თბილისი:
მანჩესტერი:
20-09-2014, 11:42
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2036,
კომენტარები: 6
ვის უნდა ვუფრთხოდეთ ხვალ
ლესტერის ვარსკვლავს მცირე მხარდაჭერის იმედიღა შერჩა.
ვის უნდა ვუფრთხოდეთ ხვალ
"ლესტერის" ახალი გმირი, ლეო ულოა არგენტინის პატარა ქალაქიდან მოდის.

მას კი ძალიან დიდი ოჯახი ჰყავს, რომელშიც ადრიან სეგუნდოც შედის. ის ულოას ბაბუა გახლავთ და ახლახანს გადაიტანა ოპერაცია, რის შემდეგაც ღმერთს კიდევ უფრო დაუახლოვდა. დღეს ის აუცილებლად ილოცებს შვილიშვილისთვის, რომ ლეომ წარმატებული სვლა მესამე ტურშიც გააგრძელოს.

28 წლის ულოას ანგარიშზე პრემიერ-ლიგის პირველ 4 შეხვედრაში 3 გოლია.

მაგრამ მისი გამოჩენა გუნდში ადვილად არ მომხდარა.

როცა როხო და დი მარია ადგილობრივ კლუბში ირიცხებოდნენ და ევროპაში დიდი თანხის სანაცვლოდ გადაბარგდნენ, ულოას 15 წლის ასაკში 1000 მილის გავლა მოუხდა, რათა "კოდოვო რივადავიას" რიგებში ეთამაშა.

ამის შემდეგ ბუენოს აირესში გადავიდა, რათა "სან ლორენცოში", "არსენალ სარანდიასა" და "ოლიმპიოში" ეთამაშა. ამის შემდეგ იგი ესპანეთში შეამჩნიეს და "კასტილიონსა" და "ალმერიას" რიგებშიც მოახერხა თამაში.

საბოლოოდ კი იგი "ბრაიტონმა" წაიყვანა, რასაც "ლესტერის" მიერ გადაბირება მოსდევდა.

თუმცა ულოასთვის უფრო მნიშვნელოვანი სწორედ ის ოჯახია, რომელიც მან ახალგაზრდულ ასაკში მიატოვა, რათა უფროსი ბაბუას, ხოსე ომარის სურვილი აესრულებინა.

ულოას მიერ გოლის აღნიშვნა "ოჯახის სიმბოლოს" გამოხატავს.

"ბაბუაჩემი მთელი ოჯახისთვის მნიშვნელოვანია. მას 11 შვილი ჰყავს. 6 ქალიშვილი და 5 ვაჟი"

"ეს დიდი ოჯახია. ის ყოველ უქმეებზე ჩვენთან ერთად იყო, საკვირაო ლანჩსა და "ბარბექიუს" ვაწყობდით."

"გრილთან მუდამ ის იდგა. სუფრის თავში ყოველთვის ის იჯდა, ირგვლივ კი მთელი ოჯახი."

"ჩემი ქალაქი "ლესტერს" უჭერს მხარს, მაგრამ დანარჩენი არგენტინა "მანჩესტერ იუნაიტედის" მხარეს იქნება."

"ამ შესანიშნავ პერიოდში წინა კვირას ბაბუამ მუცლის ოპერაცია გაიკეთა, მაგრამ ახლა კარგად არის."

"ჩამოსვლა არ შეუძლიათ. მამაჩემი ჩამოვიდოდა, რადგან ეს მნიშვნელოვანი შეხვედრაა, მაგრამ ალბათ ტელევიზორში ადევნებენ თვალს."

"იქნებ მომდევნო თვეში ჩამოვიდნენ და უყურონ."

"ესპანეთში სიტუაციიდან გამომდინარე წავედი. მე მყავდა ცოლი და ქალიშვილი სოფია. ვალდებული ვიყავი, რადგან მოვლენები კარგად არ ვითარდებოდა, ასე რომ, აუცილებელი იყო ესპანეთის მეორე დივიზიონში გადავსულიყავი."

"იმდენად ჩემი სურვილი არ იყო, რადმენადაც აუცილებლობა."

"ყველაზე მეტად დედაჩემი სწუხდა. მას სამი ვაჟი ჰყავს და მე უმცროსი ვარ. მამაჩემს და ჩემ ძმებს ფეხბურთი უყვართ და იცოდნენ, რომ ეს ჩემი ოცნება იყო."

"რთული იყო, მაგრამ ყველაფერმა ჩაიარა. ღირდა ამად."


წყარო: dailystar
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
20 სექტემბერი 2014 11:45
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
დიდად შეიძლება არ გაინტერესებდეთ ამ კაცის ისტორია, მაგრამ ხვალ არც კამბიასო, არც სხვა ფეხბურთელები, სწორედ ეს იქნება განსაკუთრებით სახიფათო... რა თქმა უნდა მთელ გუნდთან ერთდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Manchester_M
20 სექტემბერი 2014 12:00
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
"ჩემი ქალაქი "ლესტერს" უჭერს მხარს, მაგრამ დანარჩენი არგენტინა "მანჩესტერ იუნაიტედის" მხარეს იქნება."


შემოცოდა რაღაც ნაირად X:
0
№3
ავტორი: Donkirvala
20 სექტემბერი 2014 12:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 133
თავისი ოცნებისთვის კაცმა ყველაფერი გააკეთა! აბსოლიტურად ყველასგან იმსახურებს პატივისცემას
0
№4
ავტორი: GeorgeBest
20 სექტემბერი 2014 16:35
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
"რთული იყო, მაგრამ ყველაფერმა ჩაიარა. ღირდა ამად."


კაი კაცი wink ბაბუაშენიც კაი მასტია მარა წიანსწარ შეამზადე რო უშანსოდ ხართ winked
0
№5
ავტორი: manutd---10
20 სექტემბერი 2014 18:00
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
გული ისე დამწყდა გოლები გაგეტანოს ჩვენს კარში ოღონდ ჩვენ მოვიგებთ
0
№6
ავტორი: Macklemore
20 სექტემბერი 2014 19:44
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
იმედია ფეხის განძრევის საშუალებას არ მისცემენ ჩვენი მცველები!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top