"რომას" სპორტულმა დირექტორმა ვალტერ საბატინიმ განაცხადა, რომ მისი კლუბი ჰოლანდიელ ნახევარმცველ კევინ სტროოტმანს "იუნაიტედში" არ გაუშვებს.
"იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი თანამემამულისადმი ინტერესს არ მალავს.
"იგი შესანიშნავი ფეხბურთელია. ჩვენ მის შესანარჩუნებლად ყველაფერს გავაკეთებთ. დარწმუნებული ვარ, კევინი ფორმაში მალე ჩადგება და მოედანზე ყველაფერს გააკეთებს."
"რა თქმა უნდა, ყველა მოთამაშეს საკუთარი ფასი გააჩნია. მე არ ვამბობ, რომ ის უკვე გაყიდულია. ჩვენ ძალიან ბევრი შეთავაზება მივიღეთ, შევეცდებით, რომ იგი შევინარჩუნოთ, მაგრამ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ ვერ წავალთ. ჩვენ მოთმინება გვმართებს. მისი დაბრუნება ძალიან გვინდა, რადგან იგი გუნდში ძალიან დიდ როლს თამაშობს."-განაცხადა საბატინიმ