თბილისი:
მანჩესტერი:
16-09-2014, 19:53
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2095,
კომენტარები: 8
AFFA - "იუნაიტედის" ახალი პარტნიორი
პირველად ისტორიაში.
AFFA -
"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური საიტი იტყობინება, რომ კლუბმა აზერბაიჯანის ფედერაციის საფეხბურთო ასოციაციასთან დაამყარა თანამშრომლური ურთიერთობა, რაც ქვეყანაში ფეხბურთის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

კლუბის ისტორიაში პირველად გახდა პარტნიორი საფეხბურთო ფედერაცია, რომელსაც კავშირგაბმულობის კომპანია, Backcell გაუწევს დახმარებას. მხარეების თანამშრომლობა ქვეყანაში საბავშვო სპორტის განვითარებას ისახავს მიზნად. საფეხბურთო სკოლებში იმუშაბენ საგანგებოდ მომზადებული სპეციალისტები, რომლებიც ბავშვებს "იუნაიტედის" სათამაშო სტილსა და ფილოსოფიას შეასწავლიან.

"იუნაიტედის" კომერციულმა დირექტორმა რიჩარდ არნოლდმა განაცხადა: "ეს არის შესანიშნავი ინიციატივა, რომელიც ჩვენ კლუბს აზერბაიჯანის საფეხბურთო ფედერაციასთან დააკავშირებს. ამ ქვეყანაში, რომელიც სწრაფად ვითარდება "იუნაიტედის" მილიონობით ქომაგი ცხოვრობს. იმედი მაქვს ჩვენი პარტნიორობა ამ ქვეყანაში ნიჭიერი ფეხბურთელების მთელ რიგ თაობას წარმოშობს."

AFFA-ს პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი: "მოცემული თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. იმედი მაქვს, სამუშაო, რომელიც ჩვენ მიერ მცირე ხნის განმავლობაში იქნება გაწეული აზერბაიჯანის ფეხბურთს დიდ სარგებელს მოუტანს."

Backcell-ის დირექტორი, რიჩარდ შირერი: "იუნაიტედისა" და AFFA-ს თანამშრომლობა ნათელი მაგალითია იმისა, რომ აზერბაიჯანში ფეხბურთის განვითარებას დიდ ყურადღებას უთმობენ. ჩვენი კომპანია ამაყად გრძნობს თავს, რადგან საბავშვო საფეხბურთო სკოლის განვითარებას უწყობს ხელს. ასეთ საქმიანობას მომავალშიც გავაგრძელებთ"

წყარო: redevils.ru
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
16 სექტემბერი 2014 19:55
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ჩვენ როდის გვეშველება. facepalm
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Best 7
16 სექტემბერი 2014 21:35
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ჯფფ როდის გამოფხიზლდება:D:D
0
№3
ავტორი: Malboro463
16 სექტემბერი 2014 22:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
კარგი გზა ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების გაცვლითI პროგრამაც იქნება ალბათ აზერებს საშუალება ექნებათ მანჩესტერის აკდადემიაში ითამაშონ.
0
№4
ავტორი: ლადო
16 სექტემბერი 2014 23:21
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
Dzalian kargi...imedia odesme sakartveloc ikneba aseti didi grandebis partniori
0
№5
ავტორი: GeorgeBest
16 სექტემბერი 2014 23:54
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საქართველოსაც რო გადმოსწვდეს იუნაიტედი ძაან მაგარი იქნება ისე. ძალიან ბევრი პარტნიორი ჰყავს კლუბს
0
№6
ავტორი: AkkRed
17 სექტემბერი 2014 09:54
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
არა და აქ უფრო პოპულარულია ფეხბურთი ვიდრე იქ ))) აქ რო ყოფილიყო გაასწორებდა love
0
№7
ავტორი: Malboro463
17 სექტემბერი 2014 18:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
AkkRed,
რაღაც არამგონია. იქ თამაშებზე უფრო მეტი ხალხი დადის ვიდრე ჩვენთან ევროპაზეც ყავთ გუნდი.
0
№8
ავტორი: Manchester_M
17 სექტემბერი 2014 18:43
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
სად ნახეს ეს აზერბაიჯანელები რომელიმე ნორმალური ქვეყანა ვერ გაიხადეს პარტნიორად ? :X კარგი იქნებოდა საქართველო რომ ყოფილიყო მაგრამ რას იზამ იმედია ვინმე ნიჭიერი გამოხტება იქიდანაც :X
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top