თბილისი:
მანჩესტერი:
17-09-2014, 16:54
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1492,
კომენტარები: 4
ყველაფერი გლაზგოში დაიწყო (თავი მეორე)
სერ ალექს ფერგიუსონის წიგნის მეორე თავი.
ყველაფერი გლაზგოში დაიწყო (თავი მეორე)
შოტლანდიაში ფერგიუსონების გვარის დევიზია - "Dulcius ex asperis", რაც ნიშნავს "სირთულეების შემდეგ სიტკბოებაა". ფეხბურთში მუშაობის 39 წლის განმავლობაში ასეთი ოპტიმიზმი ხშირად მქონია. წმინდა რწმენა იმისა, რომ ჩვენ უკეთესები ვიქნებით, ფეხბურთში არსებული ცვლილებების კონტროლში მეხმარებოდა. ერთხელ სტატიაში წავიკითხე: "ალექს ფერგიუსონმა ცხოვრებაში ბევრს მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ გოვანაში დაიბადა". სად არის აქ სამარცხვინო ფრაზა? ცხოვრებაში ამდენს სწორედ იმიტომ მივაღწიე, რომ გლაზგოს ღარიბულ რაიონში დავიბადე. წარმოშობა ვერასდროს იქნება წარმატების დაბრკოლება. მოკრძალებული ბავშვობა უფრო დახმარებაა, ვიდრე ხელის შეშლა. შეხედეთ ცნობილ ადამიანებს, მათ მშობლებს, ნახეთ რითი კავდებოდნენ ისინი, რა იყო მათი მოტივაციის მიზეზი. ბევრ დიდ ფეხბურთელს, ვისთან ერთადაც მიმუშავია ვერ აშინებდა ის ფაქტი, რომ ისინი მუშათა კლასიდან მოდიოდნენ. პირიქით, სწორედ ამიტომ მიაღწიეს ამდენს.

ჩემი კარიერის განმავლობაში ფეხბურთში მრავალგვარი ცვლილებები მინახავს. "ისტ სტერლინგშირში" ფეხბურთელები კვირაში 6 ფუნტს იღებდნენ, "მანჩესტერ იუნაიტედში" კი კრიშტიანუ რონალდუს სანაცვლოდ 80 მლნ. ფუნტი მივიღეთ. "სენტ მირენული" გუნდი კვირაში 15 ფუნტს იღებდა, ზაფხულობით კი სხვა სამსახურს ეძებდნენ, რადგან ფეხბურთი მათი ძირითადი საქმიანობა არ იყო. "აბერდინში" კლუბის დირექტორის, დიკ დონალდის წესის მიხედვით ხელფასის ზღვარი 200 ფუნტი იყო კვირაში. მე ფინანსური მგზავრობა განვახორციელე, რომლითაც კვირაში 6 ფუნტიდან წელიწადში 6 მლნ. ფუნტამდე ავედი.

მე შენახული მაქვს წერილი, რომელშიც ერთი ახალგაზრდის მონათხრობია, რომელიც გემთსაშენში მუშაობდა და ხშირად სტუმრობდა ლუდხანას. მას კარგად ახსოვს ერთი ახალგაზრდა აგიტატორი, რომელიც ასევე ხშირად დადიოდა ლუდხანაში და გაფიცვის ორგანიზებისთვის ფულის შეგროვებას ცდილობდა. ახალგაზრდა თავის ვიზიტებს მგზნებარე სიტყვებით ამკობდა და ყველაფერი, რაც მან ახალგაზრდის შესახებ იცოდა, ის იყო, რომ იგი "სენტ მირენში" თამაშობდა. წერილის ბოლოს შეკითხვაა: "ეს თქვენ იყავით?".

