თბილისი:
მანჩესტერი:
18-09-2014, 21:22
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2182,
კომენტარები: 6
მაკარიმ შოუ შეაქო
ლუკ შოუმ რეზერვებში მატჩში კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
მაკარიმ შოუ შეაქო
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა, ლუ მაკარი ლუკ შოუს თამაშით მოხიბლულია. შეგახსენებთ, რომ ტრავმის მოშუშების შემდეგ შოუ "იუნაიტედის" რეზერვებში "სანდერლენდის" წინააღმდეგ გავიდა მოედანზე.

"სანდერლენდთან" შეხვედრაში მართლაც კარგად წარმოაჩინა თავი, მაგრამ მას უკეთ თამაშიც შეუძლია, რაც წინა წელს დაამტკიცა. უფრო მეტიც, მას ჯერ კიდევ მაშინ ვადევნებდი თვალს, როცა "საუთჰემპტონის" რეზერვებში თამაშობდა. ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, რომ ის ინგლისური ფეხბურთის მომავალია."

"შოუსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების ახალ რეალობას შეეგუოს. მან შესანიშნავად ჩაატარა წინა სეზონი და მსოლფიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების წევრი იყო, რის შემდეგაც მის ტრანსფერში ძალიან ბევრი ფული გადაიხადეს. 6 თვეში მისი ცხოვრება თითქმის მთლიანად შეიცვალა. ნებისმიერი ახალგაზრდა ბიჭისთვის ეს რთული იქნებოდა."

"რეზერვების შემადგენლობაში ლუკ შოუს დანახვით ბევრი შოკირებული დარჩა. მაგრამ იმ დროს, როცა მე ვთამაშობდი ფეხბურთს, რეზერვებში გამოსვლა კარგი სათამაშო პრაქტიკა გახლდათ. საუბარია არა იმაზე, თუ როგორ თამაშობ, არამედ იმაზე, რომ შენ სათამაშო პრაქტიკა გეძლევა და ფორმას იმაღლებ. მიხარია, რომ ლუი ვან გაალი ამ დროს უბრუნდება. მწვრთნელს არ სურს, რომ ლუკი ძირითადში უცებ დააბრუნოს, ამიტომაც თანდათან აკეთებს ამას."


წყარო: redevils.ru
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
18 სექტემბერი 2014 21:25
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მოუთმენლად ველოდებით ამის დაბრუნებას და შემდეგი მოვლენების განვითარებას. რა მოუვა როხოს, რა მოუვა ბლეკეტს, რა მოუვა სამ მცველიან ტაქტიკას...კი შეცვალა ქპრ-სთან, მაგრამ ნეტავ სულ თუ თქვა უარი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: A.HERRERA
18 სექტემბერი 2014 22:19
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
RojoDiablo, wesit rojo unda iyos shows mtavari konkurenti dziritadistvis Mara orive ro dzaan magaria
0
№3
ავტორი: GeorgeBest
18 სექტემბერი 2014 23:15
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
A.HERRERA,
როხო ჯონსს შეუწყვილდება ცენტრში. შოუ უკონკურენტოა გუნდში და არც როხოს პოზიციაა მარცხენა ფლანგი
0
№4
ავტორი: General 171
19 სექტემბერი 2014 15:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 81
shou ki magaria magram jer jerobit mainc rojo jobia flangzec..
0
№5
ავტორი: Manchester_M
19 სექტემბერი 2014 15:26
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
RojoDiablo,
არამგონია სამუდამოდ ეთქვა უარი მაგ ტაქტიკაზე და ასე უცებ ეღალატა მისი ფილოსოფიისთვის :)
0
№6
ავტორი: Man-United
20 სექტემბერი 2014 03:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
Manchester_M,
ფილოსოფიას და ტაკტიკას ნუ გაუტოლებთ ერთმანეთს რადგანაც ტაქტიკა უფრო სწორად ფორმაცია შეცვალა ეგ სულაც არ ნიშნავს რომ თავის ფილოსოფიას უღალატა ყველაზე მეტად ქპრსთან გამოჩნდა ვანგაალის ფილოსოფია სწრაფი გადაცემები მოძრაობა მოედანზე და პრესინგი მთელი თამაშის განმავლობაში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top