თბილისი:
მანჩესტერი:
15-09-2014, 09:36
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2424,
კომენტარები: 10
რიო: "აქამდე არავის გაუკეთებია, მოიესმა კი გამომტოვა"
რიო ფერდინანდი მოიესს აკრიტიკებს.
რიო:
"ჩელსის" მცველის, ჯონ ტერის კრიტიკის შემდეგ რიო ფერდინანდმა მომდევნო ობიექტად "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, დევიდ მოიესი აირჩია.

The Sun რიო ფერდინანდის ავტობიოგრაფიული წიგნის ნაწილის გავრცელებას აგრძელებს. გუშინ გავრცელდა რიოს წიგნის ნაწილი, რომელშიც იგი ტერის "იდიოტს" უწოდებს. დღევანდელ ნაწილში კი ფერდინანდის მომდევნო "მსხვერპლი" დევიდ მოიესია.

"მოიესის თითოეულმა ინოვაციამ ძირითადად ნეგატივი და გაურკვევლობა გააჩინა. მთავარი გაურკვევლობა მდგომარეობდა ბურთის წინ გადაწოდებაში. ხშირად გვეუბნებოდა, რომ გრძელი პასებით გვეთამაშა. ხანდახან მოთამაშეებს ეჩვენებოდათ, რომ თავის კარიერაში ასე ხშირად ბურთი არასდროს გადაუგდიათ წინ."

"ჩვენი მთავარი ტაქტიკა იყო გრძელი, მაღალი, დიაგონალური ჩაწოდება. "ფულემთან" გამართულ საშინაო შეხვედრაში 81 ჩაწოდება განვახორციელეთ. ვერაფრით ვხვდებოდი ამას რატომ ვაკეთებდით. ჩვენ გუნდში ხომ ენდი კეროლი არ თამაშობდა."

"მთელი მისი მიდგომა სხვაგვარი იყო. მოიესს ბევრი პასის კეთებაც სურდა. გვეუბნებოდა: "მინდა, რომ დღეს 600 გადაცემა გავაკეთოთ, წინა კვირაში მხოლოდ 400 იყო." რა აზრი აქვს. მე 5 გოლის 10 პასით გატანა მირჩევნია."


ფერდინანდის წყენის მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ მოიესმა რიო ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის შეხვედრაში "ბაიერნთან" განაცხადში არ შეიყვანა.

"ამან ბოლო მომიღო. შინაგანად მსურდა მეყვირა და მოიესს მივვარდნოდი. მე გუნდური მოთამაშე ვარ, ამიტომაც მოვკეტე და საკუთარ ადგილზე დავრჩი. ალბათ ეს ყველაზე ცუდი დრო იყო, რაც "იუნაიტედში" მქონია. ჯერ არასდროს დავუტოვებივარ ვინმეს ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრის მიღმა - მოიესმა კი ეს ყველას თვალწინ გააკეთა."

წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
15 სექტემბერი 2014 09:39
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ჩვენ გუნდში ხომ ენდი კეროლი არ თამაშობდა."

უკეთესი არგუმენტი ვერ ნახე? კეროლი თორემ არ ანგრევდეს თავით კარებს.

მოიესს რომ ტაქტიკა არ ჰქონდა და ხშირად იმასაც ვერ ხვდებოდა ვინ როდის შემოეყვანა ამას მივხვდით.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
15 სექტემბერი 2014 10:04
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
გუშინ გამოჩნდა რო ვეღარ ქაჩავ რიო და მაგარი გამიტყდა მგონი გიგზს და სქოულზს უნდა გაყვე შენც
0
№3
ავტორი: dachi_mu
15 სექტემბერი 2014 10:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
devidi mogzavnili iyo :D
0
№4
ავტორი: gilmour
15 სექტემბერი 2014 11:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ჩვენც ბევრჯერ აღგვინიშნავს უაზროდ რატომ აწოდებენ მთელი თამაშიო და თურმე სერ დევიდ მოიესს მოუნდომებია ასე:)
ისე რიო გუშინ როგორ დაიზლაზნებოდა ეზარებოდა თავის წინააღმდეგ თამაში:)
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
15 სექტემბერი 2014 12:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კიდე ერთხელ დამტკიცდა მოიესის "გენიალურობა" wink
0
№6
ავტორი: bziki
15 სექტემბერი 2014 12:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ასე მაინც არ უდა ელაპარაკა არაა ლამაზი რაც შეეძლო აკეთებდა მოიესი მაგრა მეცოდებოდა თან მთელი სეზონი ტრამვები იყო ძაან ბევრი თორე უკეთესი შედეგის მიგწევა შეეძლო
0
№7
ავტორი: chudikone
15 სექტემბერი 2014 13:46
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
აჰა, კიდევ ერთი იმბეცილი, რომელიც თავიდანვე ვიცოდი რას წარმოადგენდა მაგრამ ნახევარზე მეტს ამის სჯეროდა და თავგამოდებით იცავდა.. facepalm ეხხ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№8
ავტორი: ლადო
15 სექტემბერი 2014 14:52
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
მიხარია რომ ლუია ჩვენი მწვრთნელი !!!
0
№9
ავტორი: VaRdo
15 სექტემბერი 2014 15:00
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ყველაფრის მოეისზე გადაბრალება და ხელების შეწმენდა არაა მთლად კარგი საქციელი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№10
ავტორი: Best 7
15 სექტემბერი 2014 21:00
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Moiesi ro dauni iyo eg tavidanve vicodi!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top