თბილისი:
მანჩესტერი:
18-09-2014, 18:04
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2167,
კომენტარები: 13
Love is Blind
სიძულვილიდან სიყვარულამდე
Love is Blind
მაშინ, როცა ჰოლანდიის ნაკრები 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისკენ მიიკვლევდა გზას, 20 წლის მარცხენა მცველის მომავალი ეჭვქვეშ იდგა. არავითარი გარანტია არ არსებობდა იმისა, რომ "აიაქსი" დეილი ბლინდს დაიტოვებდა. კლუბის ლეგენდის, დენი ბლინდის შვილს დიდი ტვირთი დააწვა მხრებზე და ის ვერ უმკლავდებოდა.

2009/2010 წლების სეზონის მეორე ნახევარში "გრონინგენში" განათხოვრებულმა ბლინდმა საკუთარი თავის რწმენა დაკარგა და იმდენად ცუდად ითამაშა, რომ "აიაქსმა" მისი თავიდან მოშორება გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ დეილი უკუსვლას განაგრძობდა მარტინ იოლმა გადაწყვეტილება შეცვალა. ბლინდის შენარჩუნება ურბი ემანუელსონისა და ვურნონ ანიტას შემცვლელად სურდა. ბავშვური სახის მქონე ხუჭუჭა ბიჭის ყველა იმედი გულშემატკივრის დაცინვისა და სტვენის ობიექტი ხდებოდა.

ორი წლის შემდეგ, როცა ჰოლანდიის ნაკრები ევრო 2012-ს მოულოდნელად გამოეთიშა, ბლინდი იყო ფეხბურთელი, რომელიც ფრანკ დე ბურის ხელში იზრდებოდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ თავისი ნიჭი არასწორი მიმართულებით განავითარა, გულშემატკივართა დაცინვას მაინც ვერ გადაურჩა.

ორი წლით წინ გადავახვიოთ და უკვე დავინახავთ 24 წლის ჩამშლელს, რომელსაც მარცხენა მცველად იყენებენ და რომელზეც ევროპის საუკეთესო კლუბები ნადირობენ. ის თავად "არსენალის" ლეგენდამ, ტიერი ანრიმ აღიარა საუკეთესო ფეხბურთელად ესპანეთის ნაკრების გამანადგურებელ შეხვედრაში, რომელიც 5:1 დასრულდა.

ეს ფენომენალური გმირობაა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ორი წლის წინ სასტარტო შემადგენლობაში დაყენებულ ბლინდს გულშემატკივარი უსტვენდა. სიმართლე უნდა ითქვას, მაშინ ასეთი ქმედება გამართლებული იყო. ახალგაზრდა ჰოლანდიელს, რომელსაც ზურგსუკან მუდმივად ეპარებოდა ბურთი, ხშირად ადანაშაულებდნენ უმაქნისობაში და მდგომარეობით სარგებლობაში, რადგან დეილის მამა მარტინ იოლის ასისტენტი იყო და ჭორების თანახმად სწორედ მან დაარწმუნა მწვრთნელი კიდევ ერთი შანსი მიეცა შვილისთვის.

2012/13 წლების სეზონში, რომელშიც "აიაქსი" ზედიზედ მეორე ჩემპიონობის ტიტულს იცავდა, დეილი ბლინდი შეხვედრის მიწურულს გუნდის ახალწვეულის, ტეო იანსენის ნაცვლად შევიდა მოედანზე. მთელი "ამსტერდამ არენის" მასტაბით დამცინავი აპლოდისმენტები გაისმა, სარკასტული შეძახილები მსოფლიოს სხვა ნაწილშიც იგრძნობოდა.

ბოილესენის მუდმივი ცუდი თამაში შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს ბლინდი მოიაზრებოდა მის შემცვლელად მარცხენა მცველის პოზიციაზე, თუმცა დე ბურს ბლინდისთვის საყვარელი პოზიცია, ჩამშლელი ნახევარმცველის როლი ჰქონდა გადანახული.

