თბილისი:
მანჩესტერი:
18-09-2014, 22:25
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2025,
კომენტარები: 6
16 თავის განხილვა რიოს წიგნიდან
რიო ფერდინანდის წიგნის მოკლე მიმოხილვა.
16 თავის განხილვა რიოს წიგნიდან
1. დევიდ მოიესს სურდა, რომ გუნდს ერთ თამაშში 600 პასი გაეკეთებინა.

ეს ძალიან ბევრია. უფრო მეტია, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის ფინალში 120 წუთის განმავლობაში მადრიდის "რეალს" დასჭირდა. ორჯერ მეტი, ვიდრე ჰოლანდიის ნაკრებს დასჭირდა ესპანელთა განადგურებისთვის. სხვათაშორის, ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებმა იმ მატჩში სწორედ 600 პასი გააკეთეს, რაც კარგად აჩვენებს მოიესის ტაქტიკის უაზრობას. რატომ უნდა აიძულო მოთამაშე ზედმეტი პასი აკეთოს? თუ ის უნდოდა, რომ მის ფეხბურთელებს მთელი მატჩის განმავლობაში უკან დაებრუნებინათ ბურთი, ამას ნამდვილად მიაღწია.

2. სვენ-იორან ერიკსონი შესაძლოა მოსაწყენია, მაგრამ ხუმრობა ნადმვილად ესმის.

რიო ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი იყო, როცა გაზეთები ერიკსონისა და ფრი ალამის ურთიერთობაზე წერდნენ. როცა რიო და რუნი ტელევიზორს ერთად უყურებდნენ, ეკრანზე გოგოანს სახე გამოჩნდა.

"შეხედე!" - წამოიძახა რიომ - "დაგენაძლევები, რომ მთელი სახლის ტერიტორიაზე ათრევდა"

"სიმართლე გითხრათ მთლად ასეც არ იყო." - მსუბუქი, სკანდინავიური ხმა გაისმა ზურგს უკან.

დიახ, ეს სვენი იყო, ფერდინანდის მასხრად ამგდები.

16 თავის განხილვა რიოს წიგნიდან


3. რიოს კარადის მოწესრიგება არ უყვარს.

როცა ფერდინანდი კარინგტონიდან ნივთების წასაღევად მოვიდა, თავის კარადაში ათი წლის განმავლობაში ხელუხლებელი ნივთები აღმოაჩინა. მაგ. ისეთი, როგორიც ძველი დეზოდორანტი და ტელეფონია. იქნებ 2003 წლის დოპინგ-ტესტის ჩანაწერიც იპოვა.

4. ფეხბურთელს პარასკევს კარტოფილი ფრი არ უნდა აუკრძალო.

"იუნაიტედში" არსებობს ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელები თამაშამდე კარტოფილ ფრის მიირთმევენ. დანიშვნიდან ერთი კვირის შემდეგ კი დევიდ მოიესმა აკრძალა და როგორც რიო ამბობს, ამისთვის არავითარი მიზეზი არ ჰქონია (თუმცა რამდენიმე მიზეზის მოფიქრება თავადაც შეგიძლიათ). რიო ერთ-ერთმა პარტნიორმა, რაიან გიგზის დანიშვნიდან რამდენიმე წუთში განაცხადა: "რაიანი უნდა ვნახოთ. ის უბრალოდ ვალდებულია ჩვენი წყეული კარტოფილი დაგვიბრუნოს." არადა ამბობენ, ფეხბურთელს მხოლოდ ფული სჭირდებაო.

5. სერ ალექსის მობოდიშების პირველი მაგალითი.

რამდენიმე წლის წინ რიომ უარი განაცხადა რასიზმის საწინააღმდეგო მაისური ჩაეცვა, მიუხედავად იმისა, რომ ფერგიუსონმა პრეს-კონფერნციაზე პირობა დადო, მაისურს ყველა ჩაიცვამსო. ფერგიუსონი გაბრაზდა და რიოს კვირის ხელფასი დაუკავა, მაგრამ რამდენიმე დღეში აზრი შეიცვალა: "შეცდომებს იშვიათად ვაღიარებ, მაგრამ შენს დაჯარიმებას არ ვაპირებ. შენთან ადრეც უნდა მესაუბრა."

6. იქნებ რონალდუს წასვლის მიზეზი ხუმრობები იყო.

რიო იხსენებს მომენტს, როცა რონალდუ გასახდელში საშინლად ვიწრო ჯინსებში მივიდა. ერთ-ერთმა პარტნიორმა წამოიყვირა: "ჰეი, შენს კვერ***ბზე ვენებს ვხედავთ, რა ჯანდაბაა?" იქნებ სწორედ მაშინ მიხვდა რონალდუ, რომ მადრიდში გადასვლა უნდოდა.

