თქვენ უნდა იყოთ უაღრესად ნიჭიერი ფეხბურთელი,დიდი სერ ბობი ჩარლტონის გაკვირვება რომ შეძლოთ. "იუნაიტედის" ლეგენდამ არაჩვეულებრივად აღწერა პოლ სქოულზი: "მას აქვს პასის გადაცემის გასაოცარი უნარი და რაც მთავარია ამ ყველაფერს ზუსტად აკეთებს, მისი თამაშის ყურება ძალიან სასიამოვნოა." სქოულზი სელფორდში დაიბადა. იგი შედის 90-იანი წლების ისეთი ტალანტების სიაში, როგორებიცაა ბექემი, გიგზი, ბატი და ძმები ნევილები. 1994/95 სეზონზე პოლმა გაიფორმა დუბლი მის სადებიუტო მატჩში ლიგის თასზე "პორტ ვეილის" წინააღმდეგ და პრემიერ ლიგაში "იპსივიჩის" წინააღმდეგ. ის უკანმოუხედავად მიემართება წინ!
"ოქროს" სეზონების სერია "ოლდ ტრაფორდზე" 1995/96 წლებში დაიწყო, როდესაც მან შესანიშნავად შეცვალა ერიკ კანტონა, რომელიც დისკვალიფიკაციის გამო ვერ ეხმარებოდა თავის გუნდს. იმ სეზონზე "იუნაიტედმა" დუბლი შეასრულა, პოლმა კი დაიკავა მეორე ადგილი ბომბარდირებში 14 გოლით. მან მოიგო "ტრებლი" 99 წელს, მაგრამ ვერ შეძლო უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში მონაწილეობის მიღება დისკვალიფიკაციის გამო. და "იუნაიტედის" წარმატებისთვის მისი 20 გოლი 2003 წელს უბრალოდ აუცილებელი იყო.
სქოულზის ელეგანტური, ზუსტი პასი რჩება ერთ-ერთ იშვიათ მოვლენად თანამედროვე ფეხბურთში. მისი გასაოცარი გოლის გატანის ალღო და მოულოდნელი ჩართვები შუა ხაზიდან ძალიან წაადგა მის ქვეყანასა და ეროვნულ ნაკრებს 66 მატჩში.
თვალის პრობლემების გამო წითურ პრინცს (ასე უწოდეს მას გუნდის გულშემატკივრებმა) თითქმის არ მიუღია მონაწილეობა 2005/06 სეზონში. მან მოახდინა საოცარი დაბრუნება 2006/07 სეზონზე და დაეხმარა "წითლებს" დაებრუნებინათ პრემიერ ლიგის ტიტული. მის დაუვიწყარ მომენტებს შორის შეგვიძლია აღვნიშნოთ პირველი გოლი "ლივერპულის" კარში 2006 წელს, რომელიც "იუნაიტედის" გამარჯვებით 2 - 0 დასრულდა და ორი კვირის შემდეგ უმაღლეს დონეზე შესრულებული დარტყმა "ასტონ ვილას" კარებში, "იუნაიტედმა" ამ მატჩში 3 - 0 სძლია მოწინააღმდეგეს. იმ სეზონზე მანჩესტერის წლის საუკეთესო გოლად სწორედ ეს უკანასკნელი დასახელდა.
მისი უდიდესი შრომა დააფასეს, როგორც ფეხბურთელებმა, ისე პრესამ – მან დაიკავა მე-3 ადგილი «წლის მოთამაშის» ნომინაციაში «პროფესიონალი ფეხბურთელების ასოციაციის» და მეოთხე «საფეხბურთო ჟურნალისტების ასოციაციის» ვერსიით. ორივე ჯილდო მისმა თანაგუნდელმა კრიშტიანო რონალდუმ მოიპოვა.
პოლმა შემდეგ სეზონზეც შეინარჩუნა ჩვეული ფორმა. 2008 წლის აპრილში კატალონიის "ბარსელონას" კარში გატანილი გოლით, მან გაინაღდა ადგილი ჩემპიონთა ლიგის ფინალზე მოსკოვში, როგორც გუნდისთვის, ისე თავისთვის. საბოლოო ჯამში ის დაეხმარა "წითლებს" დუბლის გაფორმებაში.
