თბილისი:
მანჩესტერი:
13-09-2014, 08:54
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2328,
კომენტარები: 29
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ქუინზ პარკ რეინჯერსი" (პრევიუ)
დღევანდელი მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ქუინზ პარკ რეინჯერსი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 4 ტური
თარიღი: კვირა, 14 სექტემბერი, 2014 წელი
მთავარი მსაჯი: ფილ დაუდი
მატჩის დასაწყისი: 19:00, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ქუინზ პარკ რეინჯერსი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ქუინზ პარკ რეინჯერსი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


ტრავმირებულები: კერიკი, ფელაინი, ჯონსი, ჯონსტონი, სმოლინგი, იანგი, უილსონი, ჯეიმსი.
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: რაფაელი, ერერა, შოუ.
განაცხადი: De Gea, Lindegaard, Amos, Rafael, Valencia, Shaw, Rojo, Evans, Blackett, Blind, Herrera, Fletcher, Anderson, Mata, Januzaj, Di Maria, Rooney, Falcao, Van Persie, W Keane.
[center]როგორც მოსალოდნელია, "იუნაიტედის" რიგებში დებიუტი ექნება სამ ახალწვეულს - მარკოს როხო, დეილი ბლინდი და რადამელ ფალკაო. ისედაც სავსე ლაზარეთს ფილ ჯონსიც შეემატა, რომელმაც ტრავმა სანაკრებო პაუზის დროს მიიღო.



"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ქუინზ პარკ რეინჯერსი" (პრევიუ)

"ქპრ"


ტრავმირებულები: ბარტონი, ფაურლინი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: Green, Murphy, Hill, Dunne, Ferdinand, Onuoha, Caulker, Suk-young, Traore, Isla, Henry, Sandro, Barton, Fer, Mutch, Faurlin, Hoilett, Phillips, Kranjcar, Wright-Phillips, Austin.

ჰარი რედნაპირს გუნდს შეუძლია ძირითად გუნდში სანდრო და ნიკო კრანჩარი დააყენოს, რომლებიც ლონდონელებმა სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს შეიძინეს. საეჭვოა ჯოი ბარტონის თამაში, რომელსაც ტრავმა აწუხებს.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ქუინზ პარკ რეინჯერსი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


ბოლო ექვსი შეხვედრა (წინა სეზონის შეხვედრები): მ-ფ-წ-ფ-წ-ფ.

მე-14 ადგილი, 2 ქულა.

"მანჩესტერ იუნაიტედა" თავის ისტორიაში ყველაზე ცუდი სტარტი გაიმეორეა. 2007-2008 წლების სეზონში "იუნაიტედს" სამ ტურში ასევე ორი ქულა ჰქონდა.

ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ აღებული სტარტი რონ ატკინსონის შემდეგ ყველაზე ცუდია. 1981-82 წლების სეზონში "იუნაიტედს" სამ თამაშში 1 ქულა ჰქონდა, ხოლო მეოთხე შეხვედრა ფრედ დაასრულა.

"იუნაიტედმა" რომელმაც მიმდინარე სეზონის პირველი საშინაო შეხვედრა წააგო, გასულ წელს საშინაო მატჩებში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა და შესაძლო 57 ქულიდან, მხოლოდ 30 აიღო. (9 მოგება, 3 ფრე, 7 წაგება.)

მიმდინარე კალენდარულ წელს "იუნაიტედმა" თავისი მატჩების მხოლოდ 41 % მოიგო - პრემიერ-ლიგის 22 შეხვედრაში მხოლოდ 9 გამარჯვება.

სექტემბრის ბოლოს "იუნაიტედი" მხოლოდ ორ ტურნირზე ასპარეზობს - პრემიერ-ლიგა და ინგლისის თასი. ასეთი რამ ბოლოს 1962-63 წლებში მოხდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ქუინზ პარკ რეინჯერსი" (პრევიუ)

"ქპრ"


უკანასკნელი 6 მატჩი (წინა სეზონის შეხვედრები): მ-მ-წ-წ-წ-მ

მე-12 ადგილი, 3 ქულა.

ჰარი რედნაპის გუნდმა უკანასკნელი 7 საგარეო შეხვედრიდან მხოლოდ 1-ში მოიპოვა გამარჯვება. მათ მიერ დამარცხებული უკანასკნელი მეტოქე, პირველ ლიგაში გავარდნილი "ბარნსლია", რომელსაც ჩემპიონშიპში მოუგეს.

