თბილისი:
მანჩესტერი:
22-09-2014, 18:47
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2202,
კომენტარები: 9
მოთამაშეთა შეფასებები
მოთამაშეთა თამაშის განხილვა და მათი შეფასებები
მოთამაშეთა შეფასებები
მოთამაშეთა შეფასებები

დავიდ დე ხეა 5-დან 2


სეივი ვერ გააკეთა და ეს არის მისი დანაშაული. პენალტის აღებას არავინ ითხოვს, მაგრამ ერთ სეივს შეეძლო საშინელი მდგომარეობის შეჩერება. ხმამაღლა რომ ვთქვა, მისგან კიდევ უფრო მეტ მუშაობას ვითხოვ საჯარიმოში.

მოთამაშეთა შეფასებები

რაფაელი 5-დან 1


როცა ბრაზილიელი მოედანზეა, მუდამ ან პენალტს, ან წითელ ბარათს ელოდები. ხანდახან გამოისყიდის ხოლმე, როცა შეტევაში წარმატებით გადადის, მაგრამ არა ამჯერად. სულელურმა "შურისძიებამ" თამაში მოკლა.

მოთამაშეთა შეფასებები

ჯონი ევანსი 5-დან 2


ტრავმამდე თავის გამოცდილებას კარგად იყენებდა. ევანსის არ ყოფნა დაცვას ძლიერ დაეტყო.

მოთამაშეთა შეფასებები

ტაილერ ბლეკეტი 5-დან 1,5


ამ თამაშამდე მასზე ლაპარაკი რთული იყო. ათლეტიზმს, სისწრაფესა და სიძლიერეს აჩვენებდა, სანამ არ გააგდეს. გამოუცდელი მოთამაშის შეცდომა - იმედი ვიქონიოთ, რომ რაფაელისგან განსხვავებით თავის შეცდომებზე ისწავლის.

მოთამაშეთა შეფასებები

მარკოს როხო 5-დან 1,5


"ქუინზ პარკ რეინჯერსთან" კარგად თამაშობდა. ჩანდა, რომ დი მარიასთან შეთამაშებული იყო. ამჯერად კი თითქმის არ წასულა შეტევაში და დაცვაშიც ჩაფლავდა.

მოთამაშეთა შეფასებები

დეილი ბლინდი 5-დან 2,5


წინა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი, რომელსაც ნიუჯენტი მიუჩენს. ამ უკანასკნელმა ჰოლანდიელზე დიდი გავლენა მოახდინა. ჩავარდნა არა, მაგრამ არც კარგი თამაში.

მოთამაშეთა შეფასებები

ანხელ დი მარია 5-დან 3


სწრაფი და საკმარისად ძლიერი: რამდენიც არ ეცადა რიჩი დე ლაეტი, მაინც ვერ გატეხა არგენტინელი. ლაეტს კი გაუმართლა, რომ წითელ ბარათს გადაურჩა.

მოთამაშეთა შეფასებები

ანდერ ერერა 5-დან 3


გაიტანა შესანიშნავი გოლი და ნახევარდაცვაშიც კარგად ითამაშა. არ ვიცი კიდევ რას უნდა ითხოვდე მისგან.

მოთამაშეთა შეფასებები

უეინ რუნი 5-დან 1,5


იმედი მაქვს ვან გაალმა იხუმრა როცა რუნის "ხელშეუხებლობაზე" ილაპარაკა. თუ არ ჩავთვლით დი მარიას მისამართით გაკეთებულ კარგ პასს, ეს ჩაფლავებული თამაში იყო. ნურაფერს ვიტყვით მიღებულ ბარათზე - თავისიანს იცავდა და სწორედ ამიტომ მიიღო. მაგრამ იყო ლიდერი - არ ნიშნავს მხოლოდ მსაჯისთვის ყვირილს, ეს უფრო მეტია. სად იყო, როცა მიწა ფეხქვეშ გვეცლებოდა?

მოთამაშეთა შეფასებები

რადამელ ფალკაო 5-დან 2,5


რობინზე გაკეთებული შესანიშნავი პასი და ხარიხაზე გარტყმული ბურთი მშვენივრად ასახავს იმას, თუ როგორი ოსტატია. ფორმის აღდგენასთან ერთად ის ნამდვილი საფრთხე იქნება, ჯერ-ჯერობით კი ქვეყანას ეჩვევა.

მოთამაშეთა შეფასებები

რობინ ვან პერსი 5-დან 2


აი ვისზე მაქვს იმედი, რომ "ხელშესახებია". ამ სეზონში უინტერესოდ და გამოფიტულად გამოიყურება. ადვილ გოლს არაფერი შეუცვლია. დროა უილსონმაც გამოსცადოს თავი.