რამდენიმე სასტარტო შეხვედრაში შეცდომებს უშვებდა, მაგრამ მოგვიანებით მისი თამაში გამოსწორდა. ჩემპიონთა ლიგაზე ყველა შეხვედრაში 90 წუთს თამაშობდა და ჰოლანდიის ლიგის 34 შეხვედრა დაიწყო სასტარტოში. დე ბური ამას ბლინდის შრომისმოყვარეობითა და მუდმივი თვითსრულყოფით ხსნიდა. Ajax TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში დე ბურმა განაცხადა, რომ ბლინდს საოცარი ტექნიკა აქვს და თავდაჯერებულობასაც იძენს, მაგრამ ჯერ ფიზიკურად მზად არ არის.

2012/13 წლების სეზონი ნამდვილი გარღვევა იყო ფეხბურთელისთვის. ზედიზედ მესამე ტიტულისკენ მიმავალ გზაზე ბლინდმა არნახულად წარმოაჩინა თავი მარცხენა მცველის პოზიციაზე და იგი დროულად შეამჩნია ლუი ვან გაალმა, რომლის ჰოლანდიის ნაკრების მთვარი საყრდენი ამსტერდამი გახდა. "აიაქსში" "მომავლის ნიჭის" ჯილდოს მიღებიდან ხუთი წლის შემდეგ ფეხბურთელისთვის აღმავლობის პერიოდი დაიწყო. ეს ჯილდო ბლინდს იმავე ქომაგმა მიანიჭა, ვინც მოგვიანებით "ტალახს ესროდა" მას. მოვლენათა მშვენიერი განვითარებაა. შესაძლოა ფეხბურთელის განვითარებაზე ჯილდოზე უკეთ იმ გულშემატკივართა შეძახილები მეტყველებდეს, რომლებიც 12 თვის წინ მას დასცინოდნენ. Daley Blind is een echt ajacien (დეილი ბლინდი ნამდვილი "აიაქსელია").

მომდევნო სეზონში დე ბურმა გადაწყვიტა - "კმარა!" დრო მოვიდა და ბლინდი ნახევარდაცვას ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაუბრუნდეს, მითუმეტეს, რომ ვურნონ ანიტას წასვლის შემდეგ ნამდვილი ჩამშლელის ნაკლებობა იგრძნობა. ამასთან ერთად, პოულსენ მობილურობის მსგავსი უნარიც კი არ გააჩნდა. დე ბურმა მარცხენა მცველის პოზიციაზე მარჯვენა ფლანგის ფეხბურთელი აათამაშა, შემტევი ნახევარმცველი/ვინგერი და 17 წლის სკოლის მოსწავლე ბოილესენის არყოფნის დროს მას ცვლიდა და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ბლინდი რაც შეიძლება დაეშორებინა მარცხენა მცველის პოზიციას.

თავისი ტექნიკური უნარების სრულად განვითარებისა და ბურთის დაჭერის შესწავლის შემდეგ ბლინდი ახალ პოზიციას შეეცვია და პატარა ბავშვს დაემსგავსა, რომელიც საყვარელ საბანში შეახვიეს. ჩანდა, თითქოს აქამდე ასე ნათლად არასდროს უთამაშია "დარაჯის" პოზიციაზე და შემთხვევითი სულაც არ გახლავთ ბოიელესენის თამაშიდან მოხსნისა და ბლინდის შესვლის შემდეგ "ბარსელონაზე" უკეთესი მაჩვენებელი ბურთის ფლობაში. 24 წლის მოთამაშემ ბევრს მიაღწია და უამრავი ჯილდოც მიიღო. ის კლუბის ასეულში შევიდა, 100 მატჩის ჩაატარა და სიმ დე იონგისა და ნიკლას მოისანდერის არ ყოფნის დროს კაპიტნის სამკლაურიც მოირგო. შესაძლოა სწორედ ის იყო მთავარი ფიგურა ზედიზედ მეოთხე ტიტულის მოგებისთვის ბრძოლაში. გასაკვირი არაა, რომ ის ჰოლანდიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

დიახ, ადამიანი, რომელიც ორი წლის უარყოფილ იქნა და "გრონინგენში" გაანთხოვრეს ოთხი წლის შემდეგ წლის საუკეთესო ფეხბურთელი ხდება.