16 თავის განხილვა რიოს წიგნიდან


7. ერთ-ერთი ფეხბურთელი მწვრთნელის ოფისში განაცხადში ვერ მოხვედრის გამო ტიროდა. გამოიცანით ვინ იყო ის.

რიო ამჟღავნებს, რომ ის 19 წლის ბიჭი იყო. ამ ასაკში მაშინ ნიკ პაუელი, ტონ ლოურენსი, ტაილერ ბლეკეტი და ადნან იანუზაი გახლდათ. აბა, თითს რომელს დაადებთ?

8. რიოს რობი სევიჯი და კოუი ბარტონი არ უყვარდა, მაგრამ ახლა ისინი ცუდებად აღარ მიაჩნია.

The Sun -ს რიო ვიდეოინტერვიუს აძლევდა, რომელშიც იგი გვასწავლიდა, თუ როგორ უნდა ესაუბრო შენთვის არასასიამოვნო ხალხს და ზემოხსენებული პირები ამ სიის სათავეში იყვნენ. ასე იყო მანამ, სანამ ისინი მოედანს მიღმა არ იხილა. ბარტონის შესახებ რიო ასე ამბობს: "კარგად არ ვიცნობდი, მაგრამ ესეც საკმარისი იყო, რომ ჯოულისთან კარგი დამოკიდებულება არ მქონოდა. ახლა კი ვხედავ, რომ კარგი ბიჭია. რობის კი ხანდახან სიგიჟემდე მივყავარ, მაგრამ სულაც არ არის ცუდი ბიჭი."

9. არასდროს - ვიმეორებთ, არადროს - არ სთხოვოთ რიოს ვარჯიშებზე ბურთი ორი შეხევით დაამუშავოს. ეს თუ მაინც გააკეთეთ, არავითარ შემთხვევაში არ ივარჯიშოთ მასთან ერთად.

რიო მოიესს იმის გამო აკრიტიკებს, რომ მან უმხრივი მატჩები აკრძალა, რომელიც "იუნაიტედში" ტრადიცია იყო და ის თამაშით ორი შეხებით დამუშავებას ემსახურებოდა. სტივ მაკლარენი ასევე კრიტიკის ქარცეცხლში იქნა გატარებული მოთამაშეებისადმი ზედმეტი ფამილარობის გამო: "ის ჯონ ტერის "ჰეი ტი"-ს ეჯახდა, ლამპარდს კი "ლემპს"-ს და ჩვენთან ერთად დგომა უყვარდა, როცა ორი შეხებით ვთამაშობდით."

10. რიო ხუმრობების ახალ სერიას ამზადებს.

კარიერის დასრულების შემდეგ რიომ გახუმრება გადაწყვიტა. თუ კი რომელიმე ქომაგს ჰგონია, რომ World Cup Wind-Ups в 2006 სერიაზე სასაცილო და ხარისხიანი არაფერი იქნება, რიო საწინააღმდეგოს დამტკიცებას აპირებს. "შემიძლია ყველაფერი გაცილებით უკეთ ვაკეთო, როცა არაფერი მიფანტავს ყურადღებას."



11. რიოს ბავშვები სიხარულით არ შეხვედრიან მამის "ქპრ"-ში გადასვლას.

ლორენცმა, ტეიტმა და ტაიამ კლუბის სტადიონის ზომაზე ჰკითხეს. როცა რიომ უპასუხა, ბიჭებმა გამოსვრეს: "უი, რა პარატაა." მამის მხარდასაჭერად შესანიშნავი მეთოდია ბავშვებო!

12. როცა ეშლი კოული ჯონ ტერის რასისტული გამონათქვამის გამო ჩვენების მისაცემად მიიწვიეს ეშლი ძალიან გაბრაზდა, რადგან მას არდადეგების შეწყვეტა მოუხდა.

რიოს თანახმად, საუბარი ასე წარიმართა: ფერდინანდმა რიოს შეტყობინება დაუტოვა, რომელშიც მითითებული იყო, რომ თუ ის ანტონის წინააღმდეგ მისცემა ჩვენებას ისინი ურთიერთობას შეწყვეტდნენ. ეშლიმ კი უბრალოდ უთხრა, რომ მას უბრალოდ არჩევანი არ აქვს: "გგონია ჩემი არდადეგების შეწყვეტა და ამ სიბინძურეში გარკვევა მსურს? მაიძულებენ ამის გაკეთებას." ასე რომ, მოდით ხელახლა გავიხსენოთ საქმის ვითარება და საბოლოოდ გავარკვიოთ ამ სიტუაციის მსხვერპლი: კოულის არდადეგები.

