თბილისი:
მანჩესტერი:
15-09-2014, 15:27
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1888,
კომენტარები: 9
ერერა: "ახალი ფეხბურთელები მწვერვალზე აგვიყვანენ"
ანდერ ერერას ახლად შეძენილი ფეხბურთელების ეიმედება.
ერერა:
ერერა - თავადვე ახლადშეძენილი ფეხბურთელი, რომელმაც გუშინ დიდი წვლილი (1 გოლი, 1 ასისტი) შეიტანა "ქპრს" დამარცხებაში (4-0), აცხადებს, რომ "იუნაიტედს" ახალი ფეხბურთელები მწვერვალზე დააბრუნებენ.

კლუბის მენეჯერი, ლუი ვან გაალი აღიარებს რომ მას სურს გადაფაროს შარშანდელი კრახი. ამას ისიც ემატება, რომ ჰოლანდიელს სურს პირველივე სეზონში ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლოს. ანდერ ერერა კი აცხადებს, რომ თავადაც იმავე ამბიები ამოძრავებს.

"მე ბედნიერი ვარ გატანილი გოლის გამო, მაგრამ უფრო ბედნიერი ვარ იმით რომ მოვიგეთ" - აცხადებს ესპანელი ნახევარმცველი კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში. "იმედი მაქვს ეს ჩვენი პირველი ნაბიჯია და მინდა დავრწმუნდე ამაში. შემდეგი მატჩები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გვსურს რომ ცხრილის სათავეში რაც შეიძლება სწრაფად მოვექცეთ."

"ჩვენ ახალი გუნდი გვყავს, მაგრამ გაძლიერებას განვაგრძობთ. ვმუშაობთ თავდაუზოგავად და მოუთმენლად ველით სეზონის თითოეულ მატჩს."
ერერამ არც დებიუტანტები დატოვა შეფასების გარეშე, რომელთაც პირველად გაიბრწყინეს ოლდ ტრაფორდზე. "ანხელი ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა მსოფლიოში. "იუნაიტედს" ყოველთვის ჰყავდა ტოპ მოთამაშეები და ის ერთ-ერთი საუკეთესოა."

"როხომ და ბლინდმა ძალიან კარგად ითამაშეს. მათ რამდენიმე ძალიან კარგი პასი გააკეთეს და ყოველთვის ინარჩუნებდნენ ბურთს. მარკო ძალიან, ძალიან აგრესიულია და ეს მნიშვნელოვანია გუნდისთვის. ბლინდი კი არასოდეს კარგავს ბურთს. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, მაგრამ ყველაზე მთავარია პროგრესი განვაგრძოთ."
დაასრულა ერერამ.

წყარო: SkySPORTS
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
15 სექტემბერი 2014 15:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მშვენიერი შენაძენია ერერა და ეს გუშინდელ მატჩშიც დადასტურდა. ხო ვითომ სუსტია მაგრამ ყველა ბურთზე იბრძვის და კარგად ანაწილებს პასებს. აი გუშინდელი გოლის მომენტი, ისეთი მოძრაობები გააკეთა რო ეგრევე სქოულზი გამახსენდა, თუმცა ეს იმას არ ნიშანვს რა თქმა უნდა რო სქოულზს ვადარებ, უბრალოდ ამით იმის თქმა მინდა რო ძაან ნიჭიერი ბიჭია და დარმწუნებული ვარ უფრო და უფრო მოუმატებს.
0
№2
ავტორი: RojoDiablo
15 სექტემბერი 2014 15:44
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
შენც ახალი შენაძენი ხარ და შენიც დიდი გვეიმედება...ძალიან კარგი შეხვედრები ჩაატარე ტურნედან დაწყებული ორივე საშინაო თამაშით დასრულებული...ბრძოლისუნარიან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: AkkRed
15 სექტემბერი 2014 16:03
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მარკო ძალიან, ძალიან აგრესიულია და ეს მნიშვნელოვანია გუნდისთვის. ეს ვისზე ამბობს აგრესიულიო :დდ გუშინ სანდროს კინაღამ კისერი მოატეხა :დდდ
0
№4
ავტორი: VaRdo
15 სექტემბერი 2014 17:06
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ძალიან მაგარი ბიჭია. როგორ მახსოვს ლივერპულსი ფანები ამაზე რომ კაიფობდნენ პირველი ტურის შემდეგ ამის იმედი გაქვთო? არა და თვითონ ჰენდერსონი ჰყავთ. ahahaha

გუშინ გამოჩნდა რა პლიუსებიც აქვს ამ კაცს :*
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№5
ავტორი: GeorgeBest
15 სექტემბერი 2014 17:46
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძლივს ვნახე დალაგებული და სწორი თამაში, ეგ უფრო გამისწორდა ვიდრე ანგარიში. დი მარია სასწაულია. იმედია მოგებების სერია დაიდება
0
№6
ავტორი: ლადო
15 სექტემბერი 2014 19:00
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ყველამ კარგად ითამაშა გუშინ!! ნუ უმეტესობამ wink
0
№7
ავტორი: Manchester_M
15 სექტემბერი 2014 20:18
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მეორე გატუზოა რა :D მაფიოზი არაა თორე იმაზე ვაარესად იჩეხება ამის წინააღმდეგ თამაშის მალე ბევვრს შეეშინდება :D
0
№8
ავტორი: Wardell
15 სექტემბერი 2014 20:42
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
მარკო ძალიან, ძალიან აგრესიულია და ეს მნიშვნელოვანია გუნდისთვის.
როხომ უნდა დაუწეროს ეხლა "შენ ვიზე რას ამბობ შენ ვაფშე ყველაზე აგრესიულო" :D :D :D ძალიან მაგარი ბიჭია მართლა და ამის through ball მაოცებს და იმედია დახატავს ხოლმე გოლებს ))))
0
№9
ავტორი: VaRdo
15 სექტემბერი 2014 23:07
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ეს ფიზიკურად კდიე მოძლიერდება და მერე მიდით და მოუიგეთ ორთაბრძოლები ამას.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top