"ქპრ"-ს პრემიერ-ლიგის უკანასკნელ 4 საგარეო შეხვედრაში თავისი მოწინააღმდეგისთვის გოლი არ გაუტანია.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ქუინზ პარკ რეინჯერსი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ქუინზ პარკ რეინჯერსი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: რუნი, მატა - თითო გოლი ლიგაში.

ამჟამად უეინ რუნის ანგარიშზე პრემიერ-ლიგაში გატანილი 174 გოლია. იმისათვის, რომ პრემიერ-ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირების სიაში მესამე ადგილზე მყოფ ტიერი ანრის გაუთანაბრდეს აუცილებელია 1 გოლი გაიტანოს.

რადამელ ფალკაომ თავისი ახალი გუნდების თითოეულ საშინაო სადებიუტო შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა. "პორტუ" - 1 გოლი, "ატლეტიკო" - 3 გოლი, "მონაკო" - 1 გოლი.

2009-10 წლების სეზონიდან დაწყებული რადამელ ფალკაომ "პორტუს", "ატლეტიკოსა" და "მონაკოს" შემადგენლობაში 139 შეხვედრაში 104 გოლი გაიტანა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ქუინზ პარკ რეინჯერსი" (პრევიუ)

"ქპრ"


წამყვანი ბომბარდირები: აუსტინი - 1 გოლი ლიგაში.

თუ კი რიო ფერდინანდი მოედანზე გამოვა, იგი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

რიოს თავისი გუნდის წინააღმდეგ გამართულ არც ერთ შეხვედრაში გამარჯვება არ მოუპოვებია (5 ფრე, 5 წაგება). უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც რიომ "იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩაატარა 2001 წელს "ლიდსის" შემადგენლობაში ჩატარებული მატჩი იყო, რომელიც 1-1 დასრულდა.

თუ კი რიჩარდ დანი ითამაშებს, იგი მე-400 შეხვედრას ჩაატარებს პრემეირ-ლიგაში, რის შემდეგაც 22-ე ფეხბურთელი იქნება, ვინც ამ რიცხვს მიაღწია.

ურთიერთშეხვედრები


მოწინააღმდეგეები ერთმანეთს სულ 51-ჯერ შეხვდნენ. "მანჩესტერ იუნაიტედმა" 32-ჯერ იზეიმა გამარჯვება, "ქპრ"-მ 6-ჯერ, 13 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

"ქპრ"-ს წინააღმდეგ გამართულ ბოლო 15 შეხვედრაში "იუნაიტედმა" 12 შეხვედრა მოიგო და არც ერთი არ წააგო ყველა ტურნირის ეგიდით.

"ქპრ"-ს პრემიერ-ლიგის ბოლო 12 შეხვედრაში არც ერთხელ არ დაუმარცხებია "იუნაიტედი" და მხოლოდ 2 ქულის აღება მოახერხა.

1992 წლის სექტემბრის შემდეგ "ქპრ"-მ ვერც ერთი შეხვედრა "იუნაიტედის" წინააღმდეგ ვერ დაასრულა გაშვებული გოლის გარეშე. უკანასკნელი ასეთი მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" 0-0 დასრულდა.

მას შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" ლონდონელებს პრემეირ-ლიგის ზედიზედ 5 შეხვედრაში ამარცხებს.

"ქპრ"-მ "მანჩესტერ იუნაიტედთან" გამართული 21 საგარეო შეხვედრიდან მხოლოდ 1 გამარჯვება მოიპოვა (1 მოგება, 3 ფრე, 17 მოგება.)

"ქპრ"-მ "მანჩესტერ იუნაიტედზე" გამარჯვება უკანასკნელად ყოფილ, ინგლისის პირველ დივიზიონში მოიპოვა. ეს 1992 წლის 1 იანვარს მოხდა, როცა დენის ბეილიმ "ოლდ ტრაფორდზე" ჰეთ-ტრიკი გაიფორმა და სტუმრებმა 1-4 იმარჯვეს - სერ ალექს ფერგიუსონის 50 წლის წლისთავის მომდევნო დღეს.

