თბილისი:
მანჩესტერი:
20-09-2014, 21:50
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2223,
კომენტარები: 9
სოცქსელი და "იუნაიტედი": პოპულარობის ზრდა
"იუნაიტედის" პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა.
სოცქსელი და
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მსვლელბისას "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში მოსული ფეხბურთელების წყალობით კლუბის პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგაზე არ თამაშობს, სოციალურ ქსელსა და მსგავს დივიდენდებში "იუნაიტედის" ცნობადობა კვლავ სიმაღლეებისკენ ისწრაფვის.

დამატებითი შემოსავალი, რომელსაც მოთამაშეებს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა აძლევს სპორტული მარკეტინგული კომპანიის, Repucom-ის მიერ იქნა დათვლილი:

- პრემიერ-ლიგის სატელევიზიო ჩვენებებიდან, რომელსაც მსოფლიოს ორასზე მეტ ქვეყანაში გადასცემენ "მანჩესტერ იუნაიტედი" 51%-ს იღებს.

- "მანჩესტერ იუნაიტედის" Facebook-ზე 58 მლნ.-ზე მეტი მიმდევარი ჰყავს, ხოლო Twitter-ზე 3.4. მლნ. ჯამში, კი სოციალურ ქსელში ასეთი 102 მლნ. ადამიანია.

- როცა რადამელ ფალკაო "იუნაიტედთან" კონტრაქტს აწერდა ხელს Google-ში მისი სახელის ძებნა 909%-ით გაიზარდა იმ დღესთან შედარებით, როცა იგი "ატლეტიკოში" გადადიოდა.

- "იუნაიტედის" მიერ ანხელ დი მარიას შეძენის ოფიციალური გაცხადების დღეს Google-ში დი მარიას სახელის ძებნა 1111%-ით გაიზარდა.

- როცა "იუნაიტედში" დეილი ბლინდი გადავიდა Twitter-ზე მისი გვერდის მომწონებელთა რიცხვი 72%-ით გაიზარდა, მომდევნო დღეებში და ყოველდღიუტად კი იგი 5336%-ზე ავიდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" Twitter-ზე საკმაოდ გვიან გამოჩნდა. როცა კლუბმა ამ სოციალურ ქსელში პირველი ოფიციალური შეტყობინება დატოვა 2013 წლის ივლისში, მისი მოწინააღმდეგეები, "ჩელსი" და "არსენალი" უკვე დიდი ხნის წევრები იყვნენ. მიუხედავად ამისა, ერთ კვირაზე ნაკლებ ხანში "იუნაიტედს" 500 მომწონებელი ჰყავდა.

ბედის ირონიით, Twitter-ზე "იუნაიტედის" გამოჩენას "ახალი ერა" დაემთხვა, რომელსაც დევიდ მოიესი ედგა სათავეში. საბოლოოდ ჯამში კლუბმა შემოსავლები 50 მლნ. ფუნტი დაკარგა.

Twitter-ის 10 წამყვანი კლუბი


სოცქსელი და "იუნაიტედი": პოპულარობის ზრდა


აზიასა და ამერიკაში მოწყობილი საზაფხულო ტურნეები ევროპული ტოპ-კლუბების პოპულარიზაციის განუყოფელ ნაწილად იქცა. ევროპელი მძიმეწონიანები, "რეალი" და "ბარსელონა" სოციალური ქსელების მეფეებად რჩებიან, მაგრამ "იუნაიტედი" ინგლისურენოვან სეგმენტში დომინირებს და დევნას აგრძელებს.


Facebook-ის 10 წამყვანი კლუბი


სოცქსელი და "იუნაიტედი": პოპულარობის ზრდა


"მერჩანდაიზინგის" მხრივ "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ-ლიგის ჩემპიონად რჩება. "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლამდე რობინ ვან პერსის მაისური ყველაზე მეტად გაყიდვად მაისურებს შორის მეხუთე ადგილამდეც ვერ ადიოდა. ახლა კი ამ სიას ბოლო ორი წლის განმავლობაში ლიდერობს.

2013-14 წლების პრემიერ-ლიგის ყველაზე გაყიდვადი მაისური


სოცქსელი და "იუნაიტედი": პოპულარობის ზრდა


2012-13 წლების პრემიერ-ლიგის ყველაზე გაყიდვადი მაისური


სოცქსელი და "იუნაიტედი": პოპულარობის ზრდა


წყარო: the telegraph
სტატიები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
20 სექტემბერი 2014 21:51
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
რა ეღირსა რობინს. გადმოვიყვანეთ, ტიტული მოვაგებინეთ, მაიკებიც გავაყიდინეთ, კაი ხელფასიც გადავუხადეთ, ახლა მამიკოც მოვუყვანეთ კლუბში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Macklemore
20 სექტემბერი 2014 22:03
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
მომავალ წელს რუნის მაისური იქნება პირველზე!!!
0
№3
ავტორი: kOsTiA
20 სექტემბერი 2014 22:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
ჩიჩარიტომ თავი გაიგიჟა დღეს.
0
№4
ავტორი: GeorgeBest
20 სექტემბერი 2014 22:42
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სოციალურ ქსელში ბოლო დროს უფრო გააქტიურდნენ, ეს ტვიტერიც ახალია თორე მანდაც მოწინავე პოზიციაზე იქნებოდნენ
0
№5
ავტორი: RedTeen
20 სექტემბერი 2014 22:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ტვიტერზე ჯერ მარტო მე ყოველდღიურად დღეში 5ჯერ მაინც ვამოწმებდი გადმომსვლელების გვერდებს... :დ და წარმომიდგენია სხვები რა დღეში იყვნენ.. :დ რონალდო თუ გადმოვიდა მერე ნახეთ ზრდა..
0
№6
ავტორი: Geroge_mg
21 სექტემბერი 2014 00:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
საინტერესო იფოა 3d_5
0
№7
ავტორი: chudikone
21 სექტემბერი 2014 03:54
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ყველაზე მაგარი კლუბი მსოფლიოში !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№8
ავტორი: red devil
21 სექტემბერი 2014 07:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ბლინდს რა ეღირსა :D
0
№9
ავტორი: Best 7
21 სექტემბერი 2014 10:07
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Ra eghirsat bichebs!:D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top