თბილისი:
მანჩესტერი:
22-09-2014, 08:47
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1479,
კომენტარები: 3
ვან გაალი: "პოზიციები უნდა შეგვენარჩუნებინა"
ლუი ვან გაალი "ლესტერთან" მარცხის შემდეგ განცხადებას აკეთებს.
ვან გაალი:
პრემიერ-ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ლესტერ სიტის" წინააღმდეგ "ქინგ პაუერ სტეიდიუმზე" 5-3 დამარცხდა.

შეხვედრის განმავლობაში "წითლები" ორჯერ იგებდნენ ორ ბურთიანი სხვაობით, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა 5-3 დათმეს.

"როცა ანგარიში 3-1 და როცა ორ ბურთიანი სხვაობით მეორედ იგებ მატჩის მიმდინარეობისას, თამაში უნდა მოკლა და პოზიციები შეინარჩუნო. ჩვენ ამის გაკეთება ვერ შევძელით. ჩვენ მათ პენალტები ვაჩუქეთ და მატჩს ვერ მოიგებ, როცა ამას აკეთებ."

"ვფიქრობ, უამრავი შანსი შევქმენით და კარგი გოლებიც გავიტანეთ. მაგრამ შეხვედრა 90 წუთის განმავლობაში გრძელდება და ამას 90 წუთის განმავლობაში უნდა აკეთებდე, არათუ 60."


თამაში რადიკალურად შემოტრიალდა, როცა მსაჯმა, მარკ კლატენბურგმა რაფაელი საკუთარ საჯარიმოში ჯეიმი ვარდის წინააღმდეგ დააჯარიმა და პენალტი დანიშნა. მიუხედავად იმისა, რომ პენალტი არასწორად იქნა დანიშნული, ვან გაალი უარს ამბობს მსაჯის გაკრიტიკებაზე.

"ამ დროისათვის ანგარიში 3-2 გახდა, ასე რომ, პრობლემა არ იყო. თამაში უნდა მოკლა, პოზიციები უნდა შეინარჩუნო - ეს პირველი 10 წუთის განმავლობაში გავაკეთეთ და მშვენიერი გოლი გავიტანეთ. მაგრამ შემდეგ თამაში უნდა მოგვეკლა, ჩვენ კი ეს ვერ შევძელით. ვერასოდეს იტყვი: "ეს პენალტი არ არის."

manutd.com
ინტერვიუები
3 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
22 სექტემბერი 2014 08:50
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ახლა რამდენიც უნდა ვიწუწუნოთ და ვილაპარაკოთ აზრი აღარ აქვს უკვე. გუშინ ყველამ დაკარგა ქულები და რომ მოგვეგო საგრძნობლად გავიუმჯობესებდით მდგომარეობას, მაგრამ ასე მოხდა სამწუხაროდ. ჯერ ყველაფერი წინ არის... ეს მატჩი გაკვეთილად გამოიყენეთ და შემდეგში გაითვალისწინეთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
22 სექტემბერი 2014 10:16
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძაან უაზრო პენალტი აიკიდა რაფამ. მანამდე იყო თუ არა ჯარიმა უკვე არ აქვს მნიშვნელობა. იმენა მსაჯმა აჩუქა რასაც ქვია მარა 2 ბურთიანი სხვაობა ლესტერმა არ უნდა ამოგიქაჩოს მითუმეტეს 5 გოლს არ უნდა გიტანდეს
0
№3
ავტორი: dachi_mu
22 სექტემბერი 2014 10:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ნათელი წერტილი დი მარიაა მარტო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top