სახლში და გასვლაზე


"ქპრ"-ს სტადიონი


ლიგა (იპლ-ს ჩათვლით): "იუნაიტედი" - 26 მოგება, "ქპრ" - 6 მოგება. ფრე - 10.

პრემიერ-ლიგა: "იუნატედი" - 10 მოგება, "ქპრ" - 0 მოგება, ფრე - 2.

"იუნაიტედის" სტადიონი


ლიგა (იპლ-ს ჩათვლით): "იუნაიტედი" - 17 მოგება, "ქპრ" - 1, ფრე - 3.

იპლ: "იუნაიტედი" - 5 მოგება, "სუონსი" - 0, ფრე - 1.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ქუინზ პარკ რეინჯერსი" - პრომო

მატჩის წინ
29 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester_M
13 სექტემბერი 2014 13:40
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ხვალ სკოლაში გახარებული გამიშვებენ ბიჭები იმედია :D
0
№2
ავტორი: GeorgeBest
13 სექტემბერი 2014 13:41
  • სიახლეები: 1557
  • კომენტარები: 12134
ცუდია რიოს სხვა გუნდის ფორმაში რო ვნახავთ. აქედან უნდა დაიწყოს მოგებების სერია, კიდევ ერთი ფრე ან წაგება უკვე სირცხვილია მარა პირველ რიგსი თამაშის ხარისხია გამოსასწორებელი
0
№3
ავტორი: love united
13 სექტემბერი 2014 14:14
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
უნდა მოვიგოთ უეჭველი!
0
№4
ავტორი: RojoDiablo
13 სექტემბერი 2014 15:09
  • სიახლეები: 7004
  • კომენტარები: 8685
მოლოდინი იმდენად და დიდი არ გვაქვს, რამდენადაც გამარჯვების სურვილი...ხალხი ამის საყურებლად სპეციალურად იკრიბება... აქც რომ იმედები გაგვიცრუონ არ ვიცი რა მეშველება

Manchester_M,
ხვალ რა გინდა კაცო სკოლაში? :D ზეგ ზეგ...ხვალ თამაშია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: lefty
13 სექტემბერი 2014 15:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 511
3ქულასთან ერთად ხალხს კაი თამაშის ნახვა უნდა
0
№6
ავტორი: Manchester_M
13 სექტემბერი 2014 18:43
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
RojoDiablo,
ნუ ხვალ რო მოიგებენ მერე ზეგ ხო გამიშვებენ გახარებული უცებ დღეს 14 მეგონა :D
0
№7
ავტორი: George27
13 სექტემბერი 2014 20:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 115
მოკლედ ხვალ მოვიგებთ და მორჩეს საუბარი! =))) მოგების სურვილი მკლავს... არანაირი ფრე, წაგებაზე ხო ზედმეტია საუბარი! =)) მოგება და მხოლოდ მოგება... აქედან ავიღოთ კარგი სტარტი... აბა წარმატებები :*
0
№8
ავტორი: following.rm7
13 სექტემბერი 2014 20:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
xval taarabati gatrevT !
0
№9
ავტორი: Man-United
13 სექტემბერი 2014 22:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
xval vigebt 4-0 ra
0
№10
ავტორი: Coller_Devil
13 სექტემბერი 2014 23:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
6-2 mgonia imena es tamashi :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

23 ნოემბერი 2019, 18:00
შეფილდი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
28 ნოემბერი 2019, 19:50
ასტანა
იუნაიტედი
ევროპა ლიგა
30 ნოემბერი 2019, 19:00
იუნაიტედი
ასტონ ვილა
პრემიერ ლიგა
შეფილდი23 ნოემბერი
ასტანა28 ნოემბერი
ასტონ ვილა30 ნოემბერი
SportsRecents.com

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

10 ნოემბერი 2019, 18:00
იუნაიტედი3
ბრაიტონი1
პრემიერ ლიგა
7 ნოემბერი 2019, 23:59
იუნაიტედი3
პარტიზანი0
ევროპა ლიგა
2 ნოემბერი 2019, 16:30
ბორნმუთი1
იუნაიტედი0
პრემიერ ლიგა
ბრაიტონი10 ნოემბერი
პარტიზანი7 ნოემბერი
ბორნმუთი2 ნოემბერი

პრემიერ ლიგა

დამალვა
ვიდეო პორტალი
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top