თავდაპირველად ვერაფრით ვიხსენებდი რომ პოლიტიკასთან თუნდაც რაიმე სახის შეხება მქონოდა, მაგრამ მაინც გამახსენდა ლუდხანებში სიარული გაფიცვისთვის ფულის შეკრების მცდელობის გამო. პოლიტიკოსობას არ ვაპირებდი. ჩემი წამოყვირებებისთვის "სიტყვით გამოსვლის" წოდება უდიდესი გადაჭარბება იქნებოდა. მახსოვს როგორ მივვარდებოდი ხოლმე ნებისმიერს, ვინც ჩემი გამოსვლებისთვის რაიმე დამატებითი მნიშვნელობის მინიჭებას ცდილობდა. იდიოტივით ვიქცეოდი. ლუდხანებში მყოფი ხალხი ნასვამ მდგომარეობაში კარგ ხასიათზე არიან და ისეთი ახალგაზრდა აგიტატორის ყვირილის მოსმენასაც კი თანხმდებოდნენ, როგორიც მე ვიყავი.

იმ დროს ლუდხანები ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. თავიდან ლიცენზირებული ვაჭრობის ორგანიზებას ვცდილობდი, რათა მომავალი კარგი მქონოდა. ჩემი პირველი ლუდხანა "გოვან როუდისა" და "პეიზლი როუდ ვესტის" გასაყარზე მდებარეობდა. ის პორტის მუშაკებს შორის სარგებლობდა წარმატებით. ლუდხანები ხალხის შეცნობაში, მათი ოცნებებისა და იმედგაცრუებების შეცნობაში დამეხმარა. ამ ადრეულმა გამოცდილებამ მოგვიანებით მნიშვნელოვანი როლი იქონია მათთან ურთიერთობაში, ვისაც ვმართავდი.

ერთ-ერთ ჩემ ლუდხანაში სპეციალური კლუბი - "უემბლის კლუბი" მდებარეობდა. მუდმივ კლიენტებს ორი წლის განმავლობაში შემოჰქონდათ თანხა, რათა მოგვიანებით "უემბლიზე" ინგლისი-შოტლანდიის დაპირისპირებას დასწრებოდნენ. იმას, რაც ბანკში იყო, ვაორმაგებდი და კლუბის თითოეული წევრი ლონდონში 4-5 დღით მიდიოდა. ყოველ შემთხვევაში თეორიაში ასე იყო. მათთან ერთად მეც დავდიოდი თამაშებზე. ჩემი საუკეთესო მეგობარი, ბილი ლონდონში ხუთშაბათობით მიდიოდა და იქ 7 დღით რჩებოდა. მოგვიანებით, მისი დაუგეგმავი შეფერხებები ოჯახში გამუდმებული კამათის მიზეზად იქცა.

ხუთშაბათს, "უემბლიზე" გამართული საკვირაო შეხვედრის შემდეგ სახლში სატელეფონო ზარი შემოვიდა. ეს ანა, ბილის ცოლი იყო. "კეტი, ალექსს ჰკითხე ბილი სადაა?". ვეფიცებოდი, რომ არაფერი ვიცოდი. დაახლოებით 40 ჩვენი კლიენტი ორ კოშკთან მიდიოდა (ძველი "უემბლის" სახასიათო განსაკუთრებულობა - პირდაპირი თარგმანი) და ვერაფრით გამეგო ვინ საით მიდიოდა. ჩემი თაობის მუშაკებისთვის საფეხბურთო მატჩებზე სიარული წმინდა სიზარმაცე იყო და ტყუილად სიარული მატჩზე არანკლებ მოსწონდათ.

ჩვენი ლუდხანა, გლაზგოს ერთ-ერთ უდიდეს პროტესტანტულ რაიონში, "მეინ სტრიტზე" მდებარეობდა. შაბათს, "ნარინჯისფერ აღლუმამდე" (ჩრდ. ირლანდიის, ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის ტრადიციული საზაფხულო აღლუმი, რომელსაც "ნარინჯისფერი ორდენის", წევრები მართავენ - პირდაპირი თარგმანი) "დიდი ტემი", ჩვენი ფოსტალიონი მეკითხება: " ალექს, ბიჭებს აინტერესებთ, შემდეგ კვირას რომელ საათზე გაიღები. აღლუმისთვის. ჩვენ ანდროსანთან მივდივართ, რომელიც შოტლანდიის დასავლეთით მდებარეობს. ავტობუსები 10-ზე გადიან. ყველა ლუდხანა ამ დროს ეღება და შენც უნდა გააღო".