2008/09 სეზონზე პოლმა ჩაატარა ოთხი მატჩი ძირითად შემადგენლობაში. ამის შემდეგ მან გამოტოვა ორი თვე მუხლის ტრამვის გამო, რომელიც მიიღო გასვლით შეხვედრაში "ოლბორგის" წინააღმდეგ. პოლი დაბრუნდა შობისთვის, და სერ ალქსმა ამ დაბრუნების შესახებ განაცხადა: "მოულოდნელად ჩვენ დამხმარე მოთამაშე მოგვევლინა". მარადჟამ გუნდის ერთგული პოლი დიდ ზეგავლენას ახდენს გუნდზე, და თუ ძირითად შემადდგენლობაში ვერ ხვდება შეცვლაზე გამოდის, რათა დააწყნაროს ტემპი და გუნდს გამარჯვება მოუტანოს. მისმა პირველმა გოლმა 2009 წელს "ფულემის" წინააღმდეგ დაამტკიცა, რომ სქოულზს ისევ შეეძლო გოლების შორიდან გატანა. კერიკის შესრულებილმა კუთხურმა იპოვა პოლი მის ჩვეულ ადგილას საჯარიმოს ხაზზე, და როგორც მას ჩვეოდა, 22 მეტრიდან შესრულებული უძლიერესი დარტყმით შეაგდო ბურთი მეტოქის კარში. შემდგომ 2009 წლის აპრილში მან გაუტანა შესანიშნავი ჰედერი "სანდერლენდს', 10 დღის შემდეგ "პორტსმუს" წინააღდეგ დაპირისპირებაში ჩაატარა მასტერკლასი ბურთის ფლობის მხრივ.
2009/10 სეზონზე სქოულზმა მწირი წვლილი შეიტანა გუნდის წარმატებაში,მაგრამ ნახევარდაცვაში შეუდარებელი თამაშით დაამტკიცა, რომ "წითელი ეშმაკუნების" შემადგენლობაში კვლავ ინარჩუნებდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს. მას ყოველთვის უყვარდა გადამწყვეტი გოლების გატანა – აბა "მანჩესტერ სიტის" კითხეთ ამის შესახებ. ყველა მისი გოლი "ცისფრების", "ბეშიქთაშის" და "მგლების" კარში გადამწყვეტი გამოდგა. "სან სიროზე" "მილანის" და ლიგის თასზე "სიტის" წინააღმდეგ მატჩებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ დიდ მატჩებში, დიდმა ფეხბურთელებმა უნდა ითამაშონ.
პოლ სქოულზი შედის "მანჩესტერ იუნაიტედის" 12 საუკეთესო ბომბარდირში. ეჭვგარეშეა, რომ ის "იუნაიტედის" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია. 2011 წლის ივნისში პოლმა კარიერა დაასრულა...
მაგრამ, 2012 წლის ზამთარში პოლმა ყველა ფეხბურთის გულშემატკივარი გააკვირვა მას შემდეგ, რაც დაბრუნდა "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ მატჩში ფეხბურთის ასოციაციის თასზე და გუნდს 2 - 3 გამარჯვება მოუტანა "ეტიჰად სტადიუმზე". ამა წლის გაზაფხულზე "მანჩეტსერ იუნაიტედმა" პოლთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, რაც მის გუნდში ერთი წლის ვადით დარჩენას ითვალისწინებდა.
ასე რომ "იუნაიტედის" გულშემატკივარს ეძლევა საშუალება იხილოს ამ ლეგენდარული ფეხბურთელის თამაში კიდევ ერთი წლით.. და რა თქმა უნდა ყველას იმის იმედი გვაქვს, რომ პოლი "იუნაიტედს" პრემიერ ლიგის ტიტულს დაუბრუნებს და ისე დაასრულებს მის მართლაც რომ ღირსეულ კარიერას...