"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა გარი ნევილმა კომენტარი გაუკეთა ჭორს, რომლის თანახმადაც კრიშტიანუ რონალდუ უახლოეს მომავალში "მანჩესტერში" დაბრუნდება.
"გასულ წელს "რეალმა" ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მიაღწია კი რონალდუმ იმას რაც სურდა? გააკეთა მან რეალში თავისი გასაკეთებელი? ეს არის ნომერ პირველი კითხვა.
უყვარს მას "იუნაიტედი"? უყვართ ის "იუნაიტედში"? რა თქმა უნდა, ეს ოთხი წელი ის "იუნაიტედში" დაბრუნებაზე რეგურალურად საუბრობდა.
მე ხშირად არ მინახავს, რომ ფეხბურთელს ასეთი დახვედრა ჰქონდეს. ალბათ მხოლოდ ერიკ კანტონა იღებდა ასეთ მხარდაჭერას, ყოველ კვირას მოედანზე გამოსვლისას ხალხს სჯეროდა მისი.
დი მარიას და ფალკაოს გადმოყვანით "მანჩესტერმა" რონალდუს ტრანსფერი უფრო რეალური გახადა, რადგანაც ამით დაამტკიცა, რომ ისინი მზად არიან მსოფლიო დონის ფეხბურთელების შესაძენად.
3-4 თვის წინ ჩვენ ვიჯექით ამ სტუდიაში და იმაზე ვმსჯელობდით შეძლებდა თუ არა "იუნაიტედი" ტოპ მოთამაშის შეძენას. მათ შეძლებას ამის გაკეთება."
მეორე ცნობილი ჟურნალისტი გილიემ ბალაგე ფიქრობს, რომ "იუნაიტედს" უკვე მომზადებული აქვს შეთავაზება რონალდუს თაობაზე.
Sky Sports_თან ინტერვიუში გილიემ ამაზე ბევრი ისაუბრა. "მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ "იუნაიტედი" უკვე ამზადებს შეთავაზებას რონალდუს თაობაზე.
ჩემი აზრით რონალდუს სურს დაბრუნება, თუმცა რაიმეს დამატება ამ მომენტისთვის არ იქნება მართებული." - განაცხადა ჟურნალისტმა.