ბლინდის ძალა მოედანზე ნაჩვენებ ინტელექტში გამოიხატება და არა მარტო მასში. საშინელი კრიტიკის მოსმენის ფონზე (ის ხანდახან მართლაც უსაფუძვლო იყო) ბლინდმა საკუთარი აზროვნება მართლაც გაანათა. ამაში წვლილი ფე ბურსაც მიუძღვის, რომელსაც "ბარსელონაში" თავდაპირველად "ვან გაალის შვილს" ეძახდნენ. 24 წლის ბლინდი, არც თუ ვეტერანულ ასაკში "აიაქსის" ლიდერი და ღია ფიგურა გახდა და ახალგაზრდებს ეხმარებოდა თავის გამოჩენაში ზუსტად ისე, როგორც მას ეხმარებოდნენ ვეტერანები ახალგაზრდობაში. იოლმა შესაძლოა ცოტა რამ მისცა "აიაქსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობისას, მაგრამ მთავარი საჩუქარი მაინც ბლინდის გაყიდვაზე დადებული ვეტო გახლავთ.

მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიოს გულშემატკივარი მას მარცხენა მცველად იცნობს და ეს მსოფლიო ჩემპიონატიდან იციან, საეჭვოა რომელიმე კლუბმა ბლინდის ამ პოზიციაზე აყვანა მოისურვოს. სრულ მყადყოფნაში მყოფი და ფიზიკურად ძლიერი ბლინდი არ შედის სწრაფ ფეხბურთელთა რიცხვში, რაც უდიდესი როლს თამაშობს პოზიციის არჩევაში. გარდა ამისა, იგი სუსტია დაცვისას, რასაც ვან გაალის 3-5-2 არეგულირებდა, მაგრამ ეს ტაქტიკა ყველა კლუბს არ ერგება.

"ექვსიანის" პოზიცია ყველაზე ღრმა პოზიციაა 4-3-3 ტაქტიკაში, რასაც ჰოლანდიის თითქმის ყველა კლუბი და "აიაქსის" ყველა დონის აკადემია იყენებს. "აიაქსის" ფილოსოფიის "დარაჯი" არის ის, ვინც, მოედნის იდეალურ ხედვას, მობილობას, აჩქარებასა და ტექნიკას ფლობს.

როცა "აიაქსი" უტევს, გუნდი 2-3-2-3 ტაქტიკაზე გადადის, ფლანგის მცველები წინ მიდიან, "ექვსიანი" კი უკან იხევს, რათა ორი ცენტრალური მცველის დახმარებით სამკუთხედი გამოსახოს. "აიაქსი" როგორც ჩვეულებრივ ბურთს ფლობს ჰოლანდიის ჩემპიონატში და როცა მოწინააღმდეგე მასზე პრესინგს ახორციელებს მეკარისა და მცველის გამოყენებას მიმართავს, რაც "აიაქსს" ბურთის დიდი ხნით დაჭერის საშუალებას აძლევს, რათა კონტრშეტევით დაარტყას, რადგან თავდასხმის დროს "აიაქსის" დაცვაში მხოლოდ სამი ფეხბურთელი დგას - ორი ცენტრალურ მცველი და ერთი ჩამშლელი ნახევარმცველი. როცა "აიაქსი" მაღლა თამაშობს, ცენტრალური მცველები, მოისანდერი და ველტმანი მოწინააღმდეგის საჯარიმომდე ბურთიანად ჩადიან. ეს ყველაფერი კი ბლინდზე უდიდეს ზეწოლას ახდენდა - მან შემტევი ინსტინქტი უნდა ჩაკლას, იმდენად დისციპლინირებული უნდა დარჩეს, რამდენადაც შესაძლებელია, რათა ნებისმიერი კონტრშეტევა ჩაშალოს.

