თბილისი:
მანჩესტერი:
13-09-2014, 08:01
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1593,
კომენტარები: 7
ვან გაალი: "სამეული რეალური მიზანია"
ჩემპიონთა ლიგის პირდაპირი საგზური რეალიზმია.
ვან გაალი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალი აცხადებს, რომ პრემიერ-ლიგის პირველ სამეულში მოხვედრა სავსებით რეალური მიზანია.

"იუნაიტედის" აღმასრულებელმა დირექტრომა, ედ ვუდვორდმა მცირე ხნის წინ განაცხადა, რომ კლუბის ბიუჯეტი გათვლილია ჩემპიონთა ლიგის პირდაპირი საგზურის მოპოვებაზე.

მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედმა" წინა წელი მე-7 ადგილზე დაასრულა, ვან გაალი მზადაა ეს ნახტომი განახორციელოს და ხელმძღვანელობის დავალება შეასრულოს.

"არ ვფიქრობ, რომ ეს არარეალური მიზანია. "მანჩესტერ იუნაიტედის" მსგავსმა გუნდმა მიზანი უნდა დაისახოს. მეც ვისახავ მიზნებს. სამეულში ყოფნა - ეს ლოგიკურია, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს."

"სატრანსფერო ბაზარზე კარგად გავისარჯეთ. ჩემპიონთა ლიგაზე არ ყოფნის მიუხედავად მოთამაშეები "იუნაიტედში" მაინც მოდიან. ეს დიდი პლუსია. ასევე გვინდა შედეგების მიღწევა და ამას "ქპრ"-სთან, კვირას გასამართ შეხვედრაში დავიწყებთ."


fapl.ru
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
13 სექტემბერი 2014 08:02
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ალბათ იგულისხმა, რომ სიტის და ჩელსის ჩამოვრჩებით. დანარჩენზე გადასწრება კი ფანტასტიკის სფერო ნამდვილად არაა. არც ის გამიკვირდება სიტისა და ჩელსისაც რომ ვაჯობოთ, მაგრამ ძალიან უნდა გაგვიმართლოს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: chudikone
13 სექტემბერი 2014 08:17
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ბოლო წუთამდე მჯერა ჩემი გუნდის!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: temo-scholes
13 სექტემბერი 2014 09:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
Iasna lui aba raaa....;)
0
№4
ავტორი: GeorgeBest
13 სექტემბერი 2014 10:05
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გაგვიჭირდება მარა ალბათ გავალთ
0
№5
ავტორი: ლადო
13 სექტემბერი 2014 11:22
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
იმედია იმედია, ჩემპიონობა მემგონი მართლა ფანტასტიკის სფეროს გავს, ჯერ ჩელსი არ გაგვიშვებს არსად და მერე სიტი, მაგრამ რა იცი იქნება და გაგვიშვან wink
0
№6
ავტორი: George27
13 სექტემბერი 2014 12:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 115
მანჩესტერის ჩემპიონობა წელს სავსებით რეალურია... ლუი ხო არ გამიცა და ხომ არ იტყვის პირდაპირ ჩვენ გავხდებით ჩემპიონებიო... ამბიბს სამეულში გავალთო და იქნებ იმ სამეულში ჩვენ ვიყოთ პირველები...
0
№7
ავტორი: Macklemore
14 სექტემბერი 2014 02:47
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ლიგის საგზური გვინდა პირველ რიგში და დანარჩენი რაც მეტი, მით უკეთესი :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top