თბილისი:
მანჩესტერი:
14-09-2014, 09:48
ავტორი: chudikone,
ნანახია: 3150,
კომენტარები: 10
შესანიშნავი ოთხეული გამოწვევის წინაშეა
ვან გაალი თავის შეგირდებს დიდ გამოცდას უმზადებს.
შესანიშნავი ოთხეული გამოწვევის წინაშეა
ლუი ვან გაალი საკუთარ 1 მილიონიან (კვირაში) შეტევის ხაზს უცხადებს: "მანახეთ რომ თქვენ იმსახურებთ ამხელა ხელფასს."

ვან გაალის Fab 4 (Fabulous - ცნობილი, არაჩვეულებრივი) - უეინ რუნი, ანხელ დი მარია, რადამელ ფალკაო და რობინ ვან პერსი ჯამში 1 მილიონს იღებენ ყოველკვირეულად. ამასთან დაკავშირებით, ჰოლანდიელმა სპეციალისტმა მათ განუცხადა, რომ შეწყვიტონ რეპუტაციაზე ზრუნვა და დაამტკიცონ, რომ ასტრონომიული ხელფასის ღირსნი არიან.

სავარაუდოა ისიც, რომ ვან გაალმა დღეს ოთხივე მათგანი სასტარტო შემადგნელობაში დააყენოს და ამით ერთგვარი რეკორდი, პრემიერ ლიგის ყველაზე ძვირადღირებული შეტევის ხაზი, დამყარდება. "რაც მე შემიძლია ვთქვა რუნიზე, რაც შემიძლია ვთქვა ფალკაოზე და რაც შემიძლია ვთქვა ვან პერსიზე ის არის, რომ ისინი დიდებული ფეხბურთელები არიან. მათ შესანიშნავი რეკორდები გააჩნიათ." აცხადებს ვან გაალი.
შესანიშნავი ოთხეული გამოწვევის წინაშეა

კლუბის ყველაზე მდიდარი ფეხბურთელი. უეინ რუნი - 300 000 ფუნტი კვირაში.


"მაგრამ ეს ყველაფერი შენ დღეს კვირას გასამართ შეხვედრაში უნდა გააკეთო. უნდა აჩვენო ის. ეს მხოლოდ რუნის, ფალკაოს და ვან პერსის არ ეხება, არამედ ყველა მოთამაშეს."

რუნი კვირაში 300 000 ფუნტს შოულობს. ფალკაო და დი მარია კი 25 000 ფუნტით ნაკლებს. რობინ ვან პერსი ამ ოთხეულში "უღარიბესია." მისი შემოსავალი 250 000 ფუნტს წარმოადგენს. ერთად აღებული, ეს მილიონზე მეტია ყოველკვირეულად. მაგრამ მიუხედავად ამისა, მეოთხე ტურამდე "იუნაიტედს" მხოლოდ 2 ქულა აქვს.

ასე რომ, ლუი ვან გაალი აცხადებს რომ ახლა გადახდის კი არა, თამაშის დროა.

"იუნაიტედმა" სარეკორდო 151 მილიონი დახარჯა სატრანსფერო ფანჯარაზე. გადმოიბირა რა პრემიერ ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი - ანხელ დი მარია, განაგრძო გუნდის გაძლიერება მარკოს როხოს, ანდერ ერერას, ლუკ შოუს, დეილი ბლინდის და რადამელ ფალკაოს სახით. ეს უკანასკნელი გუნდს არენდის სახით შუერთდა.
შესანიშნავი ოთხეული გამოწვევის წინაშეა

ახალწვეულები: ბლინდი და ფალკაო წარმოადგენენ "იუნაიტედის" მეხუთე და მეექვსე ტრანსფერს.


რუნის და მატას როლებით ვან გაალს დიდი ძალისხმევა დასჭირდება, რომ ყველა წამყვანი ფეხბურთელი ათამაშოს "ქპრს" წინააღმდეგ, მაგრამ მისივე განცხადებით მას ამის გაკეთება ძალუძს.

"როტაცია ? არამგონია ეს საჭირო იყოს." განაგრძობს ვან გაალი. "შესაძლებელია ყველამ ერთდროულად ითამაშოს. ზუსტად ამიტომ ვირჩევ ამ სისტემით თამაშს. საქმე ისე არ არის, რომ ყველა ყოველთვის საუკეთესო ფორმაში იყოს."

