თბილისი:
მანჩესტერი:
15-09-2014, 10:33
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1977,
კომენტარები: 7
ვან გაალი კმაყოფილია
ლუი გუშინდელი თამაშით მოხიბლული დარჩა.
ვან გაალი კმაყოფილია
ლუი ვან გაალი ნასიამოვნები დარჩა ცუდი სტარტის შემდეგ კარგი გაგრძელებით. "იუნაიტედმა" კვირას გამართულ შეხვედრაში "ქპრ"-ს 4 გოლი გაუტანა და კარიც მშრალად შეინახა.

ჰოლანდიელის ხელმძღვანელობის ქვეშ "წითლებმა" პირველი სამი ქულა მოიპოვეს და ეს კლუბმა ახალი სახეების დახმარებით გააკეთა.

"თამაშამდე ბიჭებს ვუთხარი: "ახალი სტარტი ავიღოთ." ეს მნიშვნელოვანია, რადგან 1 სექტემბრისა და სატრანსფერო პერიოდის შემდეგ ახლა შეგვიძლია გუნდის შენების პროცესს მივხედოთ და ყოველ კვირას უკეთესები გავხდეთ - ეს გავაკეთეთ კიდეც, დამიჯერეთ."

"ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს ის იყო, რომ გოლები გავიტანეთ. სხვა თამაშებში მეტოქეს ვჯობდით, მაგრამ გოლების გატანას ვერ ვახერხებდით. ახლა 4 გოლი გავიტანეთ და ეს თითოეულ ფეხბურთელს აქეზებს."


ანხელ დი მარიამ, რომელმაც "ოლდ ტრაფორდზე" პირველი შეხვედრა გამართა გოლის გატანა საჯარიმო დარტყმიდან მოახერხა, მაგრამ გოლის გარდა მისი თამაშის სხვა ასპექტებიც გამოსარჩევი იყო ბოსისთვის.

"პირველი გოლი ძალიან მნიშვნელოვანია. ამაზე ვვარჯიშობდით, მაგრამ მან ეს შესაფერის დროს გააკეთა. ძალიან რთულია გადახვიდე და პრემიერ-ლიგის რიტმს აჰყვე, მაგრამ მათ ეს შესანიშნავად გააკეთეს - არა მარტო დი მარიამ."

გულშემატკივართა სახლში გაშვება გაღიმებული სახეებით ძალზედ მნიშვნელოვანია და ვან გაალს არც ეს დაუტოვებია უყურადღებოდ: "ესეც უზარმაზარ მნიშვნელობას ატარებს, რადგან ისინი კარგ შედეგს დიდი ხნის განმავლობაში უნდა ელოდნენ."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
15 სექტემბერი 2014 10:35
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მართლაც ყველამ კარგად ითამაშა გუშინ...როხო ძალიან კარგი იყო შეტევაშიც და დაცვაშიც, ბლინდიც არაჩვეულებრივი, ერერაზე საუბარი არაა, დი მარიაზე ხომ საერთოდ. მხოლოდ პერსი არ მომეწონა გუშინ და დე ხეა ერთ ეპიზოდში, მაგრამ არაუშავს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
15 სექტემბერი 2014 11:32
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მგონი ნელ-ნელა ეს კაცი ამართლებს თავის ნათქვამს რო მინიმუმ 3 თვე სჭირდება :)) დიდი პროგრესი ითო თამაშის ხარისხის მხირვ გუშინ
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
15 სექტემბერი 2014 12:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ყველაფერი კარგი იყო გუშინ და იმედი მაქვს რომ ესეც გავაგრძელებთ. winked
0
№4
ავტორი: George27
15 სექტემბერი 2014 13:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 115
კარგი იყო... დაცვაში ხარვეზებიც იყო, ბლეკეტს უბრალოდ გამოცდილება არ აქვს, კარგო ბიჭია დახვეწავს თამაშს... ერთიანობაში გუნდმა ითამაშა და ეს არის ძალიან მაგარი, დიდი ბედნიერება :* მოვუმატებთ კიდე... ესენი რო შეთამაშდებიან თავზარა დასცემენ ყველა გუნდს :*
0
№5
ავტორი: chudikone
15 სექტემბერი 2014 13:48
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
იანუზაიმ მომიშალა გუშინ ნერვები მაგრად თან angry
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: ლადო
15 სექტემბერი 2014 14:56
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
chudikone,
ორი კარგი მომენტი ჰქონდა იანუზაის ერთგან იღორა პერსისთვის რომ მიეცა შეაგდებდა და მერე რა გამაზა ტიპმა ცარიელ კარში დაარ*** და მცველს გაარ***..

საერთო ჯამში ძალიან ნასიამოვნები ვარ პირველი გამარჯვებით
0
№7
ავტორი: VaRdo
15 სექტემბერი 2014 14:57
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: chudikone
იანუზაიმ მომიშალა გუშინ ნერვები მაგრად თან


„მეც მაგრად. ძაან მონდომებული იყო ზედმეტადაც კი და სისულელეები აკეთა. ჯერ იქ უნდა აგეტანა და მერე რა პასი არ მსიცა. ლამის შემომეგინა. ეგ 0:0_ძე რომ გაეკეთებინა ვერ შევიკავებდი თავს. არ შეიძლება ეგრე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top