ხუან მატა პროგრესს ამჩნევს.
"ქპრ"-ს დამარცხება მხოლოდ ერთი თამაშია. ეს მართლაც სასიამოვნოა ჩემთვის, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ეს მხოლოდ წარმატების დასაწყისია, რომელიც შორს წაგვიყვანს და იმ ადგილზე დაგვაბრუნებს, სადაც ყოფნა გვსურს.
რამდენიმე კვირაა გეუბნებით, რომ ვარჯიშებზე ძალიან კარგად ვმუშაობთ. ამდენი ახალი ფეხბურთელის და ახალი სქემის გამო დრო გვჭირდება, რათა ერთმაენთს შევეგუოთ. ხილის დაწურვას დრო სჭირდება, მაგრამ მჯერა, რომ ეს მოხდება.
მუშაობას ვაგრძელებთ და "ქპრ"-ს დამარცხება ადასტურებს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ. ჩვენ გუნდის პოტენციალის ჩვენება და თამაშით სიამოვნების მიღება შევძელით.
პირადად ჩემთვის როხოს, ბლინდისა და ფალკაოს გვერდით თამაში სიამოვნება. ისინი სულ უფრო და უფრო შეეგუებიან გუნდს და მათი თამაში ბევრს მიგვაღწევინებს. ერთად მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში ვმუშაობდით და ერთმანეთს ვეცნობოდით. დარწმუნებული ვარ, ყოველ კვირას უკეთესი გუნდები ვიქნებით.
დი მარიას რომ შეხედავთ, იფიქრებთ ჩვენთან ერთად დიდი ხნის განმავლობაში იმყოფება. ანხელი ენთუზიაზმით სავსე ბიჭია, კარგი შენაძენია. თამაშიც შემდეგ მას მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მივეცი და სატელევიზიო ინტერვიუში მისი თარჯიმანის როლი შევასრულე. ის ბედნიერი ჩანს და ეს ჩვენც გვაბედნიერებს.
ასევე მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ, გულშემატკივარს იქ ყოფნისთვის, ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და ჩემი გოლის მოლოცვისთვის. ასე გააგრძელეთ!
წყარო:
manutd.com