თბილისი:
მანჩესტერი:
12-09-2014, 09:50
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1348,
კომენტარები: 6
ფალკაო: "მინდა "მანჩესტერთან" ერთად ისტორია შევქმნა"
ფალკაომ მის ტრანსფერზე და ფიზიკურ მომზადებაზე ისაუბრა.
ფალკაო:
კოლუმბიელი ფორვარდი "ოლდ ტრაფორდზე" ხუთშაბათს გადმობარგდა და წითელი მაისურის მორგებისთანავე "იუნაიტედის" მწვერვალზე დაბრუნება დაისახა მიზნად.

ფალკაო "იუნაიტედმა" დედლაინის დღეს შეიძინა. 28 წლის ფორვარდი შეიძლება ზოგიერთმა ვერც კი მოიაზროს რუნისა და პერსის გვერდით, მაგრამ ყველა დარწმუნებულია, რომ ის კიდევ შეძლებს დიდებული სეზონის ჩატარებას და უხვად მოამარაგებს კლუბს გოლებით. ისევე როგორც ეს ხდებოდა "პორტოში", "ატლეტიკოსა" და "მონაკოში".

"ვიმედოვნებ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" დიდი ხანი დავრჩები და ამ კლუბის ისტორიას შევქმნი. როცა ვთამაშობდა "პორტოსა" და "ატლეტიკოში" მე ყოველთვის ვოცნებობდი ვყოფილიყავი ნაწილი ისეთი დიდებული კლუბისა როგორიც "იუნაიტედია". ახლა ეს ოცნება ამისრულდა და მინდა დიდ ხანს გაგრძელდეს და წლები გავატარო ამ "ოცნების თეატრში".

"მე არ ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი დრო დამჭირდება აქაურობასთან შესაგუებლად. "იუნაიტედს" ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს და ეს გიადვილებს ფეხბურთის თამაშს. მე მიჩვეული ვარ მანჩესტერის მსგავს ქალაქებში ცხოვრებას. იმასაც ვფიქრობ, რომ ადაპტაციის პრობლემა არ მაქვს."

"ეს ახალი პროგრესი, ახალი გუნდია. ამ ზაფხულს "მანჩესტერმა" კარგი ფეხბურთელები შეიძინა და იწყება ახალი კლუბის შენება. ძალიან მინდა ამ პროექტის და ამ ისტორიის ნაწილი გავხდე."


ფალკაომ თავის ტრამვაზეც ისაუბრა:

"კარგად ვგრძნობ თავს. "მონაკოში" თამაში ორი თვის წინ განვაახლე და ბოლო თვეებში ცოტათი კიდევ უფრო გავუმჯობესდი."

"მე გამქონდა გოლები, რაც ფორვარდებისთვის მნიშვნელოვანია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ფიზიკურადაც მზად ვარ. მუხლი არაფერში მიშლის ხელს. თავს კარგად ვგრძნობ."


ManUtdNews
სიახლეები
6 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
12 სექტემბერი 2014 10:22
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მომავალ სეზონში ლიგაზე ეს მაგარს დაგვეხმარება
0
№2
ავტორი: Manchester_M
12 სექტემბერი 2014 10:43
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ციტატა: AkkRed
მომავალ სეზონში ლიგაზე ეს მაგარს დაგვეხმარება

თუ გაგვიჩერდა მომავალ წელს :)
0
№3
ავტორი: dachi_mu
12 სექტემბერი 2014 10:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
itamashe dzma.sheagde wels 20 goli da darchebi kidec
0
№4
ავტორი: ლადო
12 სექტემბერი 2014 11:42
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
Imedia gamovisyidit amas..
0
№5
ავტორი: GeorgeBest
12 სექტემბერი 2014 12:46
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
თუ დარჩა ლიგის მოგებაში დაგვეხმაროს და ისტორიას შექმნის wink
0
№6
ავტორი: Macklemore
12 სექტემბერი 2014 22:16
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
35 მილიონად თუ წამოვა პაჟალუსტა :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top