"ჩვენ ახლა ბევრი მატჩის ჩატარება გვიწევს. შარშანდელთან შედარებით ცოტა, მაგრამ მაინც ვნახავთ რა შედეგს მივირებთ."

ვისთვის გასაკვირად და ვისთვის მისაღებად, ვან გაალი ჯერაც არ არის ბედნიერი იმით, ვინაიდან მისი გუნდი კვლავ დაუბალანსებელია. შესაძლოა მან ზამთარში ტოპ მცველები დაიმატოს.

"ახლა შედარებით უფრო დაბალანსებული გუნდი გვყავს, ვიდრე დასაწყისში, მაგრამ არ ვფიქრობ იმას, რომ დაცვას გაძლიერება არ ესაჭიროება. ჩვენ ასევე უფრო სწრაფად უნდა გადავაწოდოთ პასები. მე უფრო სწრაფ თამაშს ვითხოვ." აგრძელებს ჰოლადნიელი.

"ჩვენ ბურთს ძალიან ხშირად და ძალიან ადრე ვკარგავთ. შემდეგ ზეწოლა უფრო და უფრო იზრდება ფეხბურთელებზე და შეცდომებს უმატებენ. ეს უმართებლო ციკლია. საქმე მარტო დი მარიას გაუმჯობესებას არ ეხება. როდესაც ასეთი ფეხბურთელები დავიმატეთ მათაც იგივე უნდა გააკეთონ. მათ უნდა ანახონ რაც შეუძლიათ და იმედი მაქვს ამას გააკეთებენ." დაასრულა ვან გაალმა.

წყარო: Mirror
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
14 სექტემბერი 2014 09:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
აფსოლიტურად ვეთანხმები ლუის, უფრო სრაფად უნდა ვითამაშოთ და ინდივიდულაურადაც უფრო მეტო უნდა აიღონ თავიაანთ თავზე ფეხბურთელებმა.
0
№2
ავტორი: AkkRed
14 სექტემბერი 2014 09:59
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ეს კაცი უკვალოდ არ წავა ჩვენი გუნდიდან მინიმუმ ლიგას მოვიგებთ და მაქსიმუმ ტრებლის გავაკეთებთ
0
№3
ავტორი: RojoDiablo
14 სექტემბერი 2014 10:04
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
დაჩი love ჰოდა გვაჩვენეთ რომ ამხელა ხელფასს იმსახურებთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Jonberi
14 სექტემბერი 2014 10:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 54
dges uechveli unda movigot rom shemdeg tamashebshi karg xasiatze shevxdet
0
№5
ავტორი: GeorgeBest
14 სექტემბერი 2014 10:27
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფალკაო რუნი და პერსი ერთად რო დააყენოს რა იქნება წარმომიდგენია wink მარა მაინც მგონია რო ჯობია 2 ფორვარდით ვითამაშოთ. პერსის სკამზე არ დასვამს რაც არ უნდა იყოს ალბათ. წინ ფალკაო პერსი და უკან რუნი, ამ პონტში მატა იკარგება საერთოდ
0
№6
ავტორი: Manchester_M
14 სექტემბერი 2014 11:13
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ნამუსზე ააგდო რა ტექნიკურად :D
0
№7
ავტორი: RedTeen
14 სექტემბერი 2014 11:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
აბა ბიჭებო თქვენ იცით დაუმტკიცეთ გაალს რომ იმსახურებთ მაგ ხელფასს..
0
№8
ავტორი: dachi_mu
14 სექტემბერი 2014 12:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
dges tu vegar moviget da amati dedas da mamac ra.
0
№9
ავტორი: ლადო
14 სექტემბერი 2014 13:48
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
Vnaxot aba rogor sastavs gamoiyvans, dzalian mainteresebs

Vnaxot aba rogor sastavs gamoiyvans, dzalian mainteresebs
0
№10
ავტორი: VaRdo
14 სექტემბერი 2014 14:12
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
საქმე ლაპარაკის ნაცვლად love მალე მვოიდეს 6 საათი მაინც შემადგენლობები მაინც რომ გავიგო wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top