თბილისი:
მანჩესტერი:
12-09-2014, 20:38
ავტორი: Z A C K™,
ნანახია: 2661,
კომენტარები: 14
ვან გაალი დღევანდელ პრესკონფერენციაზე მნიშვნელოვან თემებს შეეხო
"ჩვენ დიდი სამუშაო გავწიეთ სატრანსფერო ბაზარზე, საკმაოდ გავძლიერდით და ამას "ქპრსთანაც" ვაჩვენებთ“
ვან გაალი დღევანდელ პრესკონფერენციაზე მნიშვნელოვან თემებს შეეხო
ლუის ვან გაალის განცხადებით, ფილ ჯონსი, სავარაუდოდ, გამოტოვებს თვეზე მეტს ბარძაყის ტრავმის გამო. მან ფეხი დაიზიანა და შეცვლილი იქნა იაგიელკას მიერ, ინგლისის ნაკრების მატჩში შვეიცარიასთან, რომელიც "3 ლომის" გამარჯვებით დასრულდა. ჯონსი დაემატა იუნაიტედის მრავალრიცხვოვან ტრავმირებულთა სიას, თუმცა ვან გაალს კარგი ამბებიც აქვს,კერძოდ, ლუკ შოუ გამოჯანმრთელდა და შეძლებს მონაწილეობის მიღებას კვირას გასამართ მატჩში "ქპრსთან".
„მარუან ფელაინი დაახლოებით თვეს გამოტოვებს, ჯონსიც ასევე 4 კვირას, კერიკი ჯერ ჯერობით მზად არაა, თუმცა პირველად ივარჯიშა მინდორზე“ - აცხადებს იუნაიტედის თავკაცი. „სემ ჯონსთოუნს იდაყვის პრობლემა აქვს,ეშლი იანგი და ჯესი ლინგარდიც ასევე ტრავმირებულები არიან, სმოლინგი, რისი ჯეიმსი და ჯეიმს უილსონიც არ არიან მზად, თუმცა ლუკ შოუ მოახერხებს რაამდენიმე წუთი მოედანზე გამოსვლას.“
შეგასენებთ, რომ წითლებმა ვერ მოახერხეს პირველ 3 ტურში გამარჯვების მოპოვება, თუმცა ვან გაალი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი მოახერხებს სეზონის ბოლოს პირველ სამეულში მოხვედრას და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას. „ჩვენ ვისაუბრეთ წლევანდელ მიზნებზე და ვფიქრობთ, რომ მოვახერხებთ სამეულში შესვლას“. კვირის მატჩში ასევე შედგება იუნაიტედის ახალწვეულის რადამელ ფალკაოს დებიუტი.„ჩვენ ვნახავთ ვინ ითამაშებს კვირას, მოთამაშეებს დავაკვირდები და გადაწყვეტილებებს მივიღებ, სწორედ ესაა ჩემი მოვალეობა. ჩვენ დიდი სამუშაო გავწიეთ სატრანსფერო ბაზარზე, საკმაოდ გავძლიერდით და ამას პირველ რიგში "ქპრსთან" ვაჩვენებთ."

წყარო:GOAL
პრესკონფერენცია
14 კომენტარი
№1
ავტორი: ALEXFERGUSON
12 სექტემბერი 2014 20:52
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
რაოო იანგი ტრამვირებულიაოო? აუფ დაგვერხა,ეგ თუ არ იქნება წაგვიგია და ეგაა. იანგის დამტვრევას რუნი და დიმარია არ იყოს ჯობია. თფუ თფუ თფუ თვალი არ ეცეთ მართლა :):):) რა ბედნიერებაა იანგი არ იქნება.
0
№2
ავტორი: anzori_333
12 სექტემბერი 2014 20:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 33
და ერერა ერერაზე რატო არ ისაუბრა მაგასაც ხო ტრამვა ქონდა
0
№3
ავტორი: Manchester_M
12 სექტემბერი 2014 21:09
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
იანგი ტრამვირებულიაო ტუზი დაგვეცა ვინ დაატრამვა ძეგლი დაუდგით დროზე :X
ჯეიმს უილსონიც

მიცემს ნეტა შანს ? აბა ლუიტო შენ იცი !!!!!!
0
№4
ავტორი: ddaattoo
12 სექტემბერი 2014 21:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
წარმატებები manunited
0
№5
ავტორი: GeorgeBest
12 სექტემბერი 2014 22:03
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
აუ ჯონსი 4 კვირაო areyoukiddingme
0
№6
ავტორი: Macklemore
12 სექტემბერი 2014 22:06
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
დრო მოვიდა გუნდმა პროგრესი დაიწყო. ტურნე შესანიშნავი იყო და იმის მერე მოიესის გუნდს დაემსგავსა გუნდი. იმედია ყველაფერი გამოსწორდება.
0
№7
ავტორი: George27
12 სექტემბერი 2014 23:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 115
ერერა და ბლინდი არ ახსენა... საინტერესოა ვინ გამოვა თოთხმეტში მინდორზე...
0
№8
ავტორი: LizarD
12 სექტემბერი 2014 23:49
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ფელაინი -_-
0
№9
ავტორი: kOsTiA
12 სექტემბერი 2014 23:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
4 კვირა რა ამბავია ?
0
№10
ავტორი: Z A C K™
13 სექტემბერი 2014 00:41
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
იანგი love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top