თბილისი:
მანჩესტერი:
20-09-2014, 18:36
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2024,
კომენტარები: 6
რუნი: "ლუის რთული, მაგრამ კარგი პრობლემა აქვს"
უეინ რუნის შედეგის გაუმჯობესების იმედი აქვს.
რუნი:
წინა კვირას "ქპრ"-სთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" მიმდინარე სეზონში პირველ სამ ქულას დაეუფლა. "იუნაიტედმა" 4-0 იმარჯვა, თუმცა გაცილებით დიდი ანგარიშის დაფიქსირებაც შესაძლებელი იყო. გუნდის ენერგია და შეტევა უფრო მეტი გოლი გატანის საშუალებას იძლეოდა, თუმცა ამის შანსი მომდევნო შეხვედრაში, "ლესტერის" წინააღმდეგაც იქნება.

"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანს, უეინ რუნის იმედი აქვს, რომ მისი თანაგუნდელები კარგად თამაშს გააგრძელებენ და ახალწვეულებიც მალე დაიმკვიდრებენ თავს გუნდში.

"ქპრ" დიდებული იყო, ყოველთვის კარგია ისეთ თამაშში მონაწილეობის მიღება, რომელშიც გუნდები წინ მიიწევენ, სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ და გოლებს იტანენ. ამაღელვებელი დღე გამოდგა, რადგან რამდენიმე ფეხბურთელს სადებიუტო შეხვედრა ჰქონდა. დიდებული დღე იყო და საბედნიეროდ კარგი შედეგის მიღება მოვახერხეთ."

"მართლაც შთამბეჭდავი შესრულება იყო. ვარჯიშებზე ბეჯითად ვირჯებით და საათებს ვხარჯავთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ როცა სათამაშოდ გავალთ ერთად კარგად ვითამაშებთ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან რამდენიმე ახალწვეული გვყავს და დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ყველაფერი რიგზეა."

"ვფიქრობ, ეს გუნდისთვის და ქომაგისთვის დიდებულია. როცა ისეთ მსოფლიო-კლასის ფეხბურთელებს ვადევნებთ თვალს, რომლებიც ჩვენთან მოვიდნენ ეს ამაღელვებელ დროს ქმნის ჩვენთვის. ჩემთვის, როგორც მოთამაშისთვის, მნიშვნელოვანია გუნდში მიხვიდე და მასთან ერთად წარმატებას მიაღწიო."

"დარწმუნებული ვარ, გუნდის შერჩევა რთული პრობლემაა მწვრთნელისთვის, მაგრამ ეს კარგი თავსატეხია. ახლა უამრავი ფეხბურთელი გვყავს, რომელთაც შეუძლიათ შემოვიდნენ და ვითარება შეცვალონ."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
20 სექტემბერი 2014 18:24
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
თქვენ ისე ითამაშეთ, რომ გადარიოთ ლუი და მაგან იმტვრიოს თავი რომელი დაგაყენოთ და რომელი არა. კონკურენცია გაიზარდა და ეს ძალიან მახარებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Manchester_M
20 სექტემბერი 2014 18:56
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ძლივს ზამენაზე ნორმალური ხალხი გვიზის და რა გაწუწუნებს შეჩემალალა ტრამვები სულ თან გვზდევს და ნორმალური შემცვლელი მაინც გეყოლებათ :X
0
№3
ავტორი: Goginashvili777
20 სექტემბერი 2014 18:58
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
კონკურენცია მხოლოდ შეტევაში გაიზარდა . სკამზე იანუზაი ფალკაო ზიან ..
აი დაცვაში ?? ზამთარში გვინდა ცენტრალური მცველი ვარანეს სახით . ან სულაც ვლარი დროებით სანამ ბლეკეტი გამოცდილებას მიიღებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№4
ავტორი: dachi_mu
20 სექტემბერი 2014 19:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
xalxoo es kaii statiaa vetanxmebi shreks... Magram ager pirveli taimi morcha aston vila arsenali da velbbeks erti asisti da goli aqvs ukvee :) es unicho *** es
0
№5
ავტორი: GeorgeBest
20 სექტემბერი 2014 19:30
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბევრმა დატოვა გუნდი და არამგონია დიდად მოუხდეს იმაზე ფიქრი ვინ იქნება ძირითადში. ფორვარდებიდან ერთ ერთს მოუწევს სკამზე ჯდომა ალბათ. ერთი ისაა მთავარი იანუზაი არ დაიკარგოს დანარჩენს მოევლება
0
№6
ავტორი: Macklemore
21 სექტემბერი 2014 01:10
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ჩვენ სეზონი ქპრ-სთან მატჩში დავიწყეთ ფაქტობრივად და ვნახოთ აბა როგორ გავაგრძელებთ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top