ეს პოზიცია მოთამაშისგან აუცილებელ სისწრაფეს არ მოითხოვს, მთავარია - მობილური და სწრაფად აჩქარებადი იყოს, რათა თავდამსხმელებისთვის თავისუფალი ზონები გადაფაროს და ფლანგზე გადაინაცვლოს, სადაც შემტევის მცველების გამო ხვრელებია ამოსავსები. მოთამაშე ლიდერი უნდა იყოს, ბურთის დაკარგვის დროს პრესინგს უნდა მიმართოს. გარდა ამისა, გრძელი პასები ბლინდს "აიაქსის" სხვა ნებისმიერ ფეხბურთელზე უკეთ გამოსდის და ნაკრების საუკეთესო მაჩვენებელთან ახლოსაა. მას შეუძლია თავისი გუნდის თავდამსხმელის აჩქარება შეამჩნიოს და მოწინააღმდეგის მცველის ზურგს უკან პასი გააკეთოს.

თუმცა პრემიერ-ლიგაში ადვილი არ იქნება მისი სინელის კომპენსირება, რადგანაც პრემიერ-ლიგის გუნდების ტაქტიკა გაცილებით მრავალფეროვანია, ვიდრე ერედივიზის. ამიტომაც გასაგებია, თუ რატომ მიაჩნია არა მარტო დე ბურს ან ბლინს, არამედ ვან გაალსაც ტიპიურ "ექვსიანად". ასე, რომ თუ კი გაიგებთ: "იუნაიტედმა" ბლინდი მარცხენა მცველად დააყენა, ეს ნა მოფიქრებული ისტორიაა, ან ბლინდისთვის არასწორად შერჩეული პოზიცია.

ასე, რომ ახლა ბლინდი იგივე პატარა ბიჭუნაა, რომელსაც ბავშვური სახე და ხვეული თმა აქვს, მაგრამ ახლა თავის მომავალში დარწმუნებულია. "აიაქსის" დატოვება თავაწეულმა შეძლო - ის ხომ მამის ჩრდილიდან გამოვიდა, რომელიც კარიერის დასაწყისშივე სულ ხუთავდა, ფანები მის საპატივცემულოდ მღეროდნენ, რადგანაც "აიაქსის" გულშემატკივარში წარუშლელი კვალი დატოვა.

რადგანაც love is ‘Blind’ ყველაფრის შემდეგ.

წყარო: benefoot
სტატიები
13 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
18 სექტემბერი 2014 10:37
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მაგარი ისტორია აქვს...საიდან იწყება და სადამდე გადადის ფეხბურთელის კარიერა. 5 წლის წინ ლანძღავნდნე და არ აფასებდნენ, დღეს კი ჰოლანდიის ნაკრების მნიშვნელოვანი ფიგურაა და "მანჩესტერ იუნაიტედმა" მწვერვალზე დაბრუნებისთვის იხმო.

თითოეული ახალწვეულის გვეიმედება, ყველას თავისი საქმე აქვს, მაგრამ ალბათ არც ერთი არ იქნება ისეთი რთული, როგორც ამის და ერერასი. იმედი არ დაგვაღალატებ ბლინდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
18 სექტემბერი 2014 10:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
საინტერესო ისტორია ქონის ბლინდს, მაგრამ ყველაზე მეტად რაც მთავარია ის არის , რომ ყველაფერმა ცუდმა ჩაიარა ბლინდის კარიერაში და ეხლა უკვე დროა წინსვლა განაგრძოს. ზოგადად ფეხბურთელს როცა არაერთ პოზიციაზე შეუძლია თამაში ეს გუნდისთვის ძალიან კარგია, მაგრამ ჩემი აზრით ეხლა ბლინდი ჩამშლელად უფრო გვჭირდება ვიდრე მარცხენა მცველად.
0
№3
ავტორი: bziki
18 სექტემბერი 2014 11:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
რათქმა უნდა ბლინდს თავისი პლიუსები აქვს რაც ცოტა ნამდვილად არაა მაგრამ ჩამშლელად მე მაინც სტროტმანის სტილის იგროკი მერჩივნა და მირჩევნია. ჰოლანდიაში,ესპანეთში ბაზარი არაა მარა ინგლისში სხვა პლიუსებიც უდა გქონდეს გამიხარდება თუ აუღებს ალღოს და გაამართლებს. ცოტა ძლიერ გუნდებთან გამოჩნდება ომი რო გაჩაღდება ნახევარ დაცვაში მანდ რას იზავს. ან არსენალთან რომელსაც ძაან სწრაფი ნახევარ დაცვა ყავს.მხოლოდ პოზიციის სწორად არჩევით გაუჭირდება ვნახოთ მე ვბალეშიკობ!