"რომელ საათზე გავაღო?" - ვკითხე.

"შვიდზე" - მიპასუხა ტემმა.

ასე რომ, 6:15 მომიხდა გაღება. ჩემთან ერთად იყო მამა, ჩემი ძმა მარტინი და ჩვენთან მომუშავე იტალიელი ბარმენი. ტემმა გაგვაფრთხილა, რომ ბევრი ხალხი იქნებოდა და ჩვენ მოვემზადეთ. 7-ზე გავაღე. მალე ლუდხანა "ნარინჯისფერი ორდენის" წევრებით შეივსო. 2 საათში 4 ათასი ფუნტი გამოვიმუშავეთ. მამა თავს აქნევდა. 9:40 საათზე ლუდხანას ჩვეულებრივი მომსვლელებისთვის ვამზადებდით.

ლუდხანაში გადახდენილი ჩემი ისტორიებიც კი საკმარისი იქნებოდა წიგნის დასაწერად. ერთ პარასკევს ერთ-ერთმა კლიენტმა როგორღაც შეამჩნია, რომ ჩემ ლუდხანაში ვიღაც ფრინველის საკვებით ვაჭრობდა. იმ დროს გლაზგოს ამ ნაწილში ყველას თავისი მტრედი ჰყავდა. "ეს რა არის?" - ვიკითხე მე. "ეს ფრინველის საკვებია" - იყო მსოფლიოში ყველაზე ბანალური პასუხი.

ერთი ირლანდიელი გვყავდა, სახელად მარტინ კორიგანი. ამტკიცებდა, რომ ყველაფერს გაყიდდა, რასაც მოისურვებდა. ყველაფერი ჰქონდა: ჭურჭელი, სამაგიდო ნივთები, მაცივრები... კიდევ ერთი ბიჭი იყო, ბარში შემოვიდა და წამოიძახა: "ჭოგრიტი ვის უნდა? იაფად მაქვს". შემდეგ ეს გასაოცარი ჭოგრიტი ამოიღო, რომელსაც სირისტგაუმტარი ქაღალდი ჰქონდა შემოხვეული. "ხუთი ფუნტი" - ამბობს.

"ერთი პირობით: ხუთი ფუნტი, მაგრამ აქ დალევ. "ბაქსტერთან" არ წახვიდე." - ვუპასუხე მე. დიდებული ბიჭი იყო, მეტყველების ნაკლით. მისგან ჭოგრიტი ვიყიდე და მაშინვე სამი ფუნტი ბარში დახარჯა.

როცა შენაძენი კეტის ვაჩვენე, კინაღამ მომკლა. მახსოვს, როგორ მოიტანა სახლში ლამაზი იტალიური ვაზა, რომელიც კეტიმ მაღაზიაში 10 ფუნტად იშოვა. პრობლემა ის იყო, რომ მასში მე 25 ფუნტი გადავიხადე. მეორე დღეს ლამაზ ჟამშის პიჯაკში მოვედი, რომელიც შესანიშნავად მადგა ტანზე.

- რამდენი? - მკითხა კეტიმ.
- შვიდი ფუნტი - სიხარულით ვუთხარი კეტის.

ამგვარად პიჯაკი ჩამოვკიდეთ, სანამ მალე მის დასთან წვეულებაზე მისვლა არ მოგვიხდა. სწორედ რომ დროა ახალი პიჯაკისთვის. სარკის წინ ვიდექი და თავს ვიწონებდი. გინახავთ ბიჭები როგორ იწევენ სამკლაურს რომ უკეთესად გამოიყურებოდნენ? მეც ასე მოვიქეცი. ორივე სამკლაური მაშინათვე გაიხა და ხელში შემრჩა. ასე ვიდექი უსამკლაურო პიჯაკით.

