თბილისი:
მანჩესტერი:
19-09-2014, 10:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1824,
კომენტარები: 8
დრინქუოტერი "იუნაიტედს" ელოდება
ყოფილი "ეშმაკი" "იუნაიტედთან" თამაშს მოუთმენლად ელოდება.
დრინქუოტერი
"ლესტერის" ნახევარმცველი, დენი დრინქუოტერი "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრას მოუთმენლად ელოდება. შეგახსენებთ, რომ დენი "იუნაიტედის" აკადემიის აღზრდილია.

"მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ-ლიგის მეოთხე ტურში ახალწვეულს, "ლესტერ სიტის" დაუპისპირდება და ლუი ვან გაალის შეგირდები გასვლით შეხვედრაში მეორე მოგების აღებას შეეცდებიან.

"ასეთ მოწინააღმდეგესთან შეხვედრას მღელვარებით თუ შეხვდები ეს ნეგატიურ ეფექტს მოახდენს. მოხარული ვიქნები საკუთარი თავის "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გამოცდით და არ ვიფიქრებ იმ მყვირალა სახელებზე, რომელიც მათ შემადგენლობაში გახლავთ. ლუი ვან გაალმა ყველაფერი რადიკალურად შეცვალა და ეს უფრო უკეთ წინა უქმეებზე გამოჩნდა. ეს გასაოცარია ჩემთვის, როგორც ქომაგისთვის.

ვფიქრობ, კვირა ცოტათი გიჟური გამოვა, რადგან მე "იუნაიტედის" ქომაგი ვარ, მაგრამ მას მოუთმენლად ველოდები. საბედნიეროდ, ჩემი ოჯახი "ლესტერს" დაუჭერს მხარს ჩემ გამო, მაგრამ ისინიც "იუნაიტედის" ქომაგები არიან. გამიხარდება წითლების გამარჯვება სხვა შეხვედრებში, მაგრამ არა ამჯერად."


"მელიებს" საკუთარ შემადგენლობაში რამდენიმე ყოფილი "მანკუნიანელი" ჰყავთ - დენი სიმპსონი და ტომ ლოურენსი უკანასკნელი გადასულები არიან და ისინი შეუერთდნენ დრინქუოტერს, რიჩი დე ლაეტსა და მეტი ჯეიმსს. ნიკ პაუელი იჯარის წესით არის გადასული და თითოეული მათგანი რა თქმა უნდა "ლესტერის" სასარგებლოდ გაირჯება.

"ეს დიდებულია და სწორედ ამან გახადა მათთვის თავის დამკვდრება ადვილი. ჩვენ გუნდში კარგი ბალანსია და ამ სეზონის გამოწვევებს დიდი მოლოდინით ვხვდებით. რამდენიმე რთული შეხვედრა გვქონდა, მაგრამ უფრო მეტი წინ გველოდება. ამიტომაც წინსვლა უნდა გავაგრძელოთ."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
19 სექტემბერი 2014 10:21
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
6 მანჩესტერელია გუნდში am აუცილებლად უნდა მოვიგოთ. "ქპრ"-ს შემდეგ ამათთან რომ დავკარგოთ ქულები განიავდება წარმატება.

დრინქუოტერს დედა როგორ მიმართავს ნეტა წყალი დალიეო?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: deqstera
19 სექტემბერი 2014 11:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
ისე არამხოლოდ ზევით ჩამოთვლილები, იყვნენ მანჩესტერში არამედ 2კიდე ორი ახალგაზრდა!

19წლის ჯეკ ბარმბი რომელიც მანჩესტერის აღზრდილია, ჯერ განათხოვრებით იყო Hartlepool-ში და წელს უკვე თავისუფალ აგენტად გადავიდა ლესტერში!
19წლის ლუის როვლეი მანჩესტერის აკადემიაში იყო და ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზეც თამაშობდა 2013წელს, ისიც ასევე წელს გადავიდა!!

8 - მანჩესტერელი ყოლიათ გუნდში და პლიუს მეკარე, კასპერ შმეიხელი რომელიც პეტერ შმეიხელის შვილი! :)))

კ.შმეიხელი
დე ლაეტი-ლ.როვლეი-დ.სიმპსონი
მ.ჯეიმს-დრინქუოტერსი-პაუელი-ლ
0
№3
ავტორი: GeorgeBest
19 სექტემბერი 2014 14:39
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
შმეიხელის შვილიც ამათ ჰყოლიათ. ავავსეთ მანჩესტერელებით

პაუელის განათხოვრება უფრო გამისწორდა აქ პრემიერ ლიგაში რადგან იქნება
0
№4
ავტორი: VaRdo
19 სექტემბერი 2014 15:13
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ზეგ 3 ქულა დაიდება და შენ თუ გინდა გეწყინოს winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№5
ავტორი: Manchester_M
19 სექტემბერი 2014 15:41
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ზეგ 3 ქულას ველი მხოლოდ !!!!
0
№6
ავტორი: red devil
19 სექტემბერი 2014 16:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
არ შეიძლება ამათთან ქულების დაკარგვა
0
№7
ავტორი: Best 7
19 სექტემბერი 2014 17:00
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Lesters davamxobt!
0
№8
ავტორი: deqstera
19 სექტემბერი 2014 18:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
სიმართლე ვთქვა არვიცნობ ლესტერის შემადგენლობას, ერთი შმეიხელია თუ წაუვიდა თამაში შეუძლებელი ხდება გოლის გატანა და პლიუს კამბიასო მაინც მაგარია ...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top