თბილისი:
მანჩესტერი:
18-09-2014, 09:01
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1829,
კომენტარები: 10
ევანსი პარტნიორებით მოხიბლულია
ჯონი ევანსს ახალწვეულები მოსწონს.
ევანსი პარტნიორებით მოხიბლულია
"მანჩესტერ იუნაიტედის" შეტევის ხაზის ფეხბურთელები გუნდს ძალიან სჭირდებოდა, მაგრამ ჯონი ევანსის თქმით მარკოს როხოსა და ლუკ შოუს მოყვანაც ძალზედ მნიშვნელოვანია.

როხოს საკმაოდ კარგმა დებიუტმა და ლუკ შოუსთან წინასასეზონო მატჩებში ერთად თამაშმა ჯონი ევანსს იმედი მისცა, რომ ახალწვეულები მნიშვნელოვან ფიგურად იქცევიან გუნდის ფორმირებაში.

"ჩვენი ახალი მცველების, ლუკ შოუსა და მარკოს როხოს ხილვით ძალიან მოვიხიბლე."

"როხოს მსოფლიო ჩემპიონატზე ვადევნებდი თვალს, სადაც არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში მარცხენა მცველად ან მარცხენა ნახევარმცველად გამოდიოდა, თუმცა მას ცენტრალურ მცველადაც შეუძლია თამაში. ლუკთან ერთად წინასასეზონო შეხვედრებში ვითამაშე და საკამათო თემაა ნამდვილად არ გახლავთ, ის მსოფლიოს ერთი-ერთი საუკეთესო მცველი იქნება."


როხოსა და შოუს გარდა ევანსი დეილი ბლინდსა და ანდერ ერერასაც შეეხო.

"დეილი მსოფლიო ჩემპიონატზე ვიხილე და ის შთამბეჭდავი იყო. მწვრთნელი მას კარგად იცნობს და ის "აიაქსის" სათამაშო სისტემაზეა აღზრდილი, რაც მწვრთნელმა კარგად იცის, ასე რომ, დეილი კარგად გაიგებს ვან გაალის სათამაშო სტილს."

"ანდერი შესანიშნავად მოერგო გუნდს. ის ძალიან კარგია და თამაში, რომელიც მან წინასასეზონო შეხვედრებში აჩვენა ნათლად ასახავს მის შესაძლებლობებს."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
18 სექტემბერი 2014 09:03
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
როხოს ძალიან მაგარ სამუშაოს ასრულებდა ქპრ-სთან...შეტევაშიც კარგად თამაშობდა და დაცვაშიც. როცა საჭირო იყო ფლანგზე დი მარიას სწორედ ის ეცვლებოდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
18 სექტემბერი 2014 10:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ნამდვილად კარგი შენაძენი გამოგვივიდა ყველა აფსოლიტურად და ეს პირველ რიგში რა თქმა უნდა ვან გაალის და ძია ედის დამსახურებაა smile
0
№3
ავტორი: dachi_mu
18 სექტემბერი 2014 11:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
კარგი ტრანსფერებია მართლაც. ნუ მაინტერესებს მხოლოდ ფალკაოს გოლებკარგი ტრანსფერებია მართლაც. ნუ მაინტერესებს მხოლოდ ფალკაოს გოლებკარგი ტრანსფერებია მართლაც. ნუ მაინტერესებს მხოლოდ ფალკაოს გოლებკარგი ტრანსფერებია მართლაც. ნუ მაინტერესებს მხოლოდ ფალკაოს გოლები
0
№4
ავტორი: chudikone
18 სექტემბერი 2014 11:48
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
კაი გუნდი შეიკრა bully
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: Goginashvili777
18 სექტემბერი 2014 13:50
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
chudikone,
გადასარევი :) გადახედეთ სხვა გრანდებს :) მსოფლიო დონის მცველები ჰყავთ :) შარშან ან ბლინდი ვინ იყო ან როხო ?? კი ორივე კარგი შენაძენია მაგრამ უკეთესი გვჭირდება !! ჰუმელსი მაგალითად ან ვარანე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№6
ავტორი: TrueRed
18 სექტემბერი 2014 14:01
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
Goginashvili103,
და ეგრე ადვილია ჰუმელსის ყიდვა ? მსოფლიოს დონის რომელი მცველი გადმოვა იმ გუნდში ჩემპიონთა ლიგაზე, რომ არ გადის ? ჰუმელსი, რამოსი, ტიაგო სილვა, თუ რომელი ? ეგეთი ადვილი, რომ იყოს ვიყიდიდით, ამიტომ ვინც ვიყიდეთ იმითაც კმაყოფილი უნდა ვიყოთ
0
№7
ავტორი: Manchester_M
18 სექტემბერი 2014 15:44
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ეხლა ერთი სული მაქ 21 როდის მოვა :3 ლესტერი არის შემდეგი spiteful2
0
№8
ავტორი: GeorgeBest
18 სექტემბერი 2014 16:09
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
როხო მომეწონა მაგრად მარა ჯონსთან ერთად უფრო კარგი იქნება მგონი ცენტრში
0
№9
ავტორი: VaRdo
18 სექტემბერი 2014 16:50
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: Goginashvili103
chudikone,
გადასარევი :) გადახედეთ სხვა გრანდებს :) მსოფლიო დონის მცველები ჰყავთ :) შარშან ან ბლინდი ვინ იყო ან როხო ?? კი ორივე კარგი შენაძენია მაგრამ უკეთესი გვჭირდება !! ჰუმელსი მაგალითად ან ვარანე


ალალია შენთვის კვლავ კლევერლი ფლეჩერი იანგის ტრიოს უყურო : ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№10
ავტორი: Amanda Seyfried
18 სექტემბერი 2014 19:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
მე ევანსიც მაგრად მომწონს, ნუ კარგი გუნდი შევკარით რა :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top