მხოლოდ ამის თქმაღა დამრჩენოდა: "მოვკლავ". პიჯაკს სარჩულიც კი არ ჰქონდა.

ჩემს საბილიარდოში ბილის, ჩემი საუკეთესო მეგობრის პორტრეტი ჰკიდია. ესეც ბიჭია რა. თავისთვის ჩაის მომზადებაც კი არ შეეძლო. მასთან ვიყავი და ვთხოვე ცეცხლზე ჩაიდანი დაედგა. წავიდა. 15 წუთი გავიდა და მაინც არ ჩანდა. სად ჯანდაბაში წავიდა? ბილმა ცოლს, ანას დაურეკა და ჰკითხა როგორ მოქცეულიყო.

ერთხელ ანამ საცხობში ტორტი დატოვა. ბილი ფილმს უყურებდა. ორი საათის მერე ანა რომ დაბრუნდა დაინახა, რომ ყველაფერი კვამლში იყო გახვეული.

"ღმერთო, შენ რა, საცხობი არ გამორთე? ნახე რამდენი კვამლია."

რაზეც ბილიმ უპასუხა: "მეგონა ფილმში იყო". ეგონა ეს ფილმის სპეცეფექტები იყო, რომელიც კოშკის წვას ახლდა თან.

იმ დროს ბევრი მეგობარი მყავდა, მაგრამ დრამჩაპელის საფეხბურთო კლუბში წასვლამ ცვლილებები მოახდინა. მეგობრობა გაქრა. კეტიზე დავქორწილდი და საცხოვრებლად სიმშილში გადავედი. მეგობრებმაც შეიძინეს ოჯახი. იშვიათად ვეხმიანებოდით ერთმანეთს. ჩემი მეგობრები, ჯონი და დანკანი ჩემთან ერთად , "ქუინზ პარკში" თამაშობდნენ 1958-60 წლებში. როცა ავარჯიშებ, ნაკლებად გრჩება დრო სხვა რამისთვის. განსაკუთრებით "სენტ-მირენში" ჩემი მუშაობის დროს. მაგრამ კონტაქტი სრულად არ დამიკარგავს. 1986-ში "აბერდინის" დატოვებიდან ორი თვის შემდეგ დანკანმა დამირეკა და ქორწილის 25 წლისთავზე დამპატიჟა. კეტისთან ერთად მივედი და მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ჩემი ყველა მეგობარი იქ იყო და მას შემდეგ აღარ დავშორებულვართ.

წყარო: redevils.ru
სტატიები
4 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
17 სექტემბერი 2014 08:57
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
საკმაოდ სასაცილო გამოვიდა...მაინც, ბრიტანული იუმორია და დიდად არ გადაირევით, მაგრამ ნორმალურია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
17 სექტემბერი 2014 09:42
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ჩემს საბილიარდოში ბილის, ჩემი საუკეთესო მეგობრის პორტრეტი ჰკიდია. ესეც ბიჭია რა. თავისთვის ჩაის მომზადებაც კი არ შეეძლო. მასთან ვიყავი და ვთხოვე ცეცხლზე ჩაიდანი დაედგა. წავიდა. 15 წუთი გავიდა და მაინც არ ჩანდა. სად ჯანდაბაში წავიდა? ბილმა ცოლს, ანას დაურეკა და ჰკითხა როგორ მოქცეულიყო. ამაზე ვიღადავე მაგარი :D :D :D :D RojoDiablo,
საღოლ გიო კაი იყო derpthumb
0
№3
ავტორი: GeorgeBest
17 სექტემბერი 2014 15:12
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
უდიდესი პიროვნებაა ეს ადამიანი love

წარმოშობა ვერასდროს იქნება წარმატების დაბრკოლება. მოკრძალებული ბავშვობა უფრო დახმარებაა, ვიდრე ხელის შეშლა.
0
№4
ავტორი: Best 7
18 სექტემბერი 2014 00:10
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Fexburti warmoudgdnelia ser aleqsis figurisgan
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top