თბილისი:
მანჩესტერი:
18-09-2014, 09:13
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1892,
კომენტარები: 6
გულშემატკივარს ჩემპიონობის სჯერა
კრერანდის შოუში ოპტიმისტი გულშემატკივარი მიიწვის.
გულშემატკივარს ჩემპიონობის სჯერა
კვირას მოპოვებული გამარჯვების შემდეგ "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრთა რიგებში ატმოსფერო გაუმჯობესდა, მაგრამ გულშემატკივარში იგი იმდენად მაღალია, რომ სამეულს არ სჯერდებიან და ჩემპიონობის მოლოდინი აქვთ.

პედი კრერანდის შოუში მიწვეული გულშემატკივარი ირწმუნება, რომ მაისის ბოლოს "მანჩესტერ იუნაიტედი" ცხრილის სათავეში მოექცევა და ის ამ გამარჯვებას სტადიონზე აღნიშნავს.

კოლინი, "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარი ოფიციალურ ტელევიზიასთან ინტერვიუში:"ჩვენ რამდენიმე გასაოცარი შენაძენი განვახორციელეთ, მაგრამ თავდაჯერებულობა გვაკლდა. კვირას დეილი ბლინდის შთამბეჭდავი თამაშით აღელვებული დავრჩი. ერერა - ის უბრალოდ თვალწარმტაცია. არაფერს ვამბობ დი მარიასა და ფალკაოზე. როცა ფალკაო სტარტს აიღებს, რის გაკეთებად ვაპირებთ?

ყველა ამბობს, რომ წელს ლიგას ვერ მოვიგებთ. სეზონის უკანასკნელ შეხვედრაზე აუცილებლად ვიქნები პედი, მე და თქვენ ერთად დავლევთ და ჩვენ ჩემპიონები გავხდებით."


პედის პასუხი: "მანამ დავლიოთ, სანამ ხარჯებს გასწვდებით, კოლინ!"

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
18 სექტემბერი 2014 09:16
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
იმედია, ღმერთმა გისმინოს, მაგრამ მე პირადად ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაც დამაკმაყოფილებდა წელს.

"მანამ დავლიოთ, სანამ ხარჯებს გასწვდებით, კოლინ!"


დაუხვეწიათ ბრიტანეთში იუმორი ცოტათი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Goginashvili777
18 სექტემბერი 2014 09:50
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ჯერ ადრეა ჩემპიონობაზე საუბარი :) არამგონია ჩელსიმ ეს დათმოს, თან კარგა ხანია არ მოუგიათ ეპლ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
18 სექტემბერი 2014 09:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
Goginashvili103,
რას გადაეკიდეთ ამ ჩელსის??? შარშან არ გახსოვთ არსენალმა როგორ დაიწყო??? მარა როგორც დაამთავრა ყველამ ვნახეთ. ბაზარი არაა მშვენიერ ფორმაში არიან ჩელსის ფეხბურთელები, მაგრამ ეს ჯერ დასაწყისია და არავინ იცის მერე რა მოხდება. მე მჯერა რო შეგვიძლია ჩემპიონობა და ეს აუხდენელი ოცნება ნამდვილად არაა.
0
№4
ავტორი: Manchester_M
18 სექტემბერი 2014 15:47
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
იმედია ჩელსისაც არსენალივით დაემართება ჩემპიონთა ლიგაზე გამიკვირდა როგორ ვერ მოიგეს :X
0
№5
ავტორი: GeorgeBest
18 სექტემბერი 2014 16:07
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მოიესმა მიმაჩვია ოთხეულისთის ბრძოლას. წელს რავიცი დიდად იმედიანად არ ვარ, მესამე ადგილი კარგი იქნება ჩვენთვის. მომავალ წელს უკვე ჩემპიონობა იქნება მიზანი
0
№6
ავტორი: VaRdo
18 სექტემბერი 2014 16:46
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მოდი დაველოდოთ პირველ 15 ტურს და მერე გავაკეთოთ დასკვნები. თუ ამ 15 ტურში იუნაიტედმა ტურიდან ტურამდე მოუმატა და ჩამორჩენაც დიდი არ იქნება მერე ბაზარი არაა დავფიქრდეთ მაგაზეც. ამწუთას ჯერ ჩვენი მიზანი კვლავ სამეულში შესვლაა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top