მატას ყოველკვირეული ბლოგი.
რამდენიმე საათი ვიცადე, სანამ ყველაფერი დამშვიდდებოდა და შევეცდებოდი გამომეხატა, თუ როგორ ვგრძნობ თავს ლესტერში მატჩის შემდგომ. მატჩისადმი მთელი 7 დღიანი ლოდინის შემდეგ ვერც კი წარმოვიდგენდი ასეთ კვირას. ლესტერიდან მანჩესტერამდე ავტობუსით გამოსავლელი გზა ძალიან გრძელი ჩანდა.
ჩავფიქრდი იმაზე, თუ როგორ წავაგეთ შეხვედრა, რომელსაც ვაკონტროლებდით, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ როცა წინ ვიყავით მათ გაათანაბრეს და როცა უპირატესობის მოპოვებას კიდევ ერთხელ ვცდილობდით, ჩვენ დავმარცხდით. ძალიან რთულია გასვლაზე სამი გოლის გატანა და სახლში ნოლი ქულით დაბრუნება. მანჩესტერში დაბრუნებისას გზაში ვფიქრობდი, თუ რა მოხდა და ისევე იმედგაცრუებული დავრჩი, როგორც ყველა, ვინც ჩვენთან ერთად სტადიონზე მოვიდა. პატიოსნად ვამბობ, ძალიან ვწუხვარ, რომ კვირა გულშემატკივრისთვის ასე სევდიანად დასრულდა.
კვირის განმავლობაში არსებობს დრო, როცა ანალიზი უნდა გაუკეთო შეცდომებს და ისწავლო, რათა ასეთი რამ აღარ გაიმეორო. ახლა ორ შეხვედრას "ოლდ ტრაფორდზე" ზედიზედ ჩავატარებთ, რომელთა მოგებაც გულშემატკივრისთვის გვსურს. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის.
იმედი მაქვს მომდევნო კვირას უკეთეს ხასიათზე ვიქნები, რათა თამაშისა და სხვა მრავალი რამის შესახებ გესაუბროთ, რათა ორშაბათს თქვენს სახეებს ღიმილი მოვფინო. გმადლობთ, რომ ცუდ და კარგ დროსაც იქ ხართ და არასოდეს ნებდებით. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერის შეგრძნება.
manutd.com