თბილისი:
მანჩესტერი:
20-09-2014, 10:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1555,
კომენტარები: 5
"იუნაიტედის" დამარცხება ყველას სურს"
ლუი ვან გაალს შედეგის გაუმჯობესება სურს.
ლუი ვან გაალს იმედი აქვს, რომ "ქპრ"-ს დამარცხება მხოლოდ საწყისია.

"წითლების" მთავარი მწვრთნელის მიზანი "იუნაიტედის" იმ სიმაღლეებზე დაბრუნება, რომელზეც გუნდი სერ ალექს ფერგიუსონის დროს იმყოფებოდა - ლონდონელთა განადგურება კი ყველაფრის საწყისია.

ვან გაალს გაგრძელება სურს.

"ვფიქრობ, შედეგი ძალიან კარგი იყო - 4-0 კარგი შედეგია, მაგრამ ჩვენი თამაშის ხარისხითაც ძალიან ისიამოვნებდა გულშემატკივარი."

"იმედი მაქვს ამას კიდევ ერთხელ გავაკეთებთ, რადგანაც სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი და მატჩის დანიშნულება გულშემატკივართა გართობაა."

"ეს ადვილი არ არის, რადგან "იუნაიტედის" თითოეულ მოწინააღმდეგეს საუკეთესო თამაშის ჩვენების სურვილი აქვს. ამის დანახვა "სანდერლენდთან", "ბარნლისთან" შეგეძლოთ და ვფიქრობ ამასვე იხილავთ "ლესტერთან".

"გულშემატკივარი მოდის, ყოველთვის ბოლომდე სავსე და ფანტასტიური ატმოსფეროა და ამიტომაც ძალიან რთულია მატჩის მოგება."

"უნდა აღვნიშნო, როცა "ბაიერნისა" და "ბარსელონას" მწვრთნელი ვიყავი მაშინაც მსგავსი რამ ხდებოდა, რადგანაც ისინი თავიანთი ქვეყნის საუკეთესო გუნდები იყვნენ და ყველას სურდა მათი დამარცხება."

"იუნაიტედშიც" ამასვე ვგრძნობ და ასეთი სახის სპორტისთვის ეს კარგიცაა."

"მაგრამ ასევე უნდა ვთქვა, რომ ადვილი არასოდესაა ესპანეთის ლიგაში ან გერმანიის ლიგაში და იგივეა პრემიერ-ლიგაშიც."

"ლესტერმა" სახლში "არსენალი" მიიღო, შემდეგ "ჩელსის" გასვლაზე ეთამაშა და ერთი საათის განმავლობაში ანგარიში 0-0 იყო, ასე რომ, არ ვფიქრობ, რომ კვირას ადვილი შეხვედრა გვექნება."

"ლესტერის" ხასიათი ამაღლებულია, მაგრამ მე რა თქმა უნდა გაგრძელება და გასული კვირის დონის გაუმჯობესება მსურს."


ვან გაალმა მსოფლიო ჩემპიონატზე ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად მიღწეული წარმატების შემდეგ "იუნაიტედშიც" 3-5-2 სქემიანი ტაქტიკა დანერგა და პირველი ოთხი ოფიციალური შეხვედრა სწორედ ასეთი ტაქტიკით ითამაშა - "სუონსის", "სანდერლენდის", "ბარნლისა" და "მკ დონსის" წინააღმდეგ.

თუმცა კვირას, "ქპრ"-სთან შეხვედრაში გუნდი 4-4-2 ფორმაციით გამოვიდა.

"მე უკვე ვთქვი, რომ ასეთი სისტემით მოთამაშეთა ხარისხის გამო ვთამაშობდით, ახლა კი კარგი ფეხბურთელებიც დავიმატეთ."

"შემდეგ უნდა გადახედო მოთამაშეთა ხარისხს, უნდა მიიტანო მათთან ფილოსოფია, რომელიც ჩვენ გვაქვს და შემდეგ სისტემასაც მიიღებ. თუმცა შეცვლაც შესაძლებელია. ჯერ გადაწყვეტილი არ არის."


წყარო: manchestereveningnews
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
20 სექტემბერი 2014 10:27
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ყოველთვის ასეა - განსაკუთრებულ მოწინააღმდეგესთან ყველა გუნდი განსაკუთრებული მოტივაციით ივსება და რადიკალურად განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს. ზოგი რა თქმა უნდა ვერაფერს აღწევს ამით, მაგრამ ზოგს ჟინის ხარჯზე გააქვს თავისი.

ლესტერიც კერკეტი კაკალია და ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ პირველ გოლს თუ დროულად გავუტანთ მერე მარტივად მოვიგებთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
20 სექტემბერი 2014 10:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ყველაზე მეტად რაც ვან გაალში მომწონს არის ის , რომ სულ რეალურად მსჯელობს და ლაპარაკობს ( მოიესისგან განსხვავებით). მთავარი ის არის, რო ვან გაალი დარწმუნებულია თავის თავში და ჩემი აზრით მწვრთნელის წარმატებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ საკუთარი თავის რწმენაა!!!
0
№3
ავტორი: Manchester_M
20 სექტემბერი 2014 11:21
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ზედიზედ 5 მოგება იყოს 10 არცეგაა პრობლემა :D მაგარი წელში გავიმართებით როგორც ფსიქოლოგიურად ასევე ცხრილშიც წინ წავიწევთ :) წარმატებები !!!!! პირველი გოლი ყოველთვის აუცილებელია მაგრამ ქამბექები არასდროს გვიჭირს :)
0
№4
ავტორი: GeorgeBest
20 სექტემბერი 2014 16:41
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
"მე უკვე ვთქვი, რომ ასეთი სისტემით მოთამაშეთა ხარისხის გამო ვთამაშობდით, ახლა კი კარგი ფეხბურთელებიც დავიმატეთ."


მაგარი კაცი wink ხო ისე შარშან ყველამ მოგვიგო ვისაც მოგება უნდოდა და რეკორდები დავამხეთ. ერთი არსენალი დარჩა მარა ეგენი ჩვენი ჩმორები იყვნენ არიან და იქნებიან love
0
№5
ავტორი: Macklemore
21 სექტემბერი 2014 01:15
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ძაან მომეწონა ის ტაქტიკა, რომელიც ქპრსთან იყო. დაიმონდმა გაამართლა და საკვანძო ფიგურა ბლინდი იყო. შოუზე მეფიქრება, 30 მილიონი პატარა თანხა არაა და შეძლებს იმედების გამართლებას?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top