დებიუტის კარგად თამაში ყოველთვის მნიშველოვანია მაგრამ ეს მხოლოდ ქ პ რ იყო რომელიც წელს პრემიერლიგაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გუნდია. ეიფორია საჭირო არ იარის
0
№4
ავტორი: Macklemore
18 სექტემბერი 2014 13:04
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
Tqveni arvici, magram me blindshi is davinaxe, rasac mxolod scholesshi vxedavdi. Mas sheudzlia tamashis ritmi akontrolos, sheudzlia mteli centris dachera. Scholesi magit iyo genialuri ro sheedzlo sasurvel tempshi gadaeyvana tamashi da blindshic imaves vxedav. Imedia gaagrdzelebs progress!! Sagol dumbo! Magari statia iyo! Love is Blind!!
0
№5
ავტორი: GeorgeBest
18 სექტემბერი 2014 16:14
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დი მარიას შემდეგ ყველაზე მაგრად ეს ტრანსფერი გამიხარდა მე პირადად. მევასება ეს ფეხბურთელი და სწორი პოზიციაც უპოვა ვან გაალმა. ეს არც მიიჩნეოდა მარცხენა მცველად როცა გუნდში მოიყვანეს
0
№6
ავტორი: VaRdo
18 სექტემბერი 2014 16:24
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: bziki
რათქმა უნდა ბლინდს თავისი პლიუსები აქვს რაც ცოტა ნამდვილად არაა მაგრამ ჩამშლელად მე მაინც სტროტმანის სტილის იგროკი მერჩივნა და მირჩევნია.


მაგაში რთულია ვინმე არ დაგეთანხმოს. სტროტმანი უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელია ძალიან ბევრი პლიუსებით და გრანდებთანაც უფრო საიმედო იქნება. ბლინდი ერთგვარი ექსპრიმენტია, მაგრამ შეიძლებაი სე გაამართლოს რომ სუ არ დაგვჭირდეს სტროტმანი : ) ვნახოთ რა იქნება.

ციტატა: RojoDiablo
RojoDiablo


საღოლ ძმაო .
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№7
ავტორი: RojoDiablo
18 სექტემბერი 2014 17:41
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
VaRdo,
გაიხარე... სტროოტმანი რა თქმა უნდა უფრო გამოცდილია, მაგრამ ზოგიერთ ფეხბურთელში ხშირად იმალება ფარული უნარი და მისი გამოჩენაა საჭირო. სტროოტმანი რა თქმა უნდა გაცილებით ძლიერი და უფრო ჩამოყალიბებული ფეხბურთელია, მაგრამ დღეს ბლინდია ჩვენი იმედი და ვინ იცის რა იქნება ხვალ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: Esi
18 სექტემბერი 2014 18:56
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ისეთი კაცი გვინდოდა ვინც ჩამშლელზე დადგებოდა და აასეთად ბლინდი მოვიყვანეთ. საიმედო ჩამშლელს ძალიან დიდი პლიუსი აქვს ჯერ მარტო იმით რომ ერერა მატა და დი მარია ნახევარდაცვაში შეზღუდულები არ არიან და სადაც უნდათთ იქ გადაადგილდებიან რაც ძალიან დიდი პლიუსია. მიყვარს მოძრავი ნახევარდაცვა. ჯერ კიდევ დაიხვეწება ბლინდი და მგონი დიდი ხნის შემდეგ წესიერი ცენტრი გვეყოლება.


გიო საღოოლ!
0
№9
ავტორი: love united
18 სექტემბერი 2014 19:27
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ეს რომ 5-6 სანტიმეტრით მაღალი იყოს და პახოდუ ჯანიანიც, ერთ-ერთი საუკეთესო ჩამშლელი იქნებოდა.
0
№10
ავტორი: red devil
18 სექტემბერი 2014 22:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ვნახოთ რა იქნება იმედი მოვა ჯანზე და შეუბერავს მაგრად
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top