ანდობდნენ U18 და U19 გუნდებში.

"U18 ჩემპიონატისა და ევროპის ახალგაზრდული ლიგის მატჩებში ვიღებდი მონაწილეობას. პირველი შეხვედრის წინ მითხრეს, რომ გუნდის კაპიტანი ვიქნებოდი. მაშინვე ვიგრძენი, თუ რაოდენ დიდი პატივია. აქამდე იშვიათად მომირგია კაპიტნის სამკლაური, ასე რომ, მსგავსი გამოცდილება არ მქონია. ახლა ჩემს ვალდებულებებში მოთამაშეთა დარიგება და მოედანზე მათი მხარდაჭერა შედის. უფრო ბეჯითად მუშაობას მივყავი ხელი, რადგანაც კაპიტნის სამკლაური გულისხმობს, რომ შენ ამ პასუხისმგებლობის დაკისრების ღირსი უნდა იყო."

ჯეიმს უილსონის ისტორია


ის რაც მოხდა შემდეგ, იცის თითოეულმა ვინც თუნდაც მცირედით ინტერესდებოდა "იუნაიტედით". ჯერ იყო პირველ გუნდში გადაყვანა, რასაც მატჩის განაცხადში მოხვედრა მოჰყვა - ეს 5 აპრილს, "ნიუკასლთან" გასვლით შეხვედრაში მოხდა. თუმცა ჯეიმსს არ უთამაშია:

"ეს უდიდესი გამოცდილება იყო. ძალიან მაგარი იყო სასტუმროში პროფესიონალების გვერდით ხეტიალი."

სამაგიეროდ ბიჭმა დიდი ფეხბურთის გემო გაიღო და "იუნაიტედის" რიგებში დებიუტს დაელოდა:

"იმედი მაქვს ლოდინი დიდხანს აღარ მოგვიწევს. ეს უდიდესი მიღწევა იქნება ჩემთვის და სწორედ ამისთვის ვმუშაობ ამდენს. პირველი გუნდისადმი თვალის დევნებისას მუდამ ვფიქრობ:"მე შემიძლია მათ შორის ვიყო". ჩემი ოცნება - მოედანზე თუნდაც რამდენიმე წუთის გატარებაა. მინდა შევიგრძნო, რამდენად განსხვავდება ეს თამაში იმისგან, რასაც მივეჩვიე, რამდენად სწრაფია იგი. მინდა გავიგო, როგორ გავუმკლავდები ამ ატმოსფეროს, ზეწოლასა და სხვა ფაქტორებს. ვისახავ თუ არა მიზნად სადებიუტო შეხვედრაში გოლის გატანას? ვგონებ, კი. ვარჯიშების დროს გაფუჭებულ საგოლე მომენტსაც კი აქვს მნიშვნელობა. და რა თქმა უნდა პირველი გუნდის რიგებში მოხვედრა შენგან ბევრს მოითხოვს."

შემდეგ კი იყო "ჰალი" და ორი გატანილი გოლი. შემდეგ კი 4 გოლი მანჩესტერის თასის ფინალში, რომელშიც "სიტის" წინააღმდეგ თამაშობდა. იყო გამოსვლა "დონსთან" კოშმარულ მატჩში, რომელშიც ჯეიმსმა რამდენიმე წუთში იმაზე მეტი მომენტი შექმნა, ვიდრე დანარჩენდა ფეხბურთელებმა მთელი მატჩის განმავლობაში. ცოტა არ იყოს ტრავმები ჩრდილს აყენებს უილსონის დამსახურებებს. სერიოზული შემთხვევები უკვე დიდი ხანია არ ჰქონია უილსონს, მაგრამ ხშირი, უმნიშვნელო დაზიანებები (ერთ-ერთმა მათგანმა - ხელის თითის მოტეხვა - ამერიკის ტურნე გამოატოვებინა) დრო და დრო მისი სამომავლო განვითარებას ხელს უშლის. აი ახლაც მისი სახელი ფიზიოოთახის საიტზეა ამოკვეთილი წარწერით "ტრავმა" და "დაბრუნების პერიოდი უცნობია". თუმცა არსებობს შეგრძნება იმისა, რომ მცირე ეპიზოდური გმირობებითაც კი მოახერხა ჯეიმსმა სამწვრთნელო შტაბის მოხიბლვა და ლუი ვან გაალს მისი იმედი აქვს.

