თბილისი:
მანჩესტერი:
22-09-2014, 12:13
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2429,
კომენტარები: 4
"ლესტერი" 5–3 "მანჩესტერ იუნაიტედი" (მიმოხილვა)
გუშინდელი მატჩის BBC-ის HD მიმოხილვა (ონლაინი, გადმოსაწერი)
პრემიერ ლიგის მე–5 ტურის მატჩში "ლესტერმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა და 5–3 დაამარცხა მეტოქე. ანგარიში მანჩესტერელებმა გახსნეს, ფალკაოს აგდაცემის შემდეგ რობინ ვან პერსიმ პირველი გოლი გაიტანა წლევანდელ სეზონში. 3 წუთში ანხელ დი მარიამ ბრწყინვალე გოლით ანგარიში 2–მდე გაზადა. ზუსტად 2 წუთის შემდეგ "ლესტერმა" სხვაობის შემცირება ულოას გოლით შეძლო. "წითელი ეშმაკები" მეორე ტაიმში კვლავ დაწინაურდნენ 2 ბურთის სხვაობით, თუმცა ეს 3 ქულის მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. "ლესტერს" ზუსტად 2 წუთი დასჭირდა 2 გოლის გასატანად და ანგარიშის გასათანაბრებლად. ამის შემდეგ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ და 79–ე წუთზე მე–4 გოლის გატანა და მატჩში პირველად დაწინაურებაც მაოხერხეს. ამ ყველაფერს 4 წუთში ბლეკეტის გაძევება და "იუნაიტედის" კარში დანიშნული მეორე თერთმეტმეტრიანი მოჰყვა, რაც ულოამ ბრწყინვალედ გამოიყენა და მატჩის საბოლოო ანგარიში 5–3 დააფიქსირა.

"ლესტერი" 5–3 "მანჩესტერ იუნაიტედი"

გოლები: ულოა ’18, ნუგენტი ’62(პ), კამბიასო ’64, ვარდი ’79, ულოა ’83(პ)- ვან პერსი ’13, დი მარია ’16, ერერა ’57
გაფრთხილება: ლაეტი – რუნი
გაძევება: ბლეკეტი ’83

შემადგენლობები:

"ლესტერი": შმეიხელი, ლაეტი, კონჩესკი, მორგანი, მოორე, დრინკუოთერი, ჰამონდი, ვარდი(შლუპი 85), კამბიასო(კინგი 71), ნუგენტი(ჯეიმსი 75), ულოა.

"მანჩესტერ იუნაიტედი": დე ხეა, რაფაელი, როხო, ევანსი(სმოლინგი 30), ბლეკეტი, დი მარია(მატა 76), რუნი, ბლინდი, ერერა, ფალკაო(იანუზაი 72), ვან პერსი.


მიმოხილვები
4 კომენტარი
№1
ავტორი: dachi_mu
22 სექტემბერი 2014 13:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
კაროჩე რა..მეორე სეზონია ყველა და ყველაფერი ჩვენ წინააღმდეგაა
0
№2
ავტორი: GeorgeBest
22 სექტემბერი 2014 13:45
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დასაწყისი კარგი იყო, დი მარიას გოლი საოცრება. აი პენალტის მერე უკვე საცოდაობა იწყება
0
№3
ავტორი: Malboro463
22 სექტემბერი 2014 16:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
რაკარგად თამშობდნენ და რა გაკეთეს. რა #ირი ბურთები გაუშვეს ეს რას გავს
3-3 ზე თამში ვერ დალაგეს რაღაც უდნა შეეცვალა ვან გალს
სირცხვილია ლესტერთან 2 ბურთიან ჰანდიკაპს რომ ვერ გამოიყენებ და პირიქით აქით წააგებ

სასწრაფოდ დაცვა გამოსასწორებელი მააგის გამო გაბედულად შეტევაში ვერ გადაიდან და უკან დახმარებას ცდილობენ მაგ სვლით არაფერი გამოვა ვერც გოლს გაიტან და აქეთ გაგიტანენ

0
№4
ავტორი: Lev
22 სექტემბერი 2014 16:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
არაუშავს. ეს თამაში გამოსაფხიზლებლად დარჩება და აღარ დაკარგავენ უპირატესობას. სხვათაშორის ყველა კონკურენტმა დაკარგა ქულები სიტიმ, ჩელსიმ ,ტოტენჰემმა და ევერტონმა სახლში წააგეს ლივერპულმაც წააგო..)) ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top