თბილისი:
მანჩესტერი:
14-09-2014, 10:58
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1748,
კომენტარები: 8
რუნი: "ცუდად დავიწყეთ, მაგრამ თავდაჯერებულები ვართ"
უეინ რუნის საკუთარი გუნდის სჯერა.
რუნი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა, უეინ რუნიმ განაცხადა, რომ რადამელ ფალკაოს მისი ვარსკვლავი პარტნიორების დახმარებით გუნდისთვის ტიტულების მოპოვება შეუძლია.

რუნი მოუთმენლად ელოდება კოლუმბიელ ფორვარდთან ერთად თამაშს, რომლის დებიუტიც შესაძლოა დღეს "ქპრ"-ს წინააღმდეგ შედგეს.

"ის მსოფლიო დონის ფეხურთელია. მწვრთნელის გადასაწყვეტია თუ როგორ ათამაშებს. მწვრთნელს ვყავართ მე, ფალკაო, ვან პერსი, დი მარია, მატა... მოთამაშეთა შესანიშნავი კრებულია. კლუბის შესაძლებლობების შესანიშნავი გამოვლინებაა და მე მოუთმენლად ველოდები ერთად მუშაობას."

"ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მის თამაშს ვაკვირდები და იგი გასაოცარი ფეხბურთელია. მისი გამოჩენა აღფრთოვანებას იწვევს - პრემიერ-ლიგის დანარჩენ გუნდებშიც კი. მას სხვა კლუბებშიც შეეძლო წასვლა, მაგრამ ჩვენ აგვირჩია და ეს დიდებულია."

"ცხადია, გასულ წელს არასაკმარისად კარგები ვიყავით ტიტულის მოსაპოვებლად. მაგრამ ახლა შესაფერისი დროა და ჩვენ შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს, რათა კუთვნილ ადგილს დავუბრუნდეთ - ტიტულების მოპოვებას დავუბრუნდეთ."

""იუნაიტედისთვის" მიმზიდველი დრო დგება, საინტერესო დრო დგება. ცუდად დავიწყეთ, მაგრამ თავდაჯერებულნი ვართ."


წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: chudikone
14 სექტემბერი 2014 11:09
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
რუნის ოცნება აუხდა! ამდენი ტოპ კლასის ფეხბურთელი ერთად! უკვე შედეგის დადების დროა !!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№2
ავტორი: Manchester_M
14 სექტემბერი 2014 11:30
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ერთი ჩელსია კარგ ვითარებაში თორე არცერთცს არ დაუწყია გადასარევად და ჯერ რამის დაკარგვაზე ადრეა საუბარი მაგრამ ყველაფერი წინაა
0
№3
ავტორი: AkkRed
14 სექტემბერი 2014 11:59
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
შრეკი რა დუხზეა <3
0
№4
ავტორი: RedTeen
14 სექტემბერი 2014 12:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ჩვენც მაგის იმედი გვაქვს რომ კარგად დაასრულებთ..
0
№5
ავტორი: RojoDiablo
14 სექტემბერი 2014 12:41
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
საინტერესო იქნება თქვენი ხილვა ერთად... ძალიან მაინტერესებს როგორ განალაგებს ლუი შემადგენლობას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: George27
14 სექტემბერი 2014 13:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 115
ეს დაამტკიცეთ! გულშემატკივრებთამ ბევრი რამ აქვს იუნაიტედს დასამტკიცებელი და ეს დროც დადგა! შედეგებს ველოდებით, ხანგრძლივ წაუგებელ სერიას!
0
№7
ავტორი: VaRdo
14 სექტემბერი 2014 14:03
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
კიდეკაი ცუდად დაიწყო სეზონი არსენალმა და ლივერპულმაც. არც სიტის მოუწყვეტია ვარსკვლავები. ჩელსის თავბედიც უწყევლია მაგათ წელს მაინც ვერ გავუსწრებთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№8
ავტორი: ლადო
14 სექტემბერი 2014 14:10
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
Chelsis gaswreba cota ararealuria wels da danarchenebis sulac ara...runis forma kide ar momwons..imedia male chadgeba
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top