13. თეთრი კოსტიუმი? ბორტგამცილებელის ფორმა. რიო ამ დრომდე იცავს მას.

"მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის გაფორმება ჩემი ცხოვრების საუკეთესო მომენტი გახდა" - ასე დაიცვა რიომ თავისი საზიზღარი კოსტიუმი. და რას იტყვით ნარინჯისფერ კოსტიუმზე, რომელსაც ფერდინანდი მსოლფიო ჩემპიონატზე იცვამს? "დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ ეს სასწაული კოსტიუმია. რამდენიმე წელი გავა და თითოეული თქვენგანი გაიგებს მის მშვენიერებას."

16 თავის განხილვა რიოს წიგნიდან


14. ფერდინანდის მიერ "იუნაიტედის" დატოვების შესახებ ედ ვუდვორდმა განაცხადა.

ეს სეზონის უკანასკნელი შეხვედრის დასრულებისთანავე მოხდა. საპასუხოდ რიომ ბურთი ითხოვა, რომლითაც გუნდები თამაშობდნენ და თითოეული გუნდის წევრს ხელის მოწერა სთხოვა. ალბათ ვუდვორდს არ ერგო ასეთი პატივი.

15. გლენ ჰოდლი ინგლისის წარმატებული მომავლის მთავარი ფიგურა იყო.

რიო გლენის გაშვებას "ტრაგედიას" უწოდეს და ირწმუნება, რომ თავად ის საუკეთესო ფეხბურთელი იქნებოდა ჰოდლო გუნდში რომ დარჩენილიყო.

16. რიო და მოიესი ღვთისნიერი მწვრთნელები იქნებოდნენ.

ძალიან უცნაურია, თუ კი იმ კრიტიკას გავითვალისწინებთ, რაც თავად რიომ გაიმეტა მოიესისთვის, მაგრამ წიგნში ესეც წერია. ფერდინანდის მთავარ საწუწუნო თემა კლუბში "პატარა კლუბის მენტალიტეტი" იყო. შემდეგ განჩნდა გაურკვეველი დამოკიდებულება ვინგერებისადმი, გრძელი გადაცემებისადმი, "ბაიერნთან" მატჩამდე სტანდარტული მდგომარეობის საჯარო დამუშავებისადმი.

თუმცა რიო დევიდის მიმართ პატივისცემას არ მალავს: "ის ძალიან მოკრძალებული ადამიანი იყო და არავის შეეძლო მასზე მეტად გარჯილიყო." ახლა კი წარმოიდგინეთ მოიესის სიბეჯითე და რიოს ტაქტიკური გენიოსობა. წარმოიდგინეთ რა იქნებოდა მოიესის სურვილისა (600 პასი) და ფერდინანდის ხედვის შერწყმა: "მირჩევნის 5 გოლის ათი პასით გატანა". ახალი ტაქტიკა ერთ თამაშში დაახლოებით 300 გოლს მოიტანდა. ეს ალბათ საკმარისიც იქნებოდა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" სამუშაო არც ერთ მათგანს არ დაეკარგა.

16 თავის განხილვა რიოს წიგნიდან


წყარო: telegraph
სტატიები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
18 სექტემბერი 2014 22:26
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მე პირადად ზოგ რამეზე ბევრი ვიცინე და თქვენც გაგეცინებათ (ალბათ).

საერთო ჯამში მაგრად მინდა ამის წიგნის წაკითხვა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: BERDI
18 სექტემბერი 2014 23:19
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
საინტერესო იყო ყოჩაღ. იმედია რონალდო მაგ მიზეზით არ გადსულა რეალში wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№3
ავტორი: GeorgeBest
18 სექტემბერი 2014 23:20
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ეს და თავის ხუმრობები wink მაგარი კაცია და მაგრად ვაფასებ

ერთი სული მაქვს ამის წიგნი როდის გამოვა, იქნებ ქართულადაც მოხერხდეს მერე
0
№4
ავტორი: Best 7
18 სექტემბერი 2014 23:55
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
რიო მაგარი ტიპია რაა wink

რიო მაგარი ტიპია რაა wink
0
№5
ავტორი: RedTeen
19 სექტემბერი 2014 02:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
მაგარი ხუმარაა.. wink რიო love
0
№6
ავტორი: Manchester_M
19 სექტემბერი 2014 15:36
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
სგ კაი იყო ავტორ !!! wink
მოტკეცილი შარვლები როგორც ეტყობა არ იყო მოდაში მაშინ :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top