"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა, უეინ რუნიმ დაცვის მისამართით უკმაყოფილება გამოხატა.
გუშინ "იუნაიტედი" "ლესტერ სიტისთან" 5-3 დამარცხდა. "მელიებმა" ორი გოლი 11 მეტრიანი დარტყმით გაიტანეს, რომელთაგან პირველი რაფაელის, მეორე კი ბლეკეტის მიერ წესების დარღვევას მოჰყვა. რუნი კი მცველებისგან უკეთეს თამაშს მოითხოვს.
"შედეგი ძალიან იმედგამაცრუებელია. განსაკუთრებით მაშინ, როცა 3-1 იგებ და შემდეგ მარცხდები. რთულია ამის მიღება."
"უკეთ უნდა გვეთამაშა, როგორც გუნდს, მატჩი ბოლომდე უნდა მიგვეყვანა და გამარჯვება მოგვეპოვებინა. მთელი რიგი შეცდომები დავუშვით და როგორც გუნდმა, ვერ მოვახერხეთ მათ გოლებზე შესაბამისი პასუხის გაცემა."
"ამ თამაშში დრო და დრო შესანიშნავ ფეხბურთს ვაჩვენებდით, დიდებული გოლები გავიტანეთ და სულელური გოლები მივიღეთ. უკეთ უნდა ვითამაშოთ. ეს ვიცით - გუნდურად უკეთ უნდა ვითამაშოთ. უსიამოვნოა გოლის გაშვება მაშინ, როცა იცი, რომ მათი აღმოფხვრა შეგეძლო. თითოეულ ცალკეულ ფეხბურთელს ესმის ეს."
"უკანასკნელ 20 წუთში მოწინააღმდეგემ მუხტი დაიჭირა, ჩვენ კი ცივსისხლიანობის შენარჩუნებასა და მატჩის ბოლომდე მიყვანას ვცდილობდით, მაგრამ არ გამოგვივიდა."