თბილისი:
მანჩესტერი:
22-09-2014, 16:56
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1634,
კომენტარები: 6
კარაგერი "იუნაიტედის" დაცვას გამოეხმაურა
ჯეიმი კარაგერი "იუნაიტედის" სატრანსფერო შედეგიანობას აკრიტიკებს.
კარაგერი
"ლივერპულის" ყოფილი მცველი, ჯეიმი კარაგერი თვლის, რომ "იუნაიტედი" სატრანსფერო ფანჯარაზე ტოპ-კლასის მცველის ვერ შეძენის გამო სამაგიეროს მიიღებს.

ზაფხულში დახარჯულ 150 მლნ.-ს შედეგად "ოლდ ტრაფორდზე" მარკოს როხო და ლუკ შოუ მოჰყვა, მაგრამ პირველი მათგანი ერთ-ერთი ცუდად მოთამაშე ფეხბურთელი იყო გუშინდელ შეხვედრაში, მეორე კი ჯერ კიდევ სათადარიგოზე ზის.

დაცვის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. ფილ ჯონსს ლაზარეთში ჯონი ევანსის შეუერთდა. კარაგერი კი მიიჩნევს, რომ ტოპ-კლასის მცველის შეძენის აუცილებლობა ზაფხულშივე იყო.

"დახარჯო ამდენი ფული და გუნდში ტოპ-კლასის მცველი არ მოიყვანო - ეს ხელმძღვანელობის ცუდ მუშაობაზე მიუთითებს. შეხედეთ წინა წლის "ლივერპულს" და იმ გოლებს, რომლენიც მათ გაუშვეს, რაც შემდგომ ტიტულის ფასად დაუჯდათ. "იუნაიტედიც" ასევე საშინლად გამოიყურება დაცვაში."

"გასული წლების "იუნაიტედს" მხოლოდ თავდასხმის ხაზით ჰგვანან, მაგრამ დაცვასთან დაკავშირებით დიდი კითხვის ნიშნები არსებობს."


წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
22 სექტემბერი 2014 16:58
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
არსა და ვერს შორის დიდი სხვაობაა. საუბარი ბევრ ფეხბურთელზე იყო, მაგრამ არ გამოვიდა. რა თქმა უნდა დანამდვილებით უცნობია ცდილობდნენ თუ არა შესყიდვას, მაგრამ არამგონია ვერ მიმხვდარიყვნენ იმას, რომ ცენტრალური მცველი გვჭირდებოდა. უბრალოდ ვერ ვიყიდეთ და ეგაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
22 სექტემბერი 2014 17:00
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ხოო და ლივერპულმაც იყიდა ხო ტოპ მცველები და ფეხბურთელები? თითქმის იგივე თანხა დაიხარჯა ორივე გუნდში და შედარებაც არ შეიძლება ტრანსფერების. გუნდს ყველა პოზიციაზე სჭირდებოდა ხალხი და ესე ადვილი არაა რო ამდენი ფეხბურთელი ერთად იყიდო, ამ ტრანსფერებზე მაგრად იმუშავა გუნდმა და არაფერი დაეწუნებათ. დაცვა მისახედია მარა ყველაფერი ერთბაშად ვერ მოხერხდება
0
№3
ავტორი: lefty
22 სექტემბერი 2014 17:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
მაგარი კაცია,სიმართლე ილაპარაკა
0
№4
ავტორი: kOsTiA
22 სექტემბერი 2014 17:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
ეს კაცი ფეხბურთის ექსპერტია ? თუ კრიტიკოსი ვერ გავიგე ! თუ არაფერს წარმოადგენს მანჩესტერზე ყურაღებას ასე რატომ ამახვილებს..
0
№5
ავტორი: Best 7
22 სექტემბერი 2014 19:57
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
წადი გაიარე რაა
0
№6
ავტორი: manutd---10
23 სექტემბერი 2014 08:49
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
გიორგი,
გიო სანამ ამას იტყოდე ძმა ჯერ ერთ რამეზე დაფიქრდი: ფალკაო გვჭირდებოდა უფრო თუ ცენტრალური მცველი????? ან რო მიაკვდა ლუი ამ ჰუმელსს რომელზეც კლოპმა მილიონჯერ თქვა არ გავყიდიო, აქეთ კიდე ვიდალს, გადართულიყო სხვა ცენტრალურ მცველებზე? იგივე სემი კაია, რა უარს იტყოდა წამოსვლაზე? დე ვრეი გამოუცდელია მაგრამ ვინც გვყავს იმათზე უკეთ მაინც გაირჯებოდა, იგივე ვლაარი დიდი გამოცდილებით და ლუის ტაქტიკას შეჩვეული კაცი, და კიდევ ბევრი მცველია ვინც გამოცდილიც არის და კარგ ფორმაში რომლებიც სიამოვნებით მოირგებდნენ მანჩეს მასურს, მე კიდე არაგერს 100% ვეთანხმები, როხოს იმედზე მცველი არ იყიდეს. საერთოდ ლუის არც ისე კარგად განხორციელებული ტრანსფერების ბრალია ეს ყველაფერი...

მინიმუმ ორი ტრანსფერი არ გვჩირდებოდა ცენტრალურ მცველზე მეტად, ეს არის როხო და ფალკაო. კი მე მივსალმები ფალკაოს მოყვანას, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ ვიქნებოდი გახარებული რაც დაცვა საიმედო გვეყოლბოდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top