თბილისი:
მანჩესტერი:
15-09-2014, 08:47
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1829,
კომენტარები: 6
ზაჰა იუნაიტედში და ინგლისის ნაკრებში დაბრუნებას გეგმავს
ახალგაზრდა ვინგერი გამოწვევებს არ უშინდება.
ზაჰა იუნაიტედში და ინგლისის ნაკრებში დაბრუნებას გეგმავს
უილფრიდ ზაჰას სურს რომ ამჟამინდელი არენდა "იუნაიტედსა" და ინგლისის ნაკრებში ადგილის დასამკვიდრებლად გამოიყენოს. 15 მილიონად შეფასებული ვინგერი არიარებს, რომ ის ძალიან ბედნიერი იყო, როდესაც "სელჰუტ პარკზე" მის სახელს კვლავ მღეროდნენ, როდესაც ხელმეორე დებიუტი შედგა.

ზაჰას, რომელმაც მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა "ეშმაკუნების" შემადგენლობაში, სურს რომ "კრისტალ პალასში" გატარებული სეზონი ძველი ფორმის და თვითრწმენის აღდგენაში დაეხმაროს. უილფრიდი გამოძახებულ იქნა ნაკრებში 2012 წელს, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ "ჩემპიონშიპის" მოთამაშე გახლდათ. გამოძახებიდან მოკლე დროში იგი სერ ალექსის ბოლო შენაძენად მოგვევლინა.

ზაჰა იუნაიტედში და ინგლისის ნაკრებში დაბრუნებას გეგმავს

ზაჰა ინგლისის ნაკრეში. 2012


"მე რამდნიმე წლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი "იუნაიტედთან" და აქ ყოფნით იმედი მაქვს, რომ შევძლებ საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლინებას და დაბრუნებას როგორც ინგლსის ნაკრებში, ასევე "იუნაიტედში"." - აცხადებს ზაჰა "ბარნლისთან" მატჩის შემდეგ.

"შესანიშნავი გრძნობაა აქ ხელმეორედ თამაში. არაფერი შეედრება იმას, არ იყო მოედანზე და ფანები მაინც შენს სახელს მღეროდნენ. ფრე ცოტათი იმედგასაცრუებელიც იყო. რას ვაკეთებ როდესაც არ ვთამაშობ ? მე ვიცი როგორც ხდება აქ ყველაფერი. ბოსს სურდა რომ ჩემთვის სათამაშო დრო მოეცა და მე ბევრი რამ დამემტკიცებინა, ასე რომ ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით."

"არწივების" მწვრთვნელი, ნილ ვარნოქი კი აცხადებს, რომ ზაჰასთვის "იუნაიტედი" ჯერ გადაულახავი გამოწვევაა.



ინგლისელი ვინგერი, რომელმაც გასულ სეზონში "კარდიფში" განაგრძო ასპარეზობა, აცხადებს: "სერ ალექს ფერგიუსონი იყო პიროვნება, ვინც გადაწყვიტა ჩემი შეძენა. მან მოგვიანებით კლუბი დატოვა და ხალხს განსხვავებული შეხედულებები აქვს ყველა მოთამაშეზე."

"მე ერთ დროს წასვლაზეც დავფიქრდი, მაგრამ ვთქვი: "მოდი, დავრჩები და ახალ მენეჯერს ჩემს შესაძლებლობებს დავანახებ." მისი აზრით ჩემთვის იჯარა კარგი გამოსავალი იქნებოდა და სახლში დაბრუნება კი საუკეთესო ვარიანტი გამოდგა. "
დაასრულა ზაჰამ.

წყარო: Mirror
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
15 სექტემბერი 2014 09:02
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
თუ არ მოუმატე შენიო ადგილი არ რჩება ძირითადში. დი მარიას და მატას ამომგდები არ ხარ შენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
15 სექტემბერი 2014 10:12
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვნახოთ ვნახოთ. კარგი ქნეს ისევ პალასში რო გაუშვეს
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
15 სექტემბერი 2014 13:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რავიცი თავიდან ძაან მეიმედებოდა ამ ბიჭის მარა მეორე სეზონია უკვე ვერაფრით გაიხსნა რააა. იმედია მოუმატებს თორე ეხლა მესამე წელს უკვე მთლიანად გაუშვებენ.
0
№4
ავტორი: ლადო
15 სექტემბერი 2014 14:46
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
რავი მე მაქვს იმედი ამ ბიჭის, შეუძლია კარგი ვინგერი გახდეს და იმედია მიაღწევს იმას რაც სურს

რავი მე მაქვს იმედი ამ ბიჭის, შეუძლია კარგი ვინგერი გახდეს და იმედია მიაღწევს იმას რაც სურს
0
№5
ავტორი: VaRdo
15 სექტემბერი 2014 15:09
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ზაფხულში რონალდო დაბრუნდება ჩემი აზრით და ვაფშე დაიკარგება შენი ადგილი გუნდში. აქამდე უნდა დაგეჯავშნა შენი ადგილი როცა კონკურენტები იანგი და ვალენსია გყავდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: Manchester_M
15 სექტემბერი 2014 19:43
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მაქვს მაინც ამ ბიჭის იმედი !!! იმედია მოუმატებს !!! love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top