თბილისი:
მანჩესტერი:
16-09-2014, 09:46
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2074,
კომენტარები: 7
ბლინდი გულშემატკივარმა მოხიბლა
დეილი ბლინდის გაოცება "იუნაიტედის" გულშემატკივრობამ გამოიწვია.
ბლინდი გულშემატკივარმა მოხიბლა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულმა, დეილი ბლინდმა განაცხადა, რომ იგი "წითლების" გასაოცარი ქომაგების მხარდაჭერის ქვეშ თამაშით ნასიამოვნები დარჩა.

ჰოლანდიელი ნახევარმცველი ერთ-ერთი სამთაგანი იყო, რომელთაც "ქპრ"-სთან დებიუტი ჰქონდათ - მარკოს როხო და რადამელ ფალკაოც პირველად გამოვიდნენ "იუნაიტედის" მაისურით მოედანზე.

ოფიციალური ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ბლინდმა მოედანზე შებიჯების ამაღელვებელ მომენტზე და "წითლების" პირველ გამარჯვებაზე ისაუბრა.

"თამაშამდე ძალიან აღელვებული ვიყავი. მართლაც კარგი დებიუტი გამოდგა, რითიც ვისიამოვნე და ფანებიც გასაოცარნი იყვნენ. ყველაფერი კარგად განვითარდა. ვარჯიშების კარგი კვირა მქონდა და ყველანი მშვენივრად და ღიად დამხვდნენ, რითიც დიდებული შეხვედრა მომიწყვეს. თითქოს სახლში ვიყავი, ისე ვგრძნობდი თავს."

ბლინდს კარგად ესმის თუ რა მოეთხოვება ლუი ვან გაალისგან, რადგან მათ ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე აქვთ ნამუშევარი. 14 მლნ. ფუნტად შეძენილ ნახევარმცველს სჯერა, რომ თავდაჯერებულობა თანდათან მოვა გუნდში და ისინი უკეთ გაიგებენ ლუი ვან გაალის ფილოსოფიის არსს.

"ეს ახალი გუნდია და თავდაპირველად რთული იქნება, მაგრამ ვფიქრობ თავს კარგად ვართმევთ. ყველა კარგად გრძნობს თავს და ყველა ერთმანეთს ეხმარება, როცა ბურთს ვკარგავთ. მნიშვნელოვანია, რომ ბურთის დაკარგვისას ეს იმდენად სწრაფად გავაკეთოთ, რამდენადაც შესაძლებელია. ეს არის მწვრთნელის ფილოსოფია. ჩვენ კარგად ვმუშაობთ, როგორც ერთი მთლიანი გუნდი. ეს ახალი დასაწყისია და ჩვენ მოუთმენლად ველოდებით მომდევნო შეხვედრას."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
16 სექტემბერი 2014 09:50
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
გუშინ ეტყობოდა გუნდს, როგორც იკარგებოდა ბურთი მაშინვე მთელი გუნდით ცდილობდნენ მის დაბრუნებას დ აპრესინგსაც მიმართავდნენ. ძალიან დიდი შრომა დასჭირდებათ ფეხბურთელებს, მაგრამ სხვანაირად არც გამოვა.

ამან როგორ თქვა: ფეხებში ვგრძნობ პრემეირ-ლიგის რიტმსო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
16 სექტემბერი 2014 10:03
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
თითქოს სახლში ვიყავი, ისე ვგრძნობდი თავს." შენ უკვე სახლში ხარ ძმაო <3 ნუთუ პოლის მერე გამოჩნდა ის ვინც ცენტრს დაიჭერს love
0
№3
ავტორი: manutd---10
16 სექტემბერი 2014 11:01
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
შენი იმედი მაქ ბლინდ, შენზეა დამოკიდებული ნახევარდაცვა და დაცვაც, მიდი მიაწექი ძმა
0
№4
ავტორი: chudikone
16 სექტემბერი 2014 11:40
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ბლინდი და ერერა არ უნდა მოაშორონ ძირითადს cerealguy
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: GeorgeBest
16 სექტემბერი 2014 14:21
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჯერ ყველაფერი წინაა

ნელ–ნელა დალაგდება გუნდი
0
№6
ავტორი: Manchester_M
16 სექტემბერი 2014 15:54
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ფანები მართლაც გასაოცარნი იყვნენ !!!!!!

კაი ბიჭია ვნახოთ შემდეგ მატჩებში როგორ გამოიჩენს თავს დებიუტი ნამდვილად კარგი ქონდა წარმატებები !!!!!!
0
№7
ავტორი: LizarD
17 სექტემბერი 2014 00:07
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
კერიკი რომ დაბრუნდება მერე ვინ დადგება ნეტა ცენტრში?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top