თბილისი:
მანჩესტერი:
20-09-2014, 09:46
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1989,
კომენტარები: 10
"პრივილეგია მხოლოდ რუნის აქვს"
ადგილი გარანტირებული არავის აქვს კაპიტნის გარდა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ მის მოთამაშეთაგან არავის არ აქვს ადგილი გარანტირებული სასტარტო შემადგენლობაში, გამონაკლისი მხოლოდ კაპიტანია.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გამოჩენილმა ფეხბურთელებმა კლუბში კონკურენცია მაღალ დონეზე აიყვანეს - ამიერიდან თითოეულ ფეხბურთელს ძირითადისთვის ორმაგი ბრძოლა მოუწევს.

"არ ვფიქრობ, რომ რომელიმე ფეხბურთელს ადგილი გარანტირებული აქვს. მხოლოდ კაპიტანი სარგებლობს პრივილეგიებით. სხვა მოთამაშეებს არავითარი პრივილეგიები არ გააჩნიათ. ეს თითოეულმა ფეხბურთელმა იცის და ამის ნახვა გუნდის ჩემეული მმართველობის ხილვით შეგიძლიათ - ჩემმა კაპიტანმა და მეკარემ ყოველთვის უნდა ითამაშონ."

პრემიერ-ლიგის უკანასკნელ შეხვედრაში ლუი ვან გაალმა 3-5-2 ტაქტიკაზე უარი განაცხადა და 4-2-2 ტაქტიკაზე გადაერთო, თუმცა ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ გახლავთ, რამეთუ ახალწვეულები უფრო ფართო არჩევანსაც ტოვებენ.

"სეზონი არსებული ფეხბურთელების ხარისხის გამო სხვა სქემით დავიწყე. ახლა შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს და მათ ხარისხს უნდა დავაკვირდეთ, რათა ჩვენი ფილოსოფია მოვარგოთ. სქემის შეცვლა ჯერ კიდევ შეიძლება, ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება."

წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
20 სექტემბერი 2014 09:49
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ჩემმა კაპიტანმა და მეკარემ ყოველთვის უნდა ითამაშონ."


ოფლი მოიწმინდა დე ხეამ. 3d_2


სქემის შეცვლა ჯერ კიდევ შეიძლება

3d_9
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
20 სექტემბერი 2014 10:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
RojoDiablo,
ვერ დაგეთანხმები, იმიტო რო დე ხეას ყველაზე ნაკლებად აქვს ოფლი მოსაწმენდი. და საერთოდ რუნი და დე ხეა რო დღევანდელი მანჩესტერის განუყოფელი ნაწილები არიან მაგას მგონი მტკიცება არ ჭირდება.

0
№3
ავტორი: RojoDiablo
20 სექტემბერი 2014 10:29
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ვახო ( G G M U),
ვიხუმრე კაცო ვიხუმრე - ყველაფერს ზედმეტი სერიოზულობით ნუ მოეკიდები ვახო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: AkkRed
20 სექტემბერი 2014 10:30
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ვახო ( G G M U),
იანგი?
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
20 სექტემბერი 2014 10:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
RojoDiablo,
არა ისე კი გავიფიქრე რო სერიოულად ნათქვამი არ გექნებოდა, მარა მაინც ხო იცი, ფეხბურთელი რომელიც გიყვარს ყველასგან იცავ wink AkkRed,
იანგმა რამდენი ოფლიც არ უნდა მოიწმინდოს ძირითადში მაინც ვერ იქნება ( მე ესე მგონია ყოველშემთხვევაში wink )
0
№6
ავტორი: RojoDiablo
20 სექტემბერი 2014 10:44
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ვახო ( G G M U),
ნახე ეხლა იანგზე რა გავაძრო :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: Manchester_M
20 სექტემბერი 2014 11:19
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
აბა დაერხათ ზამენის მეკარეებს :X ისედაც არ აძლევდა დავითა თამაშის საშუალებას და ახლა მთლად :X
0
№8
ავტორი: chudikone
20 სექტემბერი 2014 11:38
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
იანუზაი არ მინდა დაიჩაგრომ მხოლოდ..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№9
ავტორი: GeorgeBest
20 სექტემბერი 2014 16:42
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პერსისაც აქვს wink კაპიტანს, მეკარეს და შენს პერსის wink
0
№10
ავტორი: Macklemore
20 სექტემბერი 2014 19:51
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
იმედია პერსის არ ამოიჩემებ! წინა თამაშში ვერ ითამაშა და ფალკაო უნდა დააყენო ძირითადში ლესტერთან!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top