თბილისი:
მანჩესტერი:
22-09-2014, 09:11
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1712,
კომენტარები: 4
ევანსის ტრავმის სერიოზულობა უცნობია
ლუი ვან გაალი გამოკვლევებს ელოდება.
ევანსის ტრავმის სერიოზულობა უცნობია
"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურლმა მცველმა, ჯონი ევანსმა გუშინდელ შეხვედრაში მუხლის ტრავმა მიიღო.

ჩრდილო ირლანდიელი მცველი შეხვედრის 30-ე წუთზე კრის სმოლინგმა შეცვალა. როცა ევანსი მოედანს დაუბრუნდა, მას სპეციალური დამცავი ფეხსაცმელი ეცვა. გარდა ამისა, იგი გადაადგილებისთვის ყავარჯნებსაც იყენებდა.

"არ ვიცი, რამდენად ცუდად არის ევანსი. უნდა დაველოდოთ ხვალინდელ გამოკვლევებს, მაგრამ ის ყავარჯნებს იყენებს." - განაცხადა ვან გაალმა მატჩის შემდგომ.

ევანსის დაკარგვის გარდა, ვან გაალის გუნდს მომდევნო შეხვედრაში ტაილერ ბლეკეტიც ვერ დაეხმარება, რომელმაც "მელიებთან" მატჩში წითელი ბარათი მიიღო.

"ვფიქრობ, შოუ მწყობრში იქნება ამ მატჩისთვის. როხოს შეუძლია თამაში და სმოლინგს შეუძლია თამაში, ასე რომ, გავუმკლავდებით. თუმცა სიტუაცია, საკმაოდ დაძაბულია." - დაამატა ვან გაალმა.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
22 სექტემბერი 2014 09:12
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ტრავმები იცოცხლე იმდენი გვაქვს, არ მოიწყენ კაცი... სხვა გზა არც გაქვს ლუი. როხო უნდა შემოსწიო და შოუ ათამაშო... ვესტ ჰემი სერიოზული გუნდია და ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ სახლში ვთამაშობთ და ეს უნდა გამოვიყენოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
22 სექტემბერი 2014 10:20
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რაფა – სმოლინგი – როხო – შოუ

ესენი დადგებიან და იმედია როხოს ცოტა აზზე მაინც მოიყვანს. შოუში ამხელა თანხა რისთვის გადაიხადეს, რადროს როხოს ფლანგია. ევანსი იმედია მალე დაბრუნდება და სერიოზული არაფერია
0
№3
ავტორი: dachi_mu
22 სექტემბერი 2014 10:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
პირველი გოლი ევანსის და მსაჯის ბრალი იყო
0
№4
ავტორი: Malboro463
22 სექტემბერი 2014 16:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5856
მ************ პატრონი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top