თბილისი:
მანჩესტერი:
19-09-2014, 10:39
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1395,
კომენტარები: 4
კინი იჯარას ადგილის მოსაპოვებლად გამოიყენებს
მაიკლ კინს "იუნაიტედში" თავის დამკვიდრების იმედი აქვს.
კინი იჯარას ადგილის მოსაპოვებლად გამოიყენებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურმა მცველმა, მაიკლ კინმა განაცხადა, რომ "ბარნლიში" განათხოვრებას იგი "იუნაიტედში" დასაბრუნებლად და მწვრთნელზე შთაბეჭდილების მოსახდენად გამოიყენებს.

"ვფიქრობ, ეს ჩემი კარიერის უმნიშვნელოვანესი პერიოდია. ნათელია, რომ აქამდე იჯარით გადავსულვარ, მაგრამ ეს ჩემპიონშიპში ხდებოდა, ახლა კი უდიდესი ნაბიჯი გადავდგი პრემიერ-ლიგისკენ."

"მინდა საკუთარ თავს დავუმტკიცო, რომ ამ დონეზე თამაში შემიძლია და ვფიქრობ არ არსებობს უკეთესი ადგილი, ვიდრე "ბარნლი". უკანასკნელი სატრანსფერო დღე ნერვიული გამოდგა და არ ვიცოდი რა მოხდებოდა, მაგრამ საღამოს 5 საათზე ჩემმა ძმამ დამირეკა და მითხრა, რომ მას "იუნაიტედიდან" დაურეკეს, ჩემით "ბარნლი" ინტერესდებოდა. როცა გავიგე, რომ პრემიერ-ლიგაში თამაშის შანსი მეძლეოდა და ის უფრო დიდი შანსი იყო, ვიდრე "იუნაიტედში" მომეცემოდა, შევეცადო ამ შანსს ჩავჭირდებოდი."

"შონ დიში "სტ. ჯორჯ პარკზე" მოვიდა იმ ღამით, რათა დავერწმუნებინე, რომ ეს სწორი ადგილი იყო ჩემი წასვლისთვის. როგორც კი გავესაუბრე, მაშინვე დავთანხმდი და გამოწვევას მოუთმენლად დაველოდე."

"უდიდესი გამოცდილება იყო "სანდერლენდთან" "იუნაიტედის" რიგებში თამაში და ეს არის ის, რისი კეთებაც ჩემი კარიერის ამ ეტაპზე მსურს. გაუმჯობესებისთვის კარი ყოველთვის ღიაა და "ბარნლის" სწორედ ამ კუთხით განვიხილავ."

"საბედნიეროდ ბურთით კარგად თამაში შემიძლია, მაგრამ უპირველესყოვლისა თავდაცვა უნდა გავაუმჯობესო და ნაკლოვანებები ჩამოვიშორო. ხანდახან გჭირდება აზრიანი ფეხბურთი ითამაშო, კარიერის ასეთ დონეზეც კი. იმედი მაქვს რამდენიმე გოლით გუნდს დავეხმარები და იმდენად კარგად ვითამაშებ, რამდენადაც შემიძლია."

"ყოველთვის მიყვარდა საჯარიმოში შესვლა და გოლის გატანის მცდელობა. ვარჯიშების შემდეგ დამატებით ვვარჯიშობ თავით დარტყმაში და თავით გოლის გატანაშიც. რადგანაც ამაზე ხშირად ვმუშაოვ, თამაშის დროს დარწმუნებული ვარ, რომ თუ შანსი მექნება აუცილებლად გავიტან."


კინს იმედი აქვს, რომ "ოლდ ტრაფორდზე" უკეთეს ფეხბურთელად დაბრუნდება და ლუი ვან გაალის გეგმებში ადგილს დაიმკვიდრებს.

"პირველ რიგში მინდა რაც შეიძლება მეტი შეხვედრა ჩავატარო, რათა ყველას დავუმტკიცო, რომ პრემიერ-ლიგის დონეზე თამაში შემიძლია. მინდა ამ დონეზე ცნობადი სახე გავხდე და "ბარნლის" პრემიერ-ლიგაში ადგილის შენარჩუნებაში დავეხმარო."

"რა თქმა უნდა, რადგანაც ერთ ლიგაში ვართ, მე "იუნაიტედის" წინააღმდეგ მომიწევს თამაში და იმედი მაქვს ამ დროისათვის უკვე მეცოდინება რას ნიშნავს პრემიერ-ლიგა, რაც დამეხმარება."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
19 სექტემბერი 2014 10:43
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ამიტომაც არის იჯარა კარგი. "ოლდ ტრაფორდზე" მოგიწევს აწი დაბრუნება და აბა შენ იცი, გაზრდილი ჩამოდი. თუმცა კიდევ ერთ მცველს თუ დავიმატებთ ძალიან გაგიჭირდება ადგილის დამკვიდრება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
19 სექტემბერი 2014 14:58
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არ მევასება ეს მაგრად და არც დიდად იმედი მაქვს რ გაამართლებს
0
№3
ავტორი: VaRdo
19 სექტემბერი 2014 15:10
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მე არ მაქვს ამის დიდი იმედი და რავი ვნახოთ. სუ რომ იფრინოს 1 კაი მცველი მაინც გვინდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№4
ავტორი: Manchester_M
19 სექტემბერი 2014 15:42
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ახლა არ არის მაღალი დონის მაგრამ სამომავლოდ თუ კარგად განვითარდება ეს და ბლეკეტი კაი წყვილი იქნება :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top