"მანჩესტერ იუნაიტედი" იტყობინება, რომ ლეგენდარული მწვრთნელის, სერ მეტ ბასბის შვილი, სენბი ბასბი გარდაიცვალა.
კლუბის სახელით აღმასრულებელი დირექტორი, ედ ვუდვორდი აცხადებს: "სენდის სიკვდილის ამბით დამწუხრებული და შოკირებული ვარ. ის ძალიან მოკრძალებული ადამიანი იყო, რომელსაც ჩვენი კლუბისადმი ღრმა და მდიდარი სიყვარული ჰქონდა, რაც მამამისმა მსოფლიოს მილიონობით ადამიანში ჩანერგა.
სენდის ყველაზე უკეთ ესმოდა თუ რას ნიშნავს "მანჩესტერ იუნაიტედის" გზა და მისი ენთუზიაზმი გონებამახვილობა და სიახლოვე ძალიან დაგვაკლდება.
მთელი ჩვენი ფიქრები ირენისა და მისი ოჯახის მიმართ არის მიპყრობილი ასეთ რთულ დროს."