ასე რომ, ყველას, ვისაც "იუნაიტედის" არჩეულ გზაში ეჭვი გეპარებათ, გთავაზობთ ახალ ამბებს მიადევნოთ თვალი, ან როგორც ედ ვუდვორდმა თქვა: "watch THIS space".

წყარო: carick.ru
სტატიები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
23 სექტემბერი 2014 10:26
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
სტატია მოგვაწოდა გურამ გოგინაშვილმა თან დღეს დაბადების დღე აქვს და მიულოცეთ ხააალხოოო gun2

ძალიან საინტერესოა. წაიკითხეთ.

ეს ბიჭი ჩვენი მომავალია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: TrueRed
23 სექტემბერი 2014 10:57
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
Am bichis dzalian dzalian mjera, arvici ratom, magram januzajze metad mjera
0
№3
ავტორი: RedTeen
23 სექტემბერი 2014 13:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
გურამს ვულოცავ კიდევ ერთხელ..

მომავალი 9 ნომერია ეს ბიჭი.. ძალიან მჯერა და ეჭვიც არ მეაპარება იმაში რომ გაამართლებს ჩვენს იმედებს... მოუთმენლად ველი მას პირველ გუნდში..
0
№4
ავტორი: GeorgeBest
23 სექტემბერი 2014 15:34
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
"მახსოვს, მატჩის შემდგომ მდუღარე წლით სავსე ჭავლის ქვეშ ვიდექი. თითოეული, ვინც ჩაივლიდა, წყალს ეხებოდა და მეკითხებოდა თუ როგორ ვუძლებდი. ვფიქრობ, მიზეზი ადრენალინია, რომელმაც აღმავსო. ეს გასაოცარი გრძნობა იყო, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩემი გოლი გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა."


რამ გადარია wink ძაან მაგარი ბიჭია და ყველაზე მეტად ამის იმედი მაქვს. ჩიჩარიტოს და უელბეკს ეხლავე მირჩევნია, საოცარი გოლები გააქვს ტიპს და ძალიან ნიჭიერია
0
№5
ავტორი: nika1997
23 სექტემბერი 2014 16:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
ნახერ იანუზაიი დაიწყებს თამაშ და არასად არ გაყიდიან და ესეც და ესენ იიქენბიან ლიდერები ერთ 8 10 წლის შემდეგ
0
№6
ავტორი: Goginashvili777
23 სექტემბერი 2014 19:02
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
RojoDiablo,
RedTeen,
+ 1 .
მადლობთ love რაც შეეხება ფეხბურთელს . იმედი მაქვს უელბექის და ჩიჩას მაინც აჯობებს :)) ცოდოა სკამისთვის და 3 წელიწადში თუ არაფერი გამოუვიდა ჯობია წავიდეს .. ისე რა რეზერვები გყვყვაავს რა winked
ისე მსგავსი სიახლე ვერმიჯიზე რო დაიდოს კაი იქნებაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№7
ავტორი: kOsTiA
23 სექტემბერი 2014 20:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
ძალოან მაგარი სტატია იყო....და ძალიან დიდი იმედი მაქვს მსოფლიო ფეხბურთი ამ ბიჭს არ დაკარგავს love
0
№8
ავტორი: chudikone
23 სექტემბერი 2014 20:38
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
აი მესმის სტატია ♥ ჩვენი მომავალი დამრტყმელია ეს ბიჭი და მგონი დროა პერსის გამოსაფხიზლებლად ერთი ორჯერ ძირითადში ამან დაიწყოს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№9
ავტორი: Lee Sharpe
23 სექტემბერი 2014 20:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
მადლობა ავტორს gun2

უნიჭიერესია უილსონი ძაან მაგარი ბურთის ფლობა და დრიბლინგი აქვს, სტატისტიკაც ძაან მაგარი აქვს, შემდეგ მსოფლიომდე იმედია კიდევ უფრო მოუმატებს და უიკჰემთან ერთად წინა ხაზში შექმნის დუეტს, ძაან მაგარი თაობა მოსდის ინგლისს. manunited

Goginashvili103,
ვერმილი არაფრით არის გამორჩეული იმათგან ვინც აკადემიამ გაზარდა, ნეიმეხენში იყო განათხოვრებული და კაი დირკა მცველი იყო, საბოლოოდ გავარდა კიდეც გუნდი. დაბრუნდა და დონსთან რა დღეში იყო დაცვა აისახა ანგარიშზე.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top