თბილისი:
მანჩესტერი:
12-09-2014, 18:33
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1707,
კომენტარები: 9
მარტინესი:"ქლევერლის არ გამოშვების მიზეზი კონკურენციაა"
მარტინესი ქლევერლის "ევერტონში" ვერ გადავლის მიზეზს ხსნის.
მარტინესი:
"ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მის კლუბში ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებისთვის ძლიერ კონკურენტს ხედავს, რის გამოც ტომ ქლევერლის "გუდისონ პარკზე" გადასვლის ნება არ მისცეს.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მარტინესი ტომ ლქევერლის იჯარით აყვანას გეგმავდა, მაგრამ "იუნაიტედმა" "კანფეტებს" განუცხადა, რომ ფეხბურთელის გაყიდვას აპირებდნენ. ამიტომაც მარტინესი გაოცებული დარჩა, როცა გაიგო, რომ ქლევერლი იჯარის წესით "ასტონ ვილაში" გადავიდა.

"ასეთ გადაწყვეტილებებს კლუბი იღებს, რომელიც მოთამაშეს ფლობს. იქნებ მათ უბრალოდ არ მოინდომეს ფეხბურთელის იჯარით გაშვება ისეთ კლუბში, რომელიც კონკურენტია და რომელმა წინა წელი სატურნირო ცხრილში მათზე მაღლა დაასრულა. არ ვიცი."

"გასული სეზონის სატურნირო ცხრილს ჩახედეთ - ჩვენ მეხუთე ვიყავით, ისინი კი ცოტა ქვეთ, ასე რომ, ამ მხრივ უნდა გავუგოთ. ამავდროულად "ასტონ ვილამ" დიდებულად დაიწყო ახალი სეზონი. ფაბიან დელფის თამაშს შეხედეთ, პლუს კრისტიან ბენტეკე უბრუნდებათ - ისინი ძლიერები იქნებიან. მაგრამ ამის კომენტირება არ შეგვიძლია, "იუნაიტედის" გადაწყვეტილება ასეთია. ჩვენი ინფორმაციით, ფეხბურთელი იჯარის წესით ჩვენთვის მიუწვდომელი იყო და წერტილი დაესვა ამას."


წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
12 სექტემბერი 2014 18:34
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
კონკურენცია თორემ თქვენც არ გაეძლიერებინეთ ტომს.

როგორც ტომი დასდევს ჯერის და ვერ იჭერს, ისეა ეგ და ბურთიც.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: VaRdo
12 სექტემბერი 2014 19:05
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
facepalm ahahaha ahahaha ahahaha ხოო ეგააა კი როგორ არაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№3
ავტორი: kOsTiA
12 სექტემბერი 2014 19:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
ასეთი მიდგომა რომ გაქვს ზოგადა ფეხბურთის და ცხოვრების მიმართ მიტომ ხარ ეგეთი წარმატებული...ამ წელიწად რომ გაგვასწრეს თორე საუკუნეების წინ სად ეგდო მისი კლუბი არ კითხულობს.

ასეთი მიდგომა რომ გაქვს ზოგადა ფეხბურთის და ცხოვრების მიმართ მიტომ ხარ ეგეთი წარმატებული...ამ წელიწად რომ გაგვასწრეს თორე საუკუნეების წინ სად ეგდო მისი კლუბი არ კითხულობს.
0
№4
ავტორი: chudikone
12 სექტემბერი 2014 19:24
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
როგორ ყველა გაბლატავებულა ამ ბოლო დროს.. ოეეეე, უიგაანიიიი!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: George27
12 სექტემბერი 2014 19:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 115
კონკურენციას წელს განახებთ რა არის...
0
№6
ავტორი: GeorgeBest
12 სექტემბერი 2014 19:41
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პირიქით ბრატ ბირიქით. დაგინდეთ დაარ გამოგიგზავნეთ ქლევერლი გამანადგურებელი

რა დრო დადგა ამის დედა ვატირე, ევეტონი გახდა ჩვენი კონკურენტი
0
№7
ავტორი: Manchester_M
12 სექტემბერი 2014 21:06
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ეს კიდე ჩვენ გვატრიკებს მადლობა გვითხრას კლევერლი რო არ შევტენეთ კაცი ტკიპა კაცი ზარალი :X დაუკვირდი მეგობარო რას ლაპარაკობ :X
0
№8
ავტორი: Macklemore
12 სექტემბერი 2014 22:08
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ვაი შენს პატრონს. იუნაიტედი მთლად რო 20ზე გავიდეს შენ გუნდს მაინც არ აღიქვავს კონკურენტად. კუილივით გაგძვრა 1 სეზონი.
0
№9
ავტორი: ლადო
13 სექტემბერი 2014 01:26
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
:-D ubeduri
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top