თბილისი:
მანჩესტერი:
20-09-2014, 15:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1179,
კომენტარები: 0
"იუნაიტედი" ტალანტს კარგავს
"მანჩესტერ იუნაიტედს" მოლაპარაკებების დაწყებაც კი არ უცდია.
"მანჩესტერ იუნაიტედი" კიდევ ერთი ნიჭიერი ფეხბურთელის დაკარგვას რისკავს. "წითლებს" ბრაზილიის 20 წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელთან მოლაპარაკებების დაწყებაც კი არ უცდიათ.

ეს კიდევ ერთი ტესტი იქნება მას შემდეგ, რაც პოლ პოგბა "იუვენტუსს" მიჰყიდეს.

პერეირას, რომელიც ვან გაალმა წინა შეხვედრაში "ქპრ"-სთან განავხადში შეიყვანა, უფლება ექნება 1 იანვრის შემდეგ სხვა კლუბებთან დაიწყოს მოლაპარაკებები, რადგანაც მისი მოქმედი კონტრაქტი მომდევნო ზაფხულს იწურება.

ჯერ კიდევ 18 წლის პერეირა ვან გაალის გეგმების ნაწილია, რომელსაც სჯერა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი "ოლდ ტრაფორდზე" თავის გამოჩენას შეძლებს. პერეირა გასულ ზაფხულს ჩინეთში ჩატარებულ ტურნირზე ბრაზილიის 20 წლამდელთა ნაკრებში იმყოფებოდა - რაც ევროპაში მოთამაშე ბრაზილიელთათვის იშვიათობას წარმოადგენს.

სამომავლოდ კი შესაძლოა პერეირა პოლ პოგბას ისტორიის განმეორებად იქცეს, რომელსაც სერ ალექს ფერგიუსონის პერიოდში კლუბის დატოვების საშუალება მისცეს.

მას შემდეგ, რაც 21 წლამდელთა გუნდში პერეირამ გოლის გატანა "სანდერლენდის" წინააღმდეგ მოახერხა, შესაძლოა იგი დღეს "ლესტერთან" თამაშშიც ვიხილოთ.

dailymail
ახალი ამბები, ტრანსფერები
0 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top