შეცვლები

მოთამაშეთა შეფასებები

კრის სმოლინგი 5-დან 1,5


დროულად გამოჯანმრთელდი ფილ და სმოლინგი შეცვალე, რადგანაც ჩემი აზრით ის არ იმსახურებს ძირითადში ადგილს. სმოლინგისა და ევანსის ერთად თამაში საუკეთესო დასტურია იმისა, რომ ჩვენ ახალი მცველები გვჭირდება.

მოთამაშეთა შეფასებები

ადნან იანუზაი 5-დან 2


ამ სეზონში ბელგიელს საკმარისი დრო არ ჰქონია იმისთვის, რომ რაიმე ჩაიდინოს, მაგრამ შეცვლაზე შემოსულიც არ გამოიყურებოდა გადასარევად. როცა გამარჯვებას ვესწრაფვოდით, იმედი მქონდა, რომ მას "ათიანის" პოზიციაზე ვნახავდი, მაგრამ ვარდის ამ იმედებს წერტილი დაუსვა.

მოთამაშეთა შეფასებები

ხუან მატა 5-დან 2


გამოვიდა პოზიციაზე, რომელიც მას არ შეეფერება - და მაშინვე გამარჯვების გოლი. მატას ბრალი არ არის, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა მის ადგილზე უფრო ტანად ფლეთჩერს ეთამაშა. წითელმა ბარათმა გათანაბრების ყველა იმედი გადაწურა.

განხილვა მომზადებულია MATT HENDERSON-ის მიერ.

წყარო: redevils.ru
სტატიები
9 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
22 სექტემბერი 2014 19:36
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
წლევანდელ სეზონში ყველაზე მეტად დე ხეა არ მომწონს. არ უშვებს რაღაც განსაკუთრრებულ შეცდომებს ან რამე მარა ამ კაცისგან უფრო მეტს ელის ყველა
0
№2
ავტორი: gilmour
22 სექტემბერი 2014 19:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
გიორგი,
მარგველაშვილივითაა არც არაფერს აშავებს და არც აკეთებს:)
დიმარიას 5 დან მინიმუმ 4 მაინც ეკუთვნოდა მეტი რაღა ქნას შემტევმა ფეხბურთელმა.
ფალკაო ძალიან ბევრს შრომობდა და დასაფასებელია. სულ დარბოდა პრესინგზე.
0
№3
ავტორი: Manchester_M
22 სექტემბერი 2014 20:15
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
სგ გიო ძან მაგარი სტატია !!!!!!!

დაცვის გამოუცდელობას და ასევე შეუთამაშებლობას თუ შეიძლება დაბრალდეს ეს წაგება !!!!
0
№4
ავტორი: love united
22 სექტემბერი 2014 20:54
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ადნანს რატო აქვს 2 ვერ მივხვდი. ვაბშე ბურთი არ მიუღია ტიპს.

სტერლინგს რა ნამუსით ვადარებდით წინა სეზონში 3d_12
0
№5
ავტორი: Best 7
22 სექტემბერი 2014 21:04
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
მაგარი სტატიაა გამოფხიზლდით ბიჭებო!
0
№6
ავტორი: RedTeen
22 სექტემბერი 2014 22:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
მოიყვანოს უილსონი მოიყვანოს... დასვას ეს პერსი ცოტა ხნით რა დაემართა ამ გაალს რაა.. ჯონსი ნეტა როდის დაბრუნდება რაა..:((
0
№7
ავტორი: nika1997
23 სექტემბერი 2014 02:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
ნუ წერთ ესე რუნისთან რაგინდათ ჰა ხელშეუხებლია აბ რარის?

და ინუზაისაც შეშვით ნახეთ ეგ რას იზავს

მეცმ აგარი გაბრაზებული ავრ მარ რუნიზე ეგთოს თქმა რა პონტიიაა?
0
№8
ავტორი: RojoDiablo
23 სექტემბერი 2014 08:28
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
nika1997,
რას ნიშნავს რა პონტია. რადგან კაპიტანია იმიტომ ყველაფერი უნდა ვაპატიოთ? ცოტა რომ აზრზეა მოსასვლელი ეს ფაქტია. ჩვენ გვჭირდება კარგი თამაში. თუ ვინმე კარგად ვერ თამაშობს მისი ალტერნატივა აუცილებლად უნდა მოიძებნოს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: REDDEVILS
23 სექტემბერი 2014 08:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
roni ar iyo kargi mara 1.5 